ილონ მასკი და ბილ გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში

icon DOGE
icon ELON
ფოტო - ილონ მასკი და ბილ გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში
Forbes-მა გამოაქვეყნა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების განახლებული რეიტინგი, რომელშიც Dogecoin-ის მამა ილონ მასკი ლიდერობს.
Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების მორიგი რეიტინგი შეადგინა. სიაში არსებული სახელების უმეტესობა არ შეცვლილა, მთავარი “ფულის ტომარა” კი ილონ მასკი აღმოჩნდა. მისი ქონება $192 მილიარდად არის შეფასებული.

მეორე ადგილზეა ფრანგი მეწარმე  ბერნარ არნო, რომელიც LVMH ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისი აქტივები $187 მილიარდს შეადგენს.

სამეულში ასევე შედის Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონება $144 მილიარდად არის შეფასებული.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები. წყარო: Forbes

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები. წყარო: Forbes

ბილ გეიტსი ოდნავ ღარიბი აღმოჩნდა. მისი კაპიტალი მასკის ქონებაზე თითქმის $70 მილიარდით ნაკლებია. 

ამავდროულად, კრიპტოვალუტის ცნობილ მოწინააღმდეგე,  უორენ ბაფეტი დაახლოებით  $112 მილიარდს ფლობს, რაც თითქმის $20 მილიარდით მეტია, ვიდრე  აქვს Meta-ს გენერალურ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს ($96,5 მილიარდი). 

სიაში ასევე მოხვდნენ კორპორაცია Oracle-ის ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი და ყოფილი გენერალური დირექტირუ ლარი ელისონი ($118 მილიარდი), NBA-ს კლუბ "Los Angeles Clippers-ის" მფლობელი სტივ ბალმერი ($114 მილიარდი), კომპანია Google-ის თანადამფუძნებლები ლარი პეიჯი ($111 მილიარდი) და სერგეი ბრინი ($106 მილიარდი).

მსოფლიოს მილიარდერთა ათეულის ერთობლივი ქონება $1 305 ტრილიონს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ განახლებული რეიტინგის გამოქვეყნება დაემთხვა იმას, რომ Dogecoin-ის ინვესტორთა ჯგუფმა აშშ-ის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ილონ მასკის წინააღმდეგ ჯგუფურ  სარჩელში შესწორებების შეტანა მოითხოვა. 

ისინი აცხადებენ, რომ მეწარმე პროვოკაციულ ტვიტებს წერდა და მედიაში გამოდიოდა, რათა ტოკენის ფასით მანიპულირება საკუთარ ინტერესებში მოეხდინა.

ადრე ჩვენ ვწერდით, რომ ილონ მასკის ტვიტმა კრიპტოვალუტა Cult DAO-ს კურსის ზრდა გამოიწვია.