Doodles „რიკი და მორტის“ შემქმნელს ყიდულობს

ფოტო - Doodles „რიკი და მორტის“ შემქმნელს ყიდულობს
Doodles-მა, Web3 ინდუსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა ბრენდმა, გამოაცხადა Golden Wolf ანიმაციური სტუდიის შეძენის შესახებ. შეძენის ფარგლებში, Golden Wolf-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი Doodles-ის კონტენტის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, Doodles გეგმავს საკუთარი სერიალისა და ვიდეოთამაშის გაშვებას. Golden Wolf-ის გუნდი დაეხმარება ამ პროექტებს ანიმაციის, ვიზუალისა და კონტენტის შექმნაში.

მომხმარებელთა ნაწილი მხარს უჭერს თანამშრომლობას, ხოლო „ძველმა გვარდიამ“ მტრულად მიიღო ახალი ამბები - ისინი ანიმაციურ სტუდიას გამყიდველობაში ადანაშაულებენ და აკრიტიკებენ NFT-ისა და Web3-ის იდეას.

GC
GN Crypto
ავტორი