ახლა ქორწინება არა ზეცაში, არამედ მეტავერსში ხდება
ქორწილი ძვირი ჯდება. თანაც, უნდა მოემზადოთ, გაიპრანჭოთ და მერე მთვრალი სტუმრების სადღეგრძელოებს უსმინოთ. ახლა შეგიძლიათ თავი დააღწიოთ ამ საფიქრალს და დაქორწინდეთ Decentraland-ში.
City Hall of Love არის ვირტუალური მმაჩის ბიურო, სადაც წყვილებს შეუძლიათ NFT ქორწინების მოწმობა მოჭრან და სიყვარული ბლოკჩეინში შეინახონ. იქ ის სამარადისო იქნება.
რა თქმა უნდა, ეს სერთიფიკატებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა. მაგრამ, ჩვენი ავატარებისთვის ეს ნიშნები ჯადოსნური რეალობაა. სხვათა შორის, პატარძლების სქესი და ასაკი არავის აღელვებს.
აბა, ველოდებით ვირტუალური სამშობიარო სახლის გამოჩენას?