Monex Group-ს FTX-ის იაპონური ქვედანაყოფის ყიდვა სურს
ბევრ მსხვილ მოთამაშეს გაკოტრებული ბირჟა FTX-ის აქტივებზე თვალი უჭირავს, რომელთაგან ერთ-ერთი მათი იაპონური ქვედანაყოფია. გაყიდვის ნებართვა სულ ახლახან გაიცა და ამით მაშინვე ტოკიოს საბროკერო ფირმა Monex დაინტერესდა.
მოსამართლემ, რომელიც FTX-ის გაკოტრების პროცესს ზედამხედველობს, ბირჟის აქტივების ნაწილობრივი გაყიდვის ნებართვა გასცა, რათა დაზარალებულმა კრედიტორებმა თავიანთი ფული მიიღონ. ამ აქტივებს შორისაა დერივატივების პლატფორმა LedgerX, საფონდო სავაჭრო პლატფორმა Embed, ასევე ბირჟის რეგიონული განყოფილებები, რომლებიც ევროპისა და იაპონიის ბაზრებზეა ორიენტირებული.
სწორედ FTX-ის იაპონური განყოფილების ყიდვა მოუნდა ძალიან საბროკერო ფირმა Monex Group-ს ტოკიოდან. Monex-ის გენერალურმა დირექტორმა Bloomberg-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც FTX Japan-ის შეძენის რეალური მიზეზის გამოვლენა არ დააყოვნა. მისი თქმით, ის დაინტერესებულია კონკურენციის შემცირებით საკუთარ, მშობლიურ ბაზარზე, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. კომპანიას სურს, ადგილობრივი მოთამაშეებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყოს, როდესაც "ბაზარზე ხარები კვლავ გამეფდებიან".
აღსანიშნავია, რომ Monex იაპონური ბიტკოინსაფულის და გაცვლითი სერვისის Coincheck უმეტეს ნაწილს ფლობს. ეს უკანასკნელი უახლოს მოემავალში, შესაძლოა, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე Nasdaq მოხვდეს.
FTX-ის ჩამოთვლილი ქონების შეძენით დაინტერესება 100-ზე მეტმა ორგანიზაციამ გამოხატა. აქედან 40-ს თვალი სწორედ იაპონურ ქვედანაყოფზე უჭირავს. როგორც ჩანს, ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა კრიპტოვალუტის ბაზრის რწმენა არ დაკარგეს, პირიქით, პერსპექტიული აქტივების დაბალ ფასად ყიდვის პერსპექტივით სარგებლობენ.