ეროვნული საფეხბურთო ლიგა NFL Super Bowl LVII პროგრამაში Saweetie-ის ვირტუალური წარმოდგენის შეტანას გეგმავს. ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი თავის პროგრამას ონლაინ–პლატფორმაზე Roblox წარადგენს.
ისტორიაში პირველი ვირტუალური კონცერტი გაიმართება ახალ ლოკაციაზე, სახელწოდებით Rhythm City Warner Music Group. ეს არის სათამაშო ქალაქი მუსიკალური ლეიბლისგან, რომელიც Roblox-ზე 4 თებერვალს გამოვიდა. სოციალურ როლურ თამაშში, ყველა გეიმერს შეუძლია თავი ვარსკვლავად იგრძნოს, შეიცვალოს შემოქმედებითი პროფესია, მოაწყოს მდიდრული სახლი, მართოს ელიტური ავტომანქანა და დატკბეს უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელი გართობით.
წყარო: roblox.com
Super Bowl LVII–ზე Saweetie ვირტუალური კონცერტი გაიმართება პარასკევს, 10 თებერვალს და გადაიცემა ყოველ საათში ერთხელ კვირას, 12 თებერვალს სუპერთასის ჩანიშნულ დასრულებამდე. ასევე Roblox-ზე კონცერტის დროს თაყვანისმცემლებს შეეძლებათ შეიძინონ ნივთები ციფრული კოლექციიდან, რომელიც ეძღვნება მომღერლის საიმიჯო სახეებს.
Saweetie-ის პერფორმანსს Gamefam-ის დეველოპერები გლობალური ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმის Intuit-ის მხარდაჭერით აორგანიზებენ. მოსალოდნელია, რომ ის არა მხოლოდ მომხმარებელთა ყურადღებას მოიპყრობს Super Bowl-ის მიმართ, არამედ მნიშვნელოვანი სოციალურ გზავნილის მატარებელიც იქნება, როგოროც შეხსენება ქალთა უფლებების შესახებ.
«აღფრთოვანებული ვარ, რომ მექნება შესაძლებლობა ეს საკულტო მომენტი მეტასამყაროში გავიტანო და ჩემი მუსიკა სრულიად ახალ აუდიტორიას ასეთი უნიკალური გზით გავუზიარო! ახალი სამყარო - Rhythm City in Roblox - არის ის, რაშიც მონაწილეობას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ბედნიერი და ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისთვის», - გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს Saweetie.
ვირტუალური კონცერტის გარდა, NFL Intuit–თან ერთად, Roblox-ზე სათამაშო პროექტს Super NFL Tycoon იწყებს. აქ გეიმერები საფეხბურთო კლუბების მფლობელების რანგში ბიზნესის კეთების უნიკალურ გამოცდილებას მიიღებენ. Super NFL Tycoon მაქსიმალურად რეალისტურია და სთავაზობს მონაწილეებს აირჩიონ მოთამაშეები, ააშენონ სტადიონები, გაანაწილონ თანხები გუნდის მიმდინარე ხარჯებზე და ა.შ. Saweetie-ს საკონცერტო გამოსვლისას მომხმარებლებისთვის გაიხსნება სპეციალური პორტალი Rhythm City-სა და Super NFL Tycoon-ს შორის.
NFL-ის ვიდეო თამაშების ვიცე-პრეზიდენტის ედ კიანგის თქმით, დაგეგმილი პერფორმანსი ფეხბურთის და მუსიკის მოყვარულებს მეტასამყაროში გააერთიანებს და გააგრძელებს სუპერთასის ღონისძიებებზე ინოვაციური კონტენტის დანერგვის ტრადიციას.
Intuit-ის მარკეტინგის დირექტორი ლარა ბალაში მიიჩნევს, რომ ასეთი ექსპერიმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ახალგაზრდებისთვის დასვენების ორგანიზებაში, ასევე ფინანსური წიგნიერების თანამედროვე ინსტრუმენტებისპრეზენტაციაში:
მეტასამყარო უზრუნველჰყოფს ასაკის შესაფერის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ სახალისო და საინტერესო გზით გაეცნონ მნიშვნელოვან ფინანსურ კონცეფციებს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთავაზობთ სწავლის საინტერესო შესაძლებლობას აქტიური სპორტისა და გართობის მოყვარულებს