მეტავერსი ცოცხალია!

ფოტო - მეტავერსი ცოცხალია!
Epic Games-ის CEO-მ, Unreal Engine-ისა და Fortnite-ის შემქმნელმა, ტიმ სუინიმ ტვიტერში მეტავერსის მხარდამჭერი პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც Business Insider-ის სტატიაში ეს ტექნოლოგია მკვდრად გამოცხადდა. სვინიმ ამ ფორმულირებას დასცინა და სხვადასხვა ვირტუალური სამყაროს პლატფორმების მომხმარებელთა მნიშვნელოვან რაოდენობას გაუსვა ხაზი.
PR-კომპანიის СЕО-ს, ედ ზიტრონის სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მეტავერსმა თავისი პოტენციალი ვერ გაამართლა და მაგალითად მოყვანილი იყო კომპანია Meta'-ს Horizon Worlds, Yuga Labs-ის Decentraland და Otherside. ზიტრონი ასევე ამტკიცებდა, რომ ინვესტორებმა ყურადღება გენერაციულ AI-ზე გადაიტანეს.

თუმცა, სვინი კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი მეტავერსის მომავლის მიმართ. მან აღნიშნა, რომ ისეთ  პლატფორმებს, როგორიცაა Fortnite, Minecraft, Roblox, The Sandbox და VR Chat, შეუძლია, დაიკვეხნოს ყოველთვიურ 600 მილიონი აქტიური მომხმარებლით. სვინიმ ხუმრობით შესთავაზა მეტავერსის ონლაინ პანაშვიდის გამართვა, რათა მომხმარებლებმა მისი სავარაუდო დაღუპვა, რეალურ დროში, 3D-ში იგლოვონ. 

2022 წლის აპრილში, Epic Games-მა დააანონსა 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების რაუნდი, რომელიც  კომპანიის მეტავერსის გეგმების რეალიზაციის დაჩქარებაზე იყო მიმართული. ინვესტიცია მოიცავდა 1 მილიარდ დოლარს Sony Group-ისა და KIRKBI-სგან, LEGO Group-ის ჰოლდინგური კომპანიისგან. ამის შემდეგ გამოცხადდა გრძელვადიანი პარტნიორობა LEGO Group-სა და Epic Games-ს შორის "საოჯახო" მეტავერსის შესაქმნელად.

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები ჯერ არ გახმაურებულა, LEGO Group-ის გენერალურმა დირექტორმა,  ნილს კრისტიანსენმა განაცხადა, რომ დეტალური ინფორმაცია მომავალში გახდება ცნობილი. ის, რომ სუინი ცოტა ხნის წინ მეტავერსის დასაცავად გამოვიდა, მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო კრიტიკის მიუხედავად, ინდუსტრიის ლიდერები ვირტუალური სამყაროს პოტენციალში კვლავ დარწმუნებულნი არიან.

GC
GN Crypto
ავტორი