Cryptoys "ვარსკვლავური ომების" გმირებს ბლოკჩეინზე გამოუშვებს

ფოტო - Cryptoys "ვარსკვლავური ომების" გმირებს ბლოკჩეინზე გამოუშვებს
"ვარსკვლავური ომების" ფანებისთვის მაისის ბოლო პერსპექტიულად გამოიყურება. OnChain Studios-ის ფლაგმანი, NFT სათამაშო პროექტი Cryptoys, Disney-სა და Lucasfilm-თან ერთად, 24 მაისს ციფრული ჰოლოკრონების ლიმიტირებულ კოლექციას გამოუშვებს.
ლეგენდარული საგის მიხედვით, ჰოლოკრონები ინფორმაციის პორტატიული შესანახი მოწყობილობებია, რომლებიც შეიცავს ღირებულ მონაცემებს, ან უძველეს ცოდნას ჰოლოგრაფიულ ფორმატში. მათი გამოყენება მხოლოდ ჯედაების ძალის მფლობელებს, ან სითჰებს შეეძლოთ. Cryptoys-ის, Disney-ისა და Lucasfilm-ის კოლაბორაციის წყალობით, ციფრული ჰოლოკრონების დაუფლებას "ვარსკვლავური ომების" ნებისმიერი თაყვანისმცემელი შეძლებს.  
განბლოკეთ "ვარსკვლავური ომების™" ფანდომის ეპიკური ახალი დონე! სათამაშო-სიურპრიზების ნაკრები ვირტუალურ სამყაროში გადაგვაქვს. ნახეთ, როგორ იქცევა "ვარსკვლავური ომების" ეს საკულტო პერსონაჟები შეზღუდული ტირაჟით გამოცემულ ციფრულ საკოლექციო სათამაშოებად, რომლებიც ცოცხლდებიან, როდესაც მათ შეფუთვიდან იღებთ და აღჭურვილები არიან ლაზერული ხმლებით, ან ისვრიან ბლასტერებს უნიკალური ახალი ამაღელვებელი თავგადასავლის დროს
, - აღნიშნულია Cryptoys-ის ვებგვერდზე.
ციფრული ჰოლოკრონების გამოშვება დაგეგმილია 2023 წლის 24 მაისს წყარო: https://twitter.com/Cryptoys

ციფრული ჰოლოკრონების გამოშვება დაგეგმილია 2023 წლის 24 მაისს წყარო: https://twitter.com/Cryptoys

საკოლექციო ნივთები ბლოკჩეინ Flow-ზე გამოვა ანიმირებული 3D პერსონაჟების - ლუკ სკაიუოკერის, დართ ვეიდერისა და პრინცესა ლეიას სახით. თითოეულ მათგანს აქვს 15 ექსკლუზიური ვერსია, რომლებიც სიუჟეტის სხვადასხვა ეტაპს შეესაბამება. ციფრული ჰოლოკრონების უნიკალურობა, ნამდვილობა და უსაფრთხოება  Flow-ს ტექნოლოგიით არის გარანტირებული. კერძოდ, ისინი კოლექციის პერსონაჟების წარმომავლობის, მათზე  საკუთრების უფლების დადასტურებას უზრუნველყოფენ და მესამე მხარის მხრიდან არასანქცირებული წვდომისგან იცავენ.
საკოლექციო დართ ვეიდერი წყარო: https://twitter.com/Cryptoys

საკოლექციო დართ ვეიდერი წყარო: https://twitter.com/Cryptoys

მოულოდნელობის ეფექტი კოლექციის მთავარი თავისებურებაა. დეველოპერები ჰოლოკრონის გაყიდვას პერსონაჟის დასახელების და სქინის აღწერის გარეშე გეგმავენ. მხოლოდ ციფრული ნივთის გახსნისას მიხვდებიან მომხმარებლები, თუ რომელი მხარე ელით მათ - ნათელი თუ ბნელი. 3D პერსონაჟები გაცოცხლდებიან მათთვის დამახასიათებელი პიროვნული თვისებებით, იარაღითა და ცნობილი საბრძოლო ილეთებით.
ციფრული ჰოლოკრონები Cryptoys-ის, Disney-სა და Lucasfilm-ისგან წყარო: https://twitter.com/Cryptoys

ციფრული ჰოლოკრონები Cryptoys-ის, Disney-სა და Lucasfilm-ისგან წყარო: https://twitter.com/Cryptoys

ციფრული საკოლექციო ნივთების ფასი $39,99-ს შეადგენს. ასევე, შეკვეთის განთავსებისას თითოეულმა მყიდველმა საკომისიოს სახით მთლიანი თანხის 5% უნდა გადაიხადოს.