კრიპტოვალუტა Litecoin-ის მიმოხილვა

icon LTC
ფოტო - კრიპტოვალუტა Litecoin-ის მიმოხილვა
კრიპტოვალუტა Litecoin ციფრული აქტივების პირველი ტალღისას გაჩნდა. მაგრამ ბევრი მონეტა ბოლო 10 წლის განმავლობაში გაქრა, ეს კრიპტოვალუტა კი რჩება უცვლელად პოპულარული, ისევე როგორც ბიტკოინი.

Litecoin (LTC) ბიტკოინის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე წარმატებული ფორკია, რომელიც ბაზარზე გაჩნდა 2011 წლის 13 ოქტომბერს (კრიპტოვალუტის წინაპრის გაჩენიდან 2 წელზე მეტი ხნის შემდეგ).

Litecoin-ის დეველოპერები

მონეტა ბიტკოინ მაქსიმალისტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრმა, ჩარლი ლიმ შექმნა. ბიტკოინში მას არ აწყობდა ბლოკების შექმნის ნელი ტემპი (10 წუთში ერთხელ) და ქსელის არასაკმარისი გამტარუნარიანობა. Litecoin ბიტკოინის უკეთესი ვერსიის შექმნის მცდელობაა, რომლის დროს, ჯანსაღი კონკურენციის შექმნის მიზნით, მისი ყველა ნაკლოვანება არის გათვალისწინებული.

ამ პროექტზე ჩარლი ძირითადი სამსახურისგან თავისუფალ დროს მუშაობდა (იმ დროს ის Google-ში შრომობდა). მოგვიანებით, 2017 წელს, ჩარლი ლიმ გადაწყვიტა, Litecoin-ისთვის მთელი თავისი ყურადღება დაეთმო,  გადადგა კრიპტობირჟა Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან, სადაც 2013 წელს Google-დან გადავიდა და ჩაუდგა სათავეში Litecoin Foundation-ს, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული და კრიპტოვალუტა Litecoin-ის შემდგომი განვითარებისთვის შეიქმნა. მანამდე ჩარლი ლიმ გაყიდა ყველა LTC მონეტა, რათა ახალ თანამდებობაზე არავის შეეძლო, დაედანაშაულებინა ის ინტერესთა კონფლიქტში, ან თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.

Litecoin-ის კონცეფცია

თავდაპირველად, Litecoin-ის კონცეფცია ძალიან მარტივი იყო: ეს მონეტა ბიტკოინზე უფრო სწრაფი, უკეთესი, ეფექტური უნდა ყოფილიყო. 

Litecoin-ის მთავარი ქსელი, ბიტკოინის მსგავსად, კონსენსუსის ალგორითმს Proof-of-Work იყენებს, თუმცა დეველოპერმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ჰეშირების ალგორითმზე SHA-256 უფრო სწრაფი და მარტივი Scrypt-ის სასარგებლოდ. ყოველ 2,5 წუთში ერთხელ ბლოკების შექმნის წყალობით (ბიტკოინზე ოთხჯერ უფრო სწრაფად), Litecoin-ის მაინერები უფრო ოპერატიულად ამატებდნენ ბლოკებს და უფრო ხშირად ჰქონდათ პრეტენზია ჯილდოებზე. Litecoin-ის მაქსიმალური ემისია შეადგენს 84 მილიონ მონეტას. ეს  BTC-სთან შედარებით, ოთხჯერ მეტია. ბოლო LTC მონეტის მოჭრა დაგეგმილია 2142 წელს, რაც უკანასკნელი ბიტკოინის გამოშვებაზე დაახლოებით ორი წლით გვიან მოხდება.

