ახალი საფულეები Chrome-ში: Klever, Ambire Wallet, VeChain

icon VET
icon JST
ფოტო - ახალი საფულეები Chrome-ში: Klever, Ambire Wallet, VeChain
მარტში რამდენიმე პროექტმა ყველაზე პოპულარული ვებბრაუზერის, Google Chrome-ის აპლიკაციების მაღაზიაში თავისი ციფრული საფულეები დაამატა. საფულეების დაინსტალირება ძალიან მარტივია და ბრაუზერის გაფართოების ფორმატში (browser extension) რამდენიმე დაწკაპუნებით ხდება.
Chrome-ის აპლიკაციების ვებმაღაზიას შეემატა სამი საფულე ისეთი პროექტების  გუნდებისგან, როგორიცაა Klever, Ambire Wallet და ძალიან ცნობილი VeChain. მოდით, განვიხილოთ, რა ფუნქციონალი აქვთ მათ, როგორია მათი როლი თითოეულ პროექტში და გავიხსენოთ, რა წარმატებებს მიაღწიეს ამ სტარტაპების გუნდებმა.

Klever

Klever Wallet არის მარტივი, მძლავრი, სწრაფი და უსაფრთხო ციფრული საფულე Bitcoin-ის (BTC), TRON (TRX), Ethereum-ის  (ETH), Binance-ის (BNB) და სხვა კრიპტოაქტივების შესანახად.
ასე გამოიყურება საფულე Klever Wallet ბრაუზერის გაფართოების ფორმატში

ასე გამოიყურება საფულე Klever Wallet ბრაუზერის გაფართოების ფორმატში

ეს არის დეცენტრალიზებული არაკასტოდიალური p2p საფულე, რომელიც პირად გასაღებებს აგენერირებს და მომხმარებლებს აქტივების შენახვისა და სრული კონტროლისთვის გადასცემს.

Klever Wallet-მა ბრაუზერის გაფართოების ფორმატში მაქსიმალური ოპტიმიზაცია მიიღო, ამიტომ ოპერაციები სწრაფია, ხოლო უსაფრთხოება შენარჩუნებულია უმაღლეს დონეზე Klever OS-ისა და კრიპტოგრაფიის გაფართოებული მექანიზმების გამოყენების წყალობით, რომლებიც საიმედოდ იცავს მომხმარებლის პირად გასაღებს გარე კომპრომეტაციისგან.
 
დაშიფრვის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, Klever-ის უსაფრთხო არქიტექტურა იძლევა გარანტიას, რომ საფულის მფლობელის პირადი გასაღები და კონფიდენციალური  მონაცემები მხოლოდ კონკრეტულ ბრაუზერში იქნება ხელმისაწვდომი.
 
საფულე ჩამოტვირთვისა და ინსტალაციისთვის Google Chrome-ში 2023 წლის 8 მარტიდან არის ხელმისაწვდომი.

პროექტ Klever-ის შესახებ

Klever (KLV) არის კრიპტოსაფულის ეკოსისტემა, რომელიც 3 მილიონზე მეტ მომხმარებელს მთელს მსოფლიოში Klever App, Klever Swap და Klever OS პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ემსახურება. Klever-ის, Klever Blockchain-ისა და Klever Exchange-ის პლატფორმები KLV utility-ტოკენს იყენებენ. ეკოსისტემა მხარს უჭერს 20-ზე მეტ ბლოკჩეინს, ხოლო Klever Wallet უზრუნველყოფს წვდომას 500+ სავაჭრო წყვილზე.

Ambire Wallet

როგორც ჩანს, ამ პროექტს 2023 წლისთვის დიდი გეგმები აქვს. წლის განმავლობაში, Ambire Wallet-ის გუნდი გეგმავს გამოუშვას მობილური საფულე, Chrome-ის ვებბრაუზერის გაფართოება, SDK-ის ნაკრები და დამოუკიდებელი მობილური აპლიკაცია DAO-ს  წევრებისთვის.
Ambire Wallet-ის საგზაო რუკა 2023 წლისთვის

Ambire Wallet-ის საგზაო რუკა 2023 წლისთვის

Ambire Wallet-ის დეველოპერები თვლიან, რომ საფულის ვებვერსიის არსებობა მხოლოდ აუცილებელი საბაზისო ფუნქციაა, ხოლო აპლიკაცია ბრაუზერის გაფართოების ფორმატში არის წინ გადადგმული ნაბიჯი და გადაწყვეტილება, რომელსაც მომხმარებელთა ფართო აუდიტორია მოიწონებს. საფულის ინსტალაციის სიმარტივისა და სიჩქარის წყალობით, სწორედ ეს ფორმატი გვაახლოებს crypto mass adoption-თან.
 
ბრაუზერის გაფართოების რამდენიმე ძირითადი ფუნქცია:

  • Metamask-ის მხარდამჭერ dApp-თან დაკავშირების შესაძლებლობა WalletConnect-ის გარეშე;
  • სხვა საფულეებიდან პირადი გასაღებების იმპორტის შესაძლებლობა (ძალიან მოთხოვნადი ფუნქცია Ambire-ის საზოგადოებაში).

უნდა აღინიშნოს, რომ Ambire Wallet-ის ანგარიშები ყოველ ჯერზე აგენერირებს სხვა მისამართს, სულ რომ ერთი და იგივე პირადი გასაღები იყოს გამოყენებული. თუმცა, თანხების გადარიცხვა  საფულე EOA-დან Ambire-ის მიერ შექმნილი სმარტ კონტრაქტის საფულეში ბრაუზერის გაფართოების მონაწილეობის გარეშე ხდება.

პროექტ Ambire Wallet-ის შესახებ

Ambire Wallet არის სრულფასოვანი, ახალი თაობის კრიპტოვალუტური საფულე, რომელიც შექმნილია სხვადასხვა დონის კრიპტოინვესტორებისთვის: დამწყებიდან გამოცდილ DeFi მომხმარებლებამდე. საფულე თავსებადია აპარატურულ გადაწყვეტილებებთან, აქვს უსაფრთხოების მაღალი დონე და გაზის ავტომატური მართვის ფუნქციაც კი.

VeChain

VeChain-ის საფულე ბრაუზერის გაფართოების ფორმატში, რომლის სახელია VeWorld, ახლა Chrome-ის ვებმაღაზიაში ემატება კიდევ ორ აპლიკაციას Chrome Web Store-ში - VeChain price checker-სა და VeChain price-ს. პირველი აპლიკაცია ახორციელებს 1300-ზე მეტი სავალუტო წყვილის მონიტორინგს, მათ შორის VET-ის (VeChain-ის ნატიური ტოკენის) ბირჟებზე Binance, Huobi და Coinbase. VeChain price კი გაცნობებთ VET ტოკენის ღირებულებას რეალურ დროში.

სტანდარტული ფუნქციების გარდა, VeWorld მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შექმნას საფულე, ან მოახდინოს მისი იმპორტი  SEED-ფრაზის, ან Ledger-ის მსგავსი აპარატული მოწყობილობების მეშვეობით. ბრაუზერის გაფართოება საშუალებას გაძლევთ, სრულად მართოთ ანგარიშები და აქტივები, ასევე უზრუნველყოფს წვდომას დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე (dApps) VeChain-ის ეკოსისტემაში.
ბრაუზერული საფულე VeWorld არის მარტივი საშუალება VET ტოკენების შენახვისა და dApps-თან დაკავშირებისთვის

ბრაუზერული საფულე VeWorld არის მარტივი საშუალება VET ტოკენების შენახვისა და dApps-თან დაკავშირებისთვის

როდესაც რომელიმე dApp აინიციირებს ტრანზაქციის განხორციელებას VeChain-ის ბლოკჩეინზე, ის გაფართოებას მოთხოვნას უგზავნის. მომხმარებელი ათვალიერებს მოთხოვნას და სურვილისამებრ, ამტკიცებს, ან უარყოფს მას.
 
ბრაუზერის გაფართოება VeWorld მთლიანად დეცენტრალიზებულია - მომხმარებელს, სურვილისამებრ, შეუძლია დაუკავშირდეს VeChain-ის ბლოკჩეინის ნებისმიერ ნოდს. ყველა მონაცემი იშიფრება და ინახება ლოკალურად, მომხმარებლის პირადი გასაღების მეშვეობით.

პროექტ VeChain-ის შესახებ

VeChain (VET) არის უნივერსალური პლატფორმა, რომელიც სმარტ კონტრაქტებსა და კორპორაციული დონის საკუთარ L1 ბლოკჩეინს იყენებს. VeChain ცდილობს, გამოიყენოს განაწილებული მართვა და ნივთების ინტერნეტის (IoT) ტექნოლოგიები, რათა შეიქმნას ეკოსისტემა, რომელსაც ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესება და მიწოდების ჯაჭვის მართვის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. 
პროექტი გთავაზობთ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სფეროსთვის: მედიცინა, ენერგეტიკა, FMCG და მთავრობებიც კი. VET ტოკენი არის აქტივი არსებითი კაპიტალიზაციით - თითქმის $2 მილიარდი (#35 ადგილი Coinmarketcap-ის რეიტინგის მიხედვით).