გაიცანით Amy: AI ჩატბოტი Crypto.com-ისგან

ფოტო - გაიცანით Amy: AI ჩატბოტი Crypto.com-ისგან
ყველა კომპანიასა და ადამიანს ხელოვნური ინტელექტის როდი ეშინია. ზოგიერთი, მაგალითად, Crypto.com, მზად არის, მისი პოტენციალი გამოიყენოს.
სინგაპურულმა კომპანიამ Crypto.com, რომელსაც მთელ მსოფლიოში 80 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, საკუთარი Alexa-ს შექმნა გადაწყვიტა. 

კომპანიამ დააანონსა Amy - ისტორიაში პირველ ინიციატივა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საფუძველზეა შემუშავებული.

Crypto.com უწოდებს Amy-ს AI კომპანიონს. მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს გაიგონ მეტი უმნიშვნელოვანესი დარგის შესახებ, კონკრეტულ ტოკენებსა და პროექტებზე ინფორმაციის გამოყენებით რეალური დროის რეჟიმში. ასევე მისი მეშვეობით შესაძლებელია ლისტინგებისა და ისტორიული მოვლენებისთვის თვალის მიდევნება. 

"Amy განკუთვნილია საშუალო მომხმარებლისთვის, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ჩატბოტი როგორც კრიპტოექსპერტი. Amy იყენებს სიღრმისეული სწავლების და მონაცემთა ალგორითმებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაერკვეთ  სწრაფად განვითარებად კრიპტოსექტორში. Amy-ს საბაზისო ტექნოლოგია OpenAI-ის ChatGPT-ზეა დაფუძნებული, მაგრამ ის დამატებით სწავლებას გადის კონკრეტულ მაგალითებზე, რათა Crypto.com-ის მომხმარებლებს უფრო ზუსტი და რელევანტური შედეგები მიაწოდოს“, - განმარტავს კომპანია ანონსში.

Crypto.com იუწყება, რომ საპილოტე პროექტი ამჟამად ბეტა ტესტირების ეტაპზეა. ის ხელმისაწვდომია მხოლოდ რჩეული მომხმარებლებისთვის, რომლებიც crypto.com/price-ს იყენებენ. დროთა განმავლობაში, Amy ხელმისაწვდომი გახდება ფართო აუდიტორიისთვისაც.

Crypto.com-ის პროდუქტების მიმართულების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, აბჰი ბისარიამ განაცხადა, რომ კომპანია კრიპტოგრაფიაში AI ინოვაციების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ Amy-ის სარგებლიანობა გაიზრდება. ასევე კომპანია AI-ზე დაფუძნებული დამატებითი პროექტების განვითარებას უჭერს მხარს. 

"ეკოსისტემის აგება Crypto.com-ისთვის თავიდანვე პრიორიტეტს წარმოადგენდა", - განაცხადა Crypto.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის მარსალეკმა. "ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ძალისხმევა შემუშავებისა და პასუხისმგებლიანი ინოვაციების მიმართ, და Amy ამ წარმოუდგენელი იმპულსის უახლესი მაგალითია". 

Crypto.com-მა ეს გადაწყვეტილება AI-ის გამოყენებასა და პოტენციალთან დაკავშირებული უთანხმოებების რთულ დროს მიიღო. ბევრი ლიდერი, მათ შორის ილონ მასკი, გვაფრთხილებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს, საბოლოოდ, კაცობრიობის განადგურება შეუძლია.

მანამდე Gagarin News ხელოვნური ინტელექტის მზარდ პოპულარობაზე წერდა.