რა არის Safemars?

ფოტო - რა არის Safemars?
კრიპტოვალუტის ბაზარზე ხშირად ჩნდება წარმატებული პროექტებით შთაგონებული ტოკენები, რომლებიც უფრო აჟიოტაჟისა და სპეკულაციისთვისაა შექმნილი, ვიდრე სფეროს განვითარებისა და რეალური სარგებლისთვის. ერთ-ერთი მათგანი არისSafemars.
მაშ რა არის Safemars? Safemars-ი  -  ალტკოინი, რომელიც გამოვიდა Binance Smart Chain ქსელში. დეველოპერები მას პოზიციონირებენ როგორც შემოსავლიანობისა და ლიკვიდურობის წარმოების ავტონომიურ პროტოკოლს. ამ აქტივთან ყოველი ტრანზაქციის შემდეგ ირიცხება  საკომისიო, რომელიც იგზავნება ლიკვიდურობის pool-ში და  ყველა მფლობელზე ნაწილდება.

ალტკოინი, მისი წინამორბედის Safemoon-ის მსგავსად, 2021 წელს გამოჩნდა. პროექტის დამფუძნებლები არიან ანონიმური დეველოპერები ფსევდონიმით The Martian. გენერალური დირექტორი არის ვინმე  კენეტ ჩერჩილი.

გამოშვებული ტოკენების 53.5% დაიწვა, 40.5% წინასწარი გაყიდვებისთვის იყო გამოყოფილი და 6%  კი  გუნდის საფულეებში იყო დაბლოკილი. CoinMarketCap-ის მონაცემებით, ღირებულების ლოკალური მაქსიმუმი, 2021 წლის მაისში დაფიქსირდა და 0.00000106 დოლარი შეადგინა, რის შემდეგაც კოტირებები მკვეთრად დაეცა. მომდევნო ზრდა $0.000000244 დონეზე 2021 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ხარებმა არაერთხელ სცადეს ბაზრის დინამიკის შეცვლა, მაგრამ ფასი არ მიუახლოვდა მაქსიმუმს, არამედ დაეცა ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულზე.

როგორ არის მოწყობილი Safemars?

კრიპტოვალუტა Safemars-ი  შექმნილია  პრინციპით, წაახალისოს  ყველა, ვინც მას დიდი ხნის  განმავლობაში ინახავს. ყოველ გარიგებაზე ტოკენის  სმარტ-კონტრაქტისთვის გათვალისწინებულია  4%-იანი საკომისიო გადასახადი. თანხები ასე ნაწილდება:

  • 2% ნაწილდება ალტკოინების მფლობელებს შორის. სხვათა შორის, პროექტში  პირველი მომხმარებლები ამ თვისებამ მიიზიდა.
  • 1% ავტომატურად მიდის ლიკვიდურობის აუზში, სადაც იბლოკება Safemars-ის ლიკვიდურობის მუდმივად გაზრდისთვის.
  • 1% გათვალისწინებულია ტოკენის მფლობელების წახალისებისთვის.

პროექტის საგზაო რუკის თანახმად, 2021 წელს იგეგმებოდა სტეიკინგისთვის  დეცენტრალიზებული აპლიკაციის ამოქმედება, NFT-ების სტეიკინგი და მაინინგი, ასევე მსხვილ ბირჟებზე ლისტინგი. თუმცა 2022 წელს ამ გეგმების განხორციელების შესახებ არაფერია ცნობილი. ამავდროულად, დეველოპერებმა Safemars-ის ტოკენების მოსაპოვებლად მობილური თამაშიც გამოუშვეს.

ღირს კი Safemars-ში ინვესტირება?

SafeMars-ის ტოკენს აქვს საკმარისი ნიშნები იმის დასამტკიცებლად, რომ ეს უაზრო და რისკიანი ინვესტიციაა. პირველ რიგში, ალტკოინს აქვს ძალიან დაბალი საბაზრო ღირებულება, რაც უარყოფითად აისახება მის ლიკვიდურობაზე და მისი ფასით მანიპულირების საშუალებას იძლევა.

მეორე, SafeMars-ს არ აქვს რეალური გამოყენება და სარგებელი, გარდა მისი შენახვისა ღირებულების გასაზრდელად. მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ პასიური მოგება ტრანზაქციების საკომისიოებისგან, მაგრამ ამ ტოკენით ტრანზაქციების განხორციელების აზრი მცირეა.

მესამე, ტოკენი კონკურენტებისგან არ განსხვავდება  და რაიმე ახალს არ გვთავაზობს. ასევე ეჭვებს ბადებს პროექტის შემქმნელების ანონიმურობა და განუხორციელებელი საგზაო რუკა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, SafeMars-ში ინვესტირება აზარტულ თამაშს  ჰგავს.

გარდა ამისა, ამჟამად არ არსებობს სერიოზული მიზეზები, რომ ტოკენის ღირებულება გაიზარდოს, მისმა ფასმა  შეიძლება მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე მოიმატოს. ასევე  საეჭვოა ფასის ზრდა 2021 წლის მაქსიმუმამდე.

ამჟამად ტრეიდერები ამ აქტივით დაინტერესებულნი არ არიან, სავარაუდოდ, ფასი კვლავ დაიკლებს. მიუხედავად ამისა, დაბალი კაპიტალიზაციის ფონზე, ვაჭრობის სცენარი შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს.


Sidebar ad banner
Recommended