LTC-ში გადარიცხვები ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე BTC-ში, საკომისიო გაცილებით დაბალია (დღესაც კი თითო ტრანზაქციაზე ის რამდენიმე ცენტის ეკვივალენტია). როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ Litecoin-მა თავის მიზანს მიაღწია და ბევრი მაჩვენებლით ბიტკოინს წინ უსწრებს, LTC-მა თავის კონკურენტს პოპულარობით ვერ გადაუსწრო. 2010-იან წლებში, კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ფორმირების დასაწყისში კონკურენციამ ორივე მონეტის სასარგებლოდ ითამაშა. შემდგომში, Litecoin-ს გაუჩნდა სმარტ კონტრაქტები, მისი L2 გადაწყვეტილებები და სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც მიუთითებდნენ იმაზე, რომ ქსელი მოდერნიზდებოდა და ვითარდებოდა, რათა ახალი თაობის აქტივებს შორის ადგილი შეენარჩუნებინა. 

რამდენიმე წელი გავიდა მანამ, სანამ კაპიტალიზაციის მიხედვით კრიპტოაქტივების ათეულში Litecoin-ის ჩანაცვლება სხვა მონეტებმა დაიწყეს (ახლა ის ამ რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს). ღირებულების, რომელიც ყოველთვის იყო ბიტკოინზე 2 რიგით უფრო დაბალი და მრავალი წლის განმავლობაში ამ აქტივების მუდმივი შედარების გამო ამ აქტივს "ციფრული ვერცხლი" ეწოდა, განსხვავებით "ციფრული ოქროს" სტატუსისგან, რომელიც კრიპტოვალუტის წინაპარს მიენიჭა.

მაინინგი

Litecoin-ის მაინინგის მზარდი სირთულის გამო, ჯერ  მისი მოპოვება მიზანშეწონილია მხოლოდ Script ალგორითმისთვის განკითვნილ, ASIC-ის ტიპის მოწყობილობებზე. მაინინგის ყველაზე გავრცელებული ფორმატი პულებშია, ნაკლებად პოპულარულია „ღრუბლოვანი“ და „სოლო“ მაინინგი (რომლებიც უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს და ნაკლებად მომგებიანია).

უკვე ემიტირებულია 72 მილიონზე მეტი LTC (86%), ხოლო თითოეული გენერირებული ბლოკისთვის მაინერები ჯილდოს სახით 12.5 LTC-ს იღებენ. მაგრამ უკვე 2023 წლის ზაფხულში მოხდება მორიგი ჰალვინგი (დიახ, აქაც ყველაფერი ბიტკოინის მსგავსად არის, რაც ჯილდოს გაანახევრებს და Litecoin მონეტების მაინინგის სირთულეს კვლავ გაზრდის.

Litecoin-ის განვითარების მიმართულებები

2013 წელს შეიქმნა Litecoin Fundation, რომლის ერთ-ერთი დირექტორი მონეტის შემქმნელი ჩარლი ლი არის. ის კურირებს ამ აქტივის განვითარებას, ასევე მხარს უჭერს კრიპტოსაზოგადოების ნებისმიერ ახალ ინიციატივას.        

1. ქსელის დეცენტრალიზაციის წახალისება

Litecoin არის ჭეშმარიტად დეცენტრალიზებული, ერთრანგიანი peer-to-peer ქსელი თავისი L1 ბლოკჩეინით და კრიპტოვალუტით, რომლის განვითარებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ და დააინსტალიროთ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა კვანძის (ქსელის კვანძის) განთავსებისთვის. დეცენტრალიზაცია პირდაპირ დამოკიდებულია კვანძების რაოდენობაზე. რაც მეტი, მით უკეთესი.

ახლა LTC საფულეების რაოდენობა 10 მილიონს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კვანძების რაოდენობა ამ მაჩვენებელზე ბევრად ნაკლები არ არის. პირველი ათი "ვეშაპი" აკონტროლებს 18-ზე ნაკლებს, ფულის ტომრები პირველი ასეულიდან - დაახლოებით 45%-ს. თუმცა, Litecoin-ის ქსელის დეცენტრალიზაციის დონე საკმაოდ მაღალი რჩება: მონეტების ძირითადი რაოდენობა - 68%-ზე მეტი - საცალო ინვესტორების საფულეებში ინახება.

