პლატფორმა OneOf-მა გასაყიდად გამოიტანა მერილინ მონროს იშვიათი გამჟღავნებული ფოტოები, რომელთა ავთენტურობა Polygon-ზეა დადასტურებული. ეს ყველაფერი მოხდა Globe Entertainment-თან თანამშრომლობის წყალობით, რომელიც ორიგინალური ფოტოების უზარმაზარ არქივს ფლობს.
კომპანია არა მხოლოდ ინახავს 25 მილიონზე მეტ საწყის ნეგატივს, გამჭვირვალე ფირებსა და ვინტაჟურ ფოტოებს, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კოლექციასაც ფლობს. ბევრი მედიაში საჯაროდ არასოდეს გამოქვეყნებულა, მთელი არქივის თემატიკა კი შეუზღუდავია: პოპ კულტურა, კინო, სპორტი და ა.შ.
მერილინ მონროს ფოტოები, რომლებსაც OneOf იყენებს, შემონახულია ვიზაჟისტ კიმ გუდვინის წყალობით, რომელიც ბევრ პოპულარულ ვარსკვლავთან მუშაობს. ის მონროს თაყვანისმცემლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და მრავალი იშვიათი, ზოგჯერ ძალიან უნიკალური კადრების შეგროვება მოახერხა, რომლებიც ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფების მიერ იყო გადაღებული.
OneOf-მა გასაყიდად გამოიტანა 40 სურათი (20x25 სმ), ზოგიერთს კი უკანა მხარეს მიმაგრებული ნეგატივი მოჰყვება. მაგრამ ეს კოლექცია იმითაა ნიშანდობლივი, რომ თითოეულ ფოტოს გააჩნია ავთენტურობის ციფრული სერტიფიკატი (DCOA), რომელიც განთავსებულია Polygon-ის ბლოკჩეინზე. ის გამოისახება NFC ჩიპის სკანირებისას, რომელიც ასევე უკანა მხარეს არის მიმაგრებული.
თავად გაყიდვის პროცესი შედგებოდა სამი ეტაპისგან:
9 მაისი: პირველი ოცი ფოტო მხოლოდ OnePass NFT მფლობელებისთვის, ფასი - $199.
11 მაისი: მომდევნო ოცი ფოტო ექსკლუზიურად OneOf-ის საზოგადოების წევრებისთვის $250-ად.
18 მაისი: ყველა არამოთხოვნადი ფოტო ნებისმიერი მომხმარებლისთვის $300-ად, მაგრამ დასრულების კონკრეტული დროის გარეშე. კიდევ ერთი ფოტო ყველა მონაწილეს შორის გათამაშდა.
არსებითად, ადამიანი ჯერ ყიდულობს ციფრულ სერტიფიკატს (NFT), შემდეგ კი პლატფორმა აგზავნის ფიზიკურ ფოტოს. თუმცა, ამ ტოკენების გადაყიდვა პლატფორმა OneOf-ზე შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ის მეორად ბაზარზე საკოლექციო ფიზიკური ნივთების გაგზავნისა და შემოწმების გარანტიას ვერ იძლევა. სერტიფიკატი ხომ მხოლოდ ავთენტურობას ადასტურებს, მაგრამ ფიზიკური ფოტოსურათის ფლობის გარანტიას არ იძლევა.
კოლექციაში შემავალი ფოტოების ნიმუშები. წყარო: OneOf-ის ოფიციალური ვებგვერდი.
ასეთი კოლაბორაცია OneOf-სა და Globe Entertainment-ს შორის მუდმივ ხასიათს ატარებს. ბოლო პროექტი იყო მსახიობ პამელა ანდერსონის, ბრიტანული მუსიკალური ჯგუფების The Rolling Stones და The Beatles ვინტაჟური ფოტოები, რომლებიც მთლიანად გაიყიდა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის უნიკალური სურათების ბოლო გაყიდვა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენების კარგი მაგალითი კოლექციონირების სამყაროში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გაცვალონ იშვიათი ნივთები და არ იდარონ იმაზე, რომ რომელიმე შეიძლება ყალბი აღმოჩნდეს.