არგენტინის გაზ-ნავთობის ეროვნული კომპანია მაინერებთან მუშაობს

icon GAS
icon FOR
ფოტო - არგენტინის გაზ-ნავთობის ეროვნული კომპანია მაინერებთან მუშაობს
არგენტინის ნავთობისა და გაზის ეროვნულმა კომპანიამ YPF წამოიწყო საპილოტე პროექტი მაინინგისთვის ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით. მისი წყარო გახდა ნარჩენი ან თანმდები გაზი, რომელიც წარმოიქმნება ნახშირწყალბადების მოპოვების დროს.
YPF Luz-ის ქვედანაყოფი, რომელიც სპეციალიზირებულია ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, სამი თვის განმავლობაში 1 მეგავატი სიმძლავრის ახალ პროექტს ახორციელებს. ის მდებარეობს ვაკა მუერტას რეგიონში, რომელიც მდიდარია გაზისა და ფიქლის ნავთობის მარაგებით.
წყარო: ypfluz.com

წყარო: ypfluz.com

კომპანიის გენერალური დირექტორის მარტინ მანდარანოს თქმით, ეს არ არის ერთადერთი მსგავსი პროექტი. ექსპერტები ასევე მუშაობენ 8 მეგავატი სიმძლავრის გადაწყვეტაზე ბახო-დელ-ტოროს რაიონში.
ჩვენ დავიწყეთ ამ საპილოტე ვერსიის შემუშავება კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ბუნებრივი აირის დაწვის წყალობით მდგრადობისა და ბიზნესის განვითარების უზრუნველსაყოფად. ეს გაზი არ შეიძლება გამოყენებული იყოს ნავთობის საბადოს ძიებისა და მოპოვების პირველ ეტაპზე
განმარტავს მანდარანო.
როგორც გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ნახშირწყალბადების საბადოების განვითარების საწყის ეტაპებზე ნავთობთან ერთად გამოდის თანმდები გაზი. მისი ეფექტურად მოპოვება და გაზსადენით გაშვება ჩვეულებრივი გამოყენების მიზნით, შეუძლებელია.  

YPF Luz-მა შესთავაზა ამ გაზის დაწვა ელექტროენერგიის შემდგომი წარმოებისთვის გენერატორების გამოყენებით, რომლებიც დამონტაჟებული იქნება ჭაბურღილთნ ახლოს. მათგან არც თუ ისე შორს დამონტაჟდება მაინინგის საერთაშორისო კომპანიის კომპიუტერული ტექნიკაც, რომელმაც YPF-თან ენერგომომარაგების შესახებ  კონტრაქტი გააფორმა. 

რატომ აირჩიეს ეს რაიონები? Mandarano ხაზს უსვამს, რომ კომპანია ცდილობს იმოქმედოს არასტანდარტულად, რათა მიწოდება და მოთხოვნა ერთ ლოკაციაზე განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგიის წყაროებსა და მომხმარებლებს შორის მნიშვნელოვანი მანძილის გამო სპეციალიზებული ინფრასტრუქტურის შექმნაა აუცილებელი.

ჭაბურღილზე მოპოვების დასრულების შემდეგ, YPF გეგმავს მაინინგის და ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების სხვა ლოკაციაზე გადატანას, სადაც ნედლეულის მოპოვება ასევე ადრეულ ეტაპებზეა.