2. საფულეები 

იმის გათვალისწინებით, რომ Litecoin უმეტეს ბირჟებზეა განთავსებული, მას მხარს უჭერს სხვადასხვა ფორმატის (ტექნიკური, ცივი, ან ცხელი) უნივერსალური საფულეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. Litecoin-ის დეველოპერები ასევე გვთავაზობენ საკუთარ არაკასტოდიალურ საფულეებს ყველა გემოვნებისთვის: პროგრამული უზრუნველყოფა ყველა პოპულარული ოპერაციული სისტემისთვის, მსუბუქი (ბლოკჩეინის სრული ვერსიის შენახვის გარეშე), ან მობილური - Android-ისა და  iOS-ისთვის, მაგალითად, Litewallet.

3. Layer2-გადაწყვეტილებები

ბიტკოინის ანალოგიურად, Litecoin-მა 2018 წელს საკუთარი ქსელი Lightning ააგო. ეს არის Layer 2 გადაწყვეტილება, რომელიც შექმნილია პირველი თაობის ბლოკჩეინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემის - მასშტაბირების გადასაჭრელად. 

Lightning Network-ში მიკროგადახდები სმარტ კონტრაქტების საფუძველზე ხორციელდება. ამ ქსელში საკომისიოები გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე მაინერების მიერ მთავარ ბლოკჩეინზე დაკისრებული საკომისიოები (თუმცა მთავარ ქსელში ასეთებს არ შეიძლება ეწოდოს მაღალი).

ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის ატომარული სვოპების შესაძლებლობა მოაქვს.

4. სმარტ კონტრაქტებისა და აქტივების ტოკენიზაციის პლატფორმა OmniLite

პლატფორმაზე შესაძლებელია:

  • პროექტებისთვის მორგებული ტოკენების შექმნა Litecoin-ის ქსელში ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობით;
  • ფანდრეიზინგის ბლოკჩეინზე დაფუძნებული კამპანიების წამოწყება, რომლის დროსაც მომხმარებლებს გარკვეული პროექტების სპონსორობა მათი LTC ტოკენების გადაცემით შეუძლიათ, ამასთან third-party-სადმი ნდობის აუცილებლობა ქრება;
  • Litecoin-ის ბლოკჩეინზე NFT-ების (არაჩანაცვლებადი ტოკენების) შექმნა.

5. გადახდის ბარათი და მერჩის მაღაზია

Litecoin-მა, Unbanked-თან ერთობლივად, შექმნა სადებეტო ბარათი Litecoin Card. გადახდის ჩვეულებრივი ბარათის მსგავსად, LTC-ის ავტომატური კონვერტაციით ფიატში (აშშ დოლარი), ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ უნაღდო გადახდები სავაჭრო პუნქტებში. ბარათის ტოკენიზაცია ასევე შესაძლებელია Apple Pay-ისა და Google Pay-ის საფულეებში. Litecoin Card-ის შეკვეთა უკვე შეუძლიათ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროპის 26 სხვა ქვეყნის (ევროკავშირის) მოქალაქეებს.
Litecoin Card Mastercard-ისგან

Litecoin Card Mastercard-ისგან

გარდა ამისა, მონეტის მხარდამჭერებს/ფანებს შეუძლიათ, შეიძინონ ნებისმიერი მერჩი კომპანიის ონლაინ მაღაზიაში  Litecoin Shop.
Litecoin-ს შეუძლია, დაიკვეხნოს მერჩის საკუთარი ონლაინ მაღაზიით

Litecoin-ს შეუძლია, დაიკვეხნოს მერჩის საკუთარი ონლაინ მაღაზიით

ინვესტორები

ინსტიტუციონალური ინვესტორების მნიშვნელოვანი რაოდენობა (საინვესტიციო და ჰეჯ-ფონდები) საკუთარ პორტფელებში Litecoin-ის აქტივს ფლობს. მათ შორისაა Asymmetry Asset Management (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), Block Ventures (აშშ), Bluefin Berkeley (დიდი ბრიტანეთი), Digichain Capital (ავსტრალია), Galaxy  Digital (აშშ), Parallax Digital (აშშ), CypherMines (კაიმანის კუნძულები), Kenetic Capital და ა.შ.