OKX Collective: მეტასამყარო Manchester City-ის ფანებისთვის

ფოტო - OKX Collective: მეტასამყარო  Manchester City-ის ფანებისთვის
ფეხბურთის ვარსკვლავები სულ უფრო ახლოს არიან! გსურთ ივარჯიშოთ კლუბ Manchester City-ის წამყვან ფეხბურთელებთან? მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სპორტულ იმერსიულ მეტასამყაროში OKX Collective!
OKX არის არა მხოლოდ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტური ბირჟა, არამედ ინგლისური საფეხბურთო კლუბ Manchester City-ის სავარჯიშო ფორმის ოფიციალური პარტნიორი 2022/23 სეზონისთვის. კომპანიას და პრემიერ ლიგის გუნდს ინოვაციების მიმართ ლტოლვა აერთიანებთ. ამან არა მხოლოდ ახალი სავარჯიშო კომპლექტების, არამედ იმერსიული მეტასამყაროს, OKX Collective-ის შექმნა გამოიწვია.
წყარო: okx-metaverse.com

წყარო: okx-metaverse.com

უნიკალური პროექტი შემუშავდა სპეციალურად Manchester City-ის ფანებისთვის. Web3 სივრცეში City-ის გულშემატკივრებს ექნებათ წვდომა კლუბის ვარსკვლავების - რუბენ დიაშის, ალექს გრინვუდის, ჯეკ გრილიშისა და ილკაი გუნდოგანის ექსკლუზიურ კონტენტზე. კერძოდ, მეტასამყაროს მომხმარებლებს სთავაზობენ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება სპორტსმენების საფირმო სტილსა და ინდივიდუალურ პრეფერენციებს, ასევე მუსიკას და გამოსახულებებს NFT ფორმატში.

OKX-ის CMO-ს ჰაიდერ რაფიკის აზრით, მეტასამყაროს გაცნობა არის შესაძლებლობა Manchester City-ის ფანებისთვის მიიღონ წარმოუდგენელი გამოცდილება და შეისწავლონ Web3 სამყაროს უსაზღვრო პოტენციალი. კლუბის ფეხბურთელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შექმნაში, OKX Collective-ს ფეხბურთის ევოლუციის ახალ საფეხურს უწოდებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მეტავერსი ფანებს მოქმედებისკენ უბიძგებს და აღიარებენ, რომ ციფრულ სივრცეში საკუთარი  იმიჯის გადატანა ძალიან სახალისო იყო.  

Train Like Dias

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

აპრილის დასაწყისში, იმერსიული მეტასამყაროს ჩარჩოებში, წარმოდგენილი იყო პროექტი Train Like Dias, რომელშიც მთავარ როლს რუბენ დიაში ასრულებდა. ფეხბურთელი სთავაზობს  გულშემატკივრებს, გაეცნონ მის საბაზისო სავარჯოში ილეთებს ერთი ერთზე ვარჯიშის ფორმატში. წვრთნის გარდა, მეტასამყაროს მომხმარებლები მიიღებენ დიაშისგან სასარგებლო რეკომენდაციებს პირადი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.
OKX Collective გულშემატკივრებთან ურთიერთქმედების ახალ საფეხურზე აყვანის უნიკალური საშუალებაა. მეტასამყაროს მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მთელი მსოფლიოს ფანებს შევუქმნათ წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორ ვემზადები მე სათამაშო დღისთვის და, შესაძლოა, როგორ შეუძლიათ მათ საკუთარი თამაშის გაუმჯობესება
, - თქვა დიაშმა.
წყარო: okx-metaverse.com

წყარო: okx-metaverse.com

იმისათვის, რომ პროექტს შეუერთდეთ და მიიღოთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა რუბენ დიაშისგან, უნდა მიუთითოთ თქვენი ასაკი და შექმნათ ორიგინალური ავატარი. ამის შემდეგ ფანების წინაშე ამაღელვებელი შთაბეჭდილებებითა და სიურპრიზებით სავსე Web3-სივრცე გადაიშლება. მაგალითად, შეგიძლიათ არა მხოლოდ ივარჯიშოთ ცნობილ ფეხბურთელთან ერთად, არამედ მოიგოთ ბილეთები Manchester City-ის ვარჯიშებზე ან თამაშებზე. ამისთვის თქვენ, უბრალოდ, უნდა უპასუხოთ მარტივ კითხვებს („რა არის NFT?“, „ვინ გამოიგონა ბიტკოინი?“ და ა.შ.) და მონაწილეობა მიიღოთ გათამაშებაში, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 30 ივნისს.
წყარო: okx-metaverse.com

წყარო: okx-metaverse.com

Train Like Dias არის OKX-ისა და City-ის საფეხბურთო-ციფრული კოლაბორაციის პირველი შედეგი, რომლის გაცნობა ყველას შეუძლია. ჰაიდერ რაფიკის თქმით, ინფორმაცია პროექტების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ ალექს გრინვუდი, ილკაი გუნდოგანი და ჯეკ გრილიში, სეზონის ბოლოსკენ გამოჩნდება.