Netflix კრიპტოვალუტის რეკლამას კრძალავს: მედია
სტრიმინგის სერვისი Netflix გეგმავს გამოუშვას გამოწერის ახალი ვარიანტი, რომელიც კრიპტოვალუტის რეკლამების აკრძალვას გულისხმობს.
გამოცემა The Sydney Morning Herald-ის ინსაიდერის ცნობით, ეს გადაწყვეტილება Netflix-ის მენეჯმენტმა მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ჯარიმები და სასამართლო დავები მარეგულირებლების მხრიდან.
პრევენციის ასეთი ზომები გამოწვეული იყო იმით, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში კანონი მარეგულირებლებს საშუალებას აძლევს დასაჯონ მედიამოედნები, რომლებიც ავრცელებდნენ თაღლითობასა და კანონის დარღვევაში შემჩნეულები პროექტების რეკლამას.
კრიპტოვალუტის რეკლამების აკრძალვის გარდა, Netflix-ის გამოწერის ახალ ტარიფში ასევე არ იქნება ნაჩვენები აზარტული თამაშების, საბავშვო პროდუქტების და ნებისმიერი პოლიტიკური რეკლამა. ასევე, როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, განიხილება ფარმაცევტული პრეპარატების რეკლამის აკრძალვის ვარიანტიც.
ახალი წესები Netflix-ზე მხოლოდ 2023 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ვადა 1 ნოემბრამდე გადმოწიეს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ასეთი სიჩქარე გამოწვეული იყო სტრიმინგულ სერვისთან, Disney+-თან კონკურენციით, რომელიც საკუთარი სარეკლამო წესების წარდგენას 8 დეკემბერს გეგმავს.
თავად Netflix-ს ხმამაღალი განცხადებები ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ მათ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალ სააბონენტო სატარიფო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ არ არის და უფრო იაფი გამოწერის ვარიანტის გაშვება ჯერ მხოლოდ განიხილება.
ადრე ასეთი აკრძალვები ტექნოლოგიური გიგანტების Google-ისა და Meta-ს მიერ იყო შემოღებული, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათ კრიპტოვალუტების რეკლამასთან დაკავშირებით პოლიტიკა შეარბილეს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მხოლოდ პირველ სამ თვეში Netflix-მა 200 ათასი მაყურებელი დაკარგა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იმ პირთა რაოდენობა, ვინც სერვისზე უარი თქვა, 970 ათასამდე გაიზარდა.