Mango-ს ხაზინის გატეხვა: ბოროტმოქმედი გარიგებას სთავაზობს

ფოტო - Mango-ს ხაზინის გატეხვა: ბოროტმოქმედი გარიგებას სთავაზობს
ჰაკერს ამ წინდადადებისთვის უკვე დაემუქრნენ
კრიპტოვალუტის სფეროში კიდევ ერთი მრავალმილიონანი ძარცვა მოხდა

 12 ოქტომბერს, Solana-ზე მომუშავე DeFi პლატფორმაზე Mango Markets-მა ჰაკერული შეტევის შესახებ განაცხადა, რომლის შედეგადაც ბოროტმოქმედმა Mango-დან 100 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა ფასის ორაკულთან მანიპულაციის გზით.

„ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს, რათა მესამე მხარეებმა გადაგზავნის პროცესში გაყინონ თანხები“, - დაწერა კომპანიამ ტვიტერზე და დაამატა, რომ უსაფრთხოების მიზნით მათ გათიშეს დეპოზიტები და გააფრთხილებენ მომხმარებლებს სიტუაციის განვითარების  შესახებ. ბირჟის მენეჯმენტი სთხოვს მათთან დაკავშირებას [email protected]ის საშუალებით, რათა განიხილონ ჯილდო თანხის დაბრუნების სანავცლოდ.

ყველასთვის მოულოდნელად  ერთი დღის შემდეგ, ჰაკერმა გამოაქვეყნა შეტყობინება DAO Mango Market-ის ფორუმზე, რომელშიც შესთავაზა სიტუაციის მოგვარება. შეტყობინებაში ეწერა: "გამარჯობა ყველას" და "რომ Mango-ს ხაზინაში აქვს დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარი  უიმედო  ვალის დასაფარად".

„მე გთავაზობთ შემდეგს. თუ შეთავაზებას მიიღებთ, მე გავაგზავნი MSOL, SOL და MNGO mango-სგუნდის მიერ მითითებულ ანგარიზე.. Mango-ს ხაზინა გამოყენებული იქნება პროტოკოლში დარჩენილი უიმედო დავალიანების დასაფარად და ყველა მომხმარებელი, რომელსაც არ აქვს იუმედო ვალი, აღდგენილი იქნება. ნებისმიერი უიმედო დავალიანება განიხილება, როგორც  Mango-ს  სადაზღვევო ფონდიდან გადახდილი ხარვეზის აღმოჩენის საფასური/დაზღვევა“, - წერია შეტყობინებაში .

ჰაკერმა დაამატა, რომ ამ შეთავაზებაზე კენჭისყრით, mango-ს ტოკენის მფლობელები თანხმდებიან გადაიხადონ ეს ჯილდო და გადაიხადონ ხაზინის მიმართ უიმედო დავალიანება, ასევე უარი თქვან ნებისმიერ პრეტენზიაზე პოტენციურ უიმედო დავალიანებაზე. თავდამსხმელის გეგმის შესაბამისად. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ არ ჩაატარებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და არ გაყინავენ თანხებს ტოკენების უკან დაბრუნების შემდეგ,

ჰაკერმა ასევე მხარი დაუჭირა საკუთარ წინადადებას ექსპლოიტის შედეგად მოპარული მილიონობით ტოკენის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ მან   საჭირო კვორუმი ამ გზითაც ვერ მოაგროვა. ამ დროისთვის კენჭისყრა ჯერ კიდევ გრძელდება.

საზოგადოების რეაქცია, როგორც მოსალოდნელი იყო, უკიდურესად უარყოფითი იყო. ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ამაზრზენი ხარ. სწორი იქნება გუნდისათვის სუსტი წერტილების ჩვენება  და არა მათი ბოროტად გამოყნება. იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები გამოგავლენენ ნულოვან ტოლერანტობას შენს მიმართ.”

მეორე მომხმარებელი კიდევ უფრო სასტიკი იყო, ის ჰაკერს  სიკვდილით დასჯით და წამებით დაემუქრა და დაამატა, რომ "ამნაირი ადამიანებისთვის არ არსებობს სწრაფი და უმტკივნეულო სიკვდილი".

ეს უახლესი ჰაკერული შეტევა მხოლოდ ერთ-ერთია კრიპტოინდუსტრიაში. 11 ოქტომბერს QANplatform-ის ბლოკჩეინიც ექსპლოიტისგან დაზარალდა, რის შედეგადაც ჰაკერებმა ამოიღეს QANX ტოკენები, რომელთა ღირებულება დაახლოებით $1,89 მილიონი იყო.

რამდენიმე დღის წინ ჰაკერული თავდასხმა BNB Smart Chain-ზე განხორციელდა.

Gagarin News-ის წინა სტატიაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი Sol და USDC.