კრიპტოკომპანიების მარკეტინგი: რამდენი ბლოგი რჩება აქტიური?
ბლოკჩეინ მარკეტინგული კომპანია GuerrillaBuzz-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან ბლოგის წერა ტოპ 1000 კრიპტოპროექტიდან მხოლოდ 64,2%-მა განაგრძო.
ავტორებს კვლევისკენ უბიძგა იმ ფაქტმა, რომ ბევრი კრიპტოკომპანია საერთოდ არ აქცევს სათანადო ყურადღებას გრძელვადიან მარკეტინგს და ცდილობს მხოლოდ მოკლევადიანი აჟიოტაჟის შექმნას აუდიტორიის სწრაფად მოსაზიდად და ტოკენის გაყიდვების გაზრდის მიზნით. ეს მიდგომა ეფექტურია მხოლოდ დასაწყისში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იწვევს ტრაფიკის, მომხმარებლის ჩართულობის შემცირებასა და ნორმალური კომუნიკაციის დაკარგვას როგორც საზოგადოებასთან, ასევე ინვესტორებთან. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს პროექტის დახურვა.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ ჩამოყალიბდეს და დაცული იყოს გარკვეული მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ხარისხიანი კონტენტის შექმნას, საკვანძო სიტყვებსა და რეკლამასთან სწორ მუშაობას. შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაში, ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ მკაფიო გეგმას გრძელვადიანი პერსპექტივის უზრუნველყოფა შეუძლია.
რამდენად აქტიურობენ კრიპტოპროექტები ბლოგებში?
წლის დასაწყისიდან კრიპტოკომპანიების მესამედზე მეტს (35.8%) საკუთარ ბლოგებში ჩანაწერი არ გაუკეთებია. ეს სტატისტიკა მიუთითებს, რომ მათ ან დაფინანსების პრობლემა შეექმნათ, ან ამ ფუნქციას განზრახ უგულებელყოფენ და მთელი კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში გადააქვთ. ამ უკანასკნელებს შეიძლება მივაკუთვნოთ ისეთი ავტორიტეტული პროექტები, როგორიცაა Tron, Dai ან Curve, რომლებმაც თავიანთი ბლოგები რამდენიმე წლის წინ მიატოვეს.
თეორიას დაფინანსების ნაკლებობის შესახებ კი ნაწილობრივ ადასტურებს Deloitte-ის მონაცემები, რომელთა თანახმად, საშუალოსტატისტიკური კრიპტოპროექტი არსებობს არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე ის ბაზრის გაანალიზებას, სტატისტიკის შეგროვებასა და საკუთარი სტრატეგიის გამომუშავებას ვერ ასწრებს. ამიტომ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ კომპანიები, რომლებიც ბლოგის წერას აგრძელებენ და რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობენ, უფრო სტაბილურები და საიმედოები არიან.
2023 წელს ტოპ 1000 კრიპტოპროექტიდან 2-ზე მეტი სტატია მხოლოდ 49.7%-მა გამოაქვეყნა, პროექტების 4.7% კი ბლოგს საერთოდ არ წერს, — განცხადება GuerrillaBuzz-ის ანგარიშიდან.
რამდენად ხშირად იყენებენ კრიპტოპროექტები Medium-ს?
Medium პუბლიკაციებისთვის განკუთვნილი ღია პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შექმნათ თქვენი საკუთარი ბლოგი უფასოდ ტექნიკური უნარების გარეშე და მიიღოთ წვდომა უზარმაზარ აუდიტორიაზე. კრიპტოკომპანიები მას აქტიურად იყენებენ 2017 წლიდან, როდესაც ყოველ კვირას ათობით ICO იმართებოდა, მათი ბიზნეს მოდელებისა და ტექნიკური დოკუმენტების დემონსტრირების გაუთავებელი მცდელობებით.
ამ დროისთვის, ყველაზე პოპულარული ბლოგების 84.8% Medium-ზე იწერება. მაგრამ, მარკეტინგული თვალსაზრისით, გარე პლატფორმა ძირითად ვარიანტად არ უნდა იქცეს და შესაფერისია მხოლოდ ახალი მომხმარებლების მოსაზიდად. შემდეგ კი გუნდი უნდა ეცადოს, რომ ტრაფიკის გენერირება მხოლოდ საკუთარ ვებგვერდზე, შუამავლების გარეშე მოახდინოს.
დასკვნა
მსგავსი კვლევები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ბევრი კრიპტოპროექტი საერთოდ არ უთმობს დროს გლობალური მარკეტინგული სტრატეგიის შექმნას. ამასთან, კომპანიების მხოლოდ 10.4% იყენებს თავის ძირითად დომენს ბლოგის შესაქმნელად, სხვები კი აგრძელებენ გამოქვეყნებას გარე რესურსებზე, კერძოდ Medium-ზე, რაც ხშირად მათ მაჩვენებლებზე უარყოფითად აისახება.