კონფერენცია NFT LA

ფოტო - კონფერენცია NFT LA
NFT LA მრავალფეროვანი ღონისძიებაა, რომელიც NFT-ხელოვნებას ეძღვნება. ის ნეთვორქინგ წვეულებებს, ვირტუალურ რეალობას, მოხსენებებსა და საგამოფენო სივრცეებს მოიცავს. კონფერენცია ლოს-ანჯელესში 2023 წლის 20-23 მარტს გაიმართება.
ღონისძიება შემოქმედებს ლოს-ანჯელესის მთავარ გასართობ უბანსა და წამყვან საკონფერენციო დარბაზში, LA LIVE-ში შეკრებს, სადაც გრემის, ემის, American Music Awards-ის, ESPY-ის დაჯილდოებები იმართება. ღონისძიება NFT-ხელოვნების კოლექციონერებზე, ინვესტორებზე, არაჩანაცვლებადი ტოკენებით მოვაჭრეებზე და ყველა იმ ადამიანზეა გათვლილი, ვისაც სურს, Web3-ის ახალ სამყაროს შეუერთდეს. 

კონფერენციაზე მოხსენებით 250 ექსპერტი წარდგება, რომლებიც Web3-ისა და NFT-ის მიმართულებით ლიდერები და პროექტების დამფუძნებლები არიან. მათ შორისაა ერიკ კალდერონი (Art Blocks-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი), მართა ბელჩერი (ფონდ Filecoin-ის პრეზიდენტი და