MKR– დაკრედიტების DeFi პლატფორმა MakerDAO-ს მართვის დეცენტრალიზებული ტოკენია, რომელიც Ethereum-ის ბლოკჩეინზე ამოქმედდა.
MakerDAO დეცენტრალიზებული ფინანსების ლიდერი პროტოკოლია, რომელსაც ავტონომიური ორგანიზაცია (DAO) დეცენტრალიზებულად მართავს. ის 2014 წელს შემუშავდა და 2015 წელს ამოქმედდა. პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ DAI-ს პლატფორმის ნატიური სტეიბლკოინი ისესხონ და გირაოდ სხვა კრიპტოვალუტა დატოვონ, რათა კრიპტობაზრის ვოლატილობის რისკი შეამცირონ. პროექტის დამფუძნებელია რუნ კრისტენსენი.
MKR ტოკენების მფლობელებს MakerDAO-ს მთელი ეკოსისტემის მართვის უფლება აქვთ. ჰოლდერების მთავარი ადმინისტრაციული ინსტრუმენტი არის ხმის მიცემა. ერთი Maker ტოკენი ერთ ხმას უდრის.
რა თემებზე შეიძლება კენჭისყრის ჩატარება?
- საგირავნო აქტივებისთვის რისკების ახალი განსაზღვრა
- პლატფორმაზე ხელმისაწვდომი უზრუნველყოფის სახეობები
- საპროცენტო განაკვეთი დეპოტიზების მიხედვით DAI-ში.
- ცვლილებები პროტოკოლის ორაკულებში.
- პლატფორმის მუშაობის შეწყვეტა.
- სისტემური განახლებები.
- Maker-ის რეზერვებიდან სახსრების გამოყოფა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
კენჭისყრაზე გასატანი პრობლემების განსაზღვრა არა მხოლოდ MKR-ის მფლობელებს, არამედ პლატფორმის ყველა მომხმარებელს შეუძლია.
MKR-ის დამატებითი უტილიტარობა
MKR ტოკენების გამოყენება მართვის ჩარჩოს სცილდება. ისინი ასევე აუცილებელია რეკაპიტალიზაციისთვის, DAI სტეიბლკოინის ღირებულების სტაბილიზაციისთვის, საკომისიოების გადახდისთვის, ასევე შეიძლება გადახდის ალტერნატიული საშუალების ფუნქციას ასრულებდნენ.
რეკაპიტალიზაცია გულისხმობს პროტოკოლის კაპიტალისა და დავალიანების სტრუქტურის შეცვლას ტოკენების რაოდენობის რეგულირების მეშვეობით. მაგალითად, თუ პლატფორმის დავალიანება ძალიან გადაჭარბებული გახდება, შესაძლებელი იქნება MKR-ის მიწოდების გაზრდა სპეციალური საგირავნო აუქციონის მეშვეობით. აქტივის მფლობელებთან თანამშრომლობის ასეთი ელემენტი პასუხისმგებელი მართვისა და ზედმეტი რისკების აღმოფხვრის მიზნით არსებობს.
გარდა ამისა, კრიპტოდაკრეტიდების პლატფორმის ნატიური ტოკენი ხელს უწყობს DAI-ის ღირებულების შენარჩუნებას $1-ზე და არ უშვებს სტეიბლკოინის მკვეთრ ვოლატილობას. ეს ხდება ახალი MKR-ების გამოშვებისა და ტოკენების დაწვის მეშვეობით.
თუ მომხმარებელს სურს შექმნას DAI, მას მოუწევს დეპოზიტის შეტანა MakerDAO პლატფორმაზე სხვა კრიპტოვალუტაში. მაგრამ სმარტ კონტრაქტის შესაქმნელად, საჭირო იქნება სტაბილიზაციის საკომისიოს Maker-ის მონეტებით გადახდა, რომლებიც შემდეგ იწვება და ამცირებს ბაზარზე მიმოქცევაში მყოფი MKR-ის რაოდენობას.
დაბოლოს, ტოკენების გამოყენება შესაძლებელია შესყიდვებისთვის ონლაინ მაღაზიებში, რომლებიც მხარს უჭერენ ამ აქტივს, ასევე Ethereum-ის ქსელში ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად.
Maker-ის ტოკენომიკა (MKR)
2023 წლის თებერვლის ბოლოსთვის, ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაცია $744 მილიონის შეადგენს. ბაზარზე მიმოქცევაშია 977 631 MKR. მაქსიმალური მიწოდება მცურავია, ის 1,005 მილიონი მონეტის დონეზე იმყოფება და რეგულირდება ბაზრისა და DAI სტეიბლკოინის მდგომარეობიდან გამომდინარე.
თავდაპირველად, ტოკენები განაწილდა მფლობელებს, დამფუძნებლებსა და ინვესტორებს შორის 2017 წელს საჯარო გაყიდვის დროს. შექმნილი მილიონი ტოკენიდან 472 ათასი შეხვდა ადრეულ ჰოლდერებს, დანარჩენი კი განაწილდა დეველოპერების გუნდსა და პროექტის სპონსორებს შორის.
თავდაპირველი განაწილების გარდა, MKR ტოკენების მიღება შესაძლებელია ჯილდოს სახით, პლატფორმის მართვასა და DAI-ს კურსის სტაბილიზაციაში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ. ჯილდოები ნაწილდება მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მონეტების რაოდენობის პროპორციულად. მექანიზმი შექმნილია აქტივობის სტიმულირებისთვის.
როგორ მუშაობს პლატფორმა MakerDAO
DeFi პლატფორმა იყენებს სმარტ კონტრაქტებს და ეფუძნება Maker პროტოკოლს, რომელიც შეიქმნა Ethereum-ის ბაზაზე. ყველა ტრანზაქცია დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე ხდება ავტომატურად მესამე მარეგულირებელი მხარის მონაწილეობის გარეშე.
სისტემის შემადგენელი ელემენტებია: DAI სტეიბლკოინი, საგირავნო კრიპტოვალუტების საცავი, რომელიც წარმოადგენს მის უზრუნველყოფას, ორაკულები და ხმის მიცემის პლატფორმა Maker ტოკენით.
როდესაც მომხმარებელი სესხულობს MakerDAO-დან, პროტოკოლში იქმნება ახალი DAI და ხდება სესხება. სტეიბლკოინი დოლარის ღირებულებას უტოლდება, თუმცა მისი უზრუნველყოფა დამოკიდებულია პლატფორმაზე ჩაკეტილ სხვა კრიპტოვალუტებზე. გირაოს სახით შეიძლება მხოლოდ Ethereum-ის ქსელში ამოქმედებული და MKR მფლობელების მიერ ნებადართული აქტივები იყოს გამოყენებული. MakerDAO-ს DAI კონტრაქტებში სტეიბლკოინის ღირებულების შესანარჩუნებლად 2,1 მილიონზე მეტი ETH არის ჩაკეტილი.