ლიკვიდური სტეიკინგი: როგორ გამოვიმუშავოთ ფული ეკოსისტემაში
ლიკვიდურობა, სტეიკინგი, DeFi - ეს ყველაფერი არის გაუგებარი სიტყვები მრავალი მომხმარებლისთვის, ვინც იწყებს დაინტერესებას ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სამყაროთი. ამ მასალაში ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ მუშაობს ლიკვიდური სტეიკინგი და რატომ იძენს ის პოპულარობას კრიპტო საზოგადოებაში.
რა არის სტეიკინგი
სტეიკინგი არის ბლოკჩეინზე ჯილდოს მიღების საშუალება. ჯილდო ეძლევა მომხმარებელს იმის გამო, რომ მისი კრიპტო აქტივების ნაწილი დაბლოკილია მისივე საფულეზე, რათა უზრუნველყოს ქსელის ფუნქციონირება. სტეიკინგი შეიძლება განხორციელდეს ძირითადად ბლოკჩეინებზე, რომლებიც PoS ალგორითმზე მუშაობენ.
სტეიკინგისა და მაინინგისგან მისი განსხვავების შესახებ უფრო დეტალურად თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ GNcrypto-ის მასალაში „რით განსხვავდება სტეიკინგი მაინინგისგან“.
რა არის DeFi
DeFi არის დეცენტრალიზებული ფინანსური ეკოსისტემა, რომელშიც მონაწილეები უშუალოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან, ბანკების ან საკრედიტო ინსტიტუტების შუამავლობის გარეშე. DeFi სერვისები, როგორც წესი, ღია საწყისი კოდის მქონე პროექტებია.
რა არის ლიკვიდურობა
მარტივი ენით რომ ავხსნათ, ლიკვიდურობა ფინანსურ სამყაროში არის არსებული აქტივების უკეთეს ფასად სწრაფად გაყიდვის შესაძლებლობა. რაც უფრო კარგია კრიპტო ბაზრის ლიკვიდურობა, მით უფრო მარტივია მონეტების კონვერტირება ფიატურ ფულში ან სხვა ციფრულ ტოკენში.
რა არის ლიკვიდური სტეიკინგი, როგორ მუშოაბს ის და რა არის მისი უპირატესობა
ლიკვიდური სტეიკინგი არის „წარმოებული“ ტოკენის გამოშვება, რომლის გირავნობას კრიპტოვალუტა წარმოადგენს. ეს ტოკენი შეიძლება გამოყენებულ იქნას DeFi აპლიკაციებში ოპერაციებისთვის და ამ პროცესებიდან დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ლიკვიდური სტეიკინგის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს სტეიკინგისგან შემოსავალი მიიღოს საკუთარი აქტივების მართვის უნარის დაკარგვის გარეშე.
რა უნდა გავაკეთოთ DeFi ეკოსისტემაში ლიკვიდური სტეიკინგის დასაწყებად:
- PoS ტოკენების გამოყენებით, დაუკავშირდით Liquid Staking პროტოკოლის მეშვეობით თქვენს კრიპტოსაფულეს;
- დაბლოკეთ შესაბამისი ციფრული აქტივი სტეიკინგისთვის ბირჟაზე, რომელიც მუშაობს PoS კონსენსუსის პროტოკოლზე;
- მიიღეთ "წარმოებული" ტოკენი, რომელიც გამოშვებულია ძირითადი ციფრული აქტივის გირავნობით;
- შეუერთდით ნებისმიერ DeFi პროტოკოლს;
- ახლა შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ჯილდოები ნებისმიერ დროს. ჯილდოს გამოტანა შესაძლებელი იქნება როგორც „წარმოებული“ ტოკენების მუშაობისთვის, ასევე ძირითადი მონეტისთვის, რომელიც სტეიკინგისთვის შემოსავლის გამომუშავებას განაგრძობს.
ასევე შენარჩუნებულია „წარმოებული“ ტოკენის გამოყენების შესაძლებლობა, რათა ძირითად ციფრულ აქტივზე წვდომის განბლოკვა მოხდეს.
მაგალითისთვის, ავიღოთ შეფუთული cbETH ტოკენი, რომელიც ახლახან გამოუშვა ბირჟამ Coinbase-მა. თუ აიღებთ ეთერიუმს და ბირჟაზე ფსონს დადებთ, თქვენ cbETH ტოკენს მიიღებთ, რომელიც თქვენი ETH-ის ეკვივალენტურია. ამ cbETH ტოკენის გამოყენება შესაძლებელია Ethereum ქსელის ნებისმიერ DeFi პროტოკოლში.
ასეთი ტოკენები, რომლებიც მიღებული იყო ლიკვიდური სკეიტინგის მეშვეობით, წარმოადგენს როგორც ძირითად აქტივს (ამ შემთხვევაში, ETH) ასევე სტეიკინგით დაგროვილ პროცენტებს.
ETH-ის საშუალებით სტეიკინგისგან პასიური შემოსავლის მიღებისას, თქვენ ასევე შეძლებთ cbETH გადატანას DeFi პროტოკოლებზე და საშუალება გექნებათ მიიღოთ მოგება ფარმინგისგან, ან მისი გარანტიით აიღოთ სესხი ფიატურ ვალუტაში.
რა რისკები არსებობს ლიკვიდურ სტეიკინგში:
აღსანიშნავია, რომ DeFi-ში არსებობს სმარტ-კონტრაქტის დაუცველობის რისკი. კოდს შეიძლება ჰქონდეს დაუცველობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ ჰაკერებმა. ასევე, იმის გამო, რომ ძირითად აქტივს აქვს ძლიერი ვოლატიურობა, არსებობს რისკი, რომ მისი ფასის დაცემას შეიძლება ლიკვიდაციის ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც წარმოებული ტოკენი გამოიყენება ღია პოზიციის შესანარჩუნებლად. ასევე არსებობს რისკი, რომ თუ DeFi-ის ერთ პროტოკოლში წარმოიქმნა პერობლემა, მაშინ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს დანარჩენ პროექტებზე.
გამოიყენოთ თუ არა ლიკვიდური სტეიკინგი და მისი უპირატესობები - მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.