USDT–ს და FTX–ის კავშირი

ფოტო - USDT–ს და  FTX–ის კავშირი
2021წლის მდგომარეობით Alameda Research და ბირჟის FTX მარკეტმეიკერი USDT–ის 70%–ის ემიტენტები იყვნენ

Tether–ისა და FTX–ის მეგობრობა

Protos–ის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით USDT ტოკენების მთლიანი ემისიის  70% (იმ დროს - 30 მილიარდი მონეტა) პირდაპირ  საინვესტიციო ფონდ Alameda Research-სა და Cumberland-ზე გაიყიდა, რომელიც FTX ბირჟის მარკეტმეიკერი  იყო.  მაშინ ეს ორი კომპანია კრიპტო ბაზარზე უდიდეს სამუშაოს ასრულებდა  და სტეიბლკოინების დიდ რაოდენობას საჭიროებდა.  

იმისათვის, რომ სავალუტო კომისიებზე ზედმეტი არ გადაეხადა,  DEX-ზე გასრიალებას არ შეხვედროდა  და მარეგულირებლისგან ზედმეტი კითხვები არ მიეღო, Tether-მა  30 მილიარდი USDT  გამოუშვა და  Alameda Research-სა და Cumberland-ს გადასცა, სანაცვლოდ, მიიღო (ან არ მიიღო)  დოლარში 1:1 თანაფარდობით გადახდა.

ნამდვილად შეასრულა სემმა ანგარიშსწორება?

თავის სტატიაში Protos, ინსაიდერებზე მითითებით, წერს, რომ Tether-ს გამოშვებული  ტოკენებისთვის სრული გადახდა არ მიუღია. შესაძლოა, კომპანიებმა აიღეს ვალდებულება  დავალიანება მომავალი ოპერაციული მოგებიდან დაფარონ.

ეს ვერსია სიმართლეს  რამდენიმე მიზეზის გამო ჰგავს. FTX-ის კრახის შემდეგ USDT-ის მორიგი დეპეგირება მოხდა, როდესაც სტაბილკოინის კურსმა  აშშ დოლართან მიბმა დაკარგა და  5%-ით გაიაფდა.

ზოგიერთი ინსაიდერის ცნობით, მოვლენის მიზეზი სემ ბენკმენ-ფრიდის ღია მოკლე პოზიცია გახდა. ანუ, საკუთარი წარუმატებლობის შემდეგ, FTX-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა დაიწყო USDT-ის „დაშორთვა“ და შეეცადა მისგან სარგებელი მიეღო.  და ეს ნაბიჯი ლოგიკურად გამოიყურება, თუ დავუშვებთ, რომ მან იცოდა, რომ FTX-ის შვილობილმა კომპანიებმა Tether-ს გასული წლის გარიგებისთვის არ გადაუხადეს. ამის შესახებ საჯაროდ  გამოცხადებას  SBF (სემ-ბენკმენ ფრიდმა) NDA-ს გამო ვერ შეძლებდა, მაგრამ USDT-სთან მიმართებაში  მოკლე პოზიციის გახსნას ეს არ ეხება.

ამას ასევე ვერ ეწოდება  ინსაიდერული ვაჭრობა (მოგების მიღება დახურული ან კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებით): თუ Tether სემს  USDT-ის ინსაიდერულ „შორთში“ დაადანაშაულებდა, მაშინ ეს დაადასტურებდა ჭორს, რომ სტაბილკოინი არ არის  დოლარით 1-1-ზე თანაფარდობით უზრუნველყოფილი, და  ამ ინფორმაციის საფუძველზე SBF გარიგება ღიაა.

რა ელის USDT–ს?

მალე FTX-ის გაკოტრების საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყება და ძალიან საინტერესოა, თუ რას იტყვიან ბირჟის ყოფილი თანამშრომლები. თუმცა, სავარაუდო ზარალის   შეფასება Tether-ის რეზერვების შესახებ  მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება. 01.01.2022–ს  ანგარიშის საფუძველზე, სტეიბლკოინის უზრუნველყოფა  შემდეგი აქტივებისგან შედგება:

· 44% – აშშ–ს მოკლევადიანი სახაზინო თამასუქი (Treasury Bills);

· 9% – ფულადი სახსრები და საბანკო დეპოზიტები;

· 31% – კორპორატიული ობლიგაციები 1 წლამდე ვადით;

· 16% – გრძელვადიანი ობლიგაციები, ძვირფასი ლითონები, გაუხსნელი  ინვესტიციები მარკირებით "ციფრული აქტივების ჩათვლით".

2022 წლის ოქტომბერში Tether-მა განაახლა თავისი უზრუნველყოფა,  კომერციული ქაღალდი სრულად იქნა ამოღებული, მათი ჩანაცვლება აშშ-ს სახაზინო თამასუქით  და ფიატური სახსრებით მოხდა.
USDT–ს უზრუნველყოფაში კომერციული ქაღალდების წილი 2022 წლის ოქტომბრისთვის

USDT–ს უზრუნველყოფაში კომერციული ქაღალდების წილი 2022 წლის ოქტომბრისთვის

2022წლის  ოქტომბრის ანგარიში USDT–ს რეზერვების  შესახებ

2022წლის ოქტომბრის ანგარიში USDT–ს რეზერვების შესახებ

ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ Treasury Bills–ს  უზრუნველყოფის დაახლოებით 70%  უკავია, ხოლო ფიატურ  აქტივებს - არაუმეტეს 11%.

USDT–ს თაღლითობა ნაკლებსავარაუდოა

უარეს შემთხვევაში, საბანკო და ნაღდი ფულის ანგარიშები, რომლებიც 10,83%-ს შეადგენენ, კომპრომეტირებული აღმოჩნდება. სავარაუდოდ, ამ თანხების უმეტესი ნაწილი მაშინვე იქნა  ნაღდი ფულით დაფარული, ასე რომ „პოტენციური ხვრელი“  1-2%-მდე მცირდება. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ Alameda Research-მა და FTX-მა USDT–ს მინტის შემდეგ  კიდევ წელიწადნახევარი წარმატებით იმუშავეს, მათ საკმარისი დრო ჰქონდათ თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად.

იმისათვის, რომ Tether დაიშალოს, რაღაც მეტია საჭირო, ვიდრე ჭორები უზრუნველყოფაში 500-600 მილიონი დოლარის დანაკლისის  შესახებ.მანამდე კი,  USDT–ს ნებისმიერი დეპეგირება  და $1-ზე მიბმის გაუქმება გამოიყურება როგორც სტეიბლკოინის კურსზე  4-5%–ის  გამომუშავების კარგი შესაძლებლობა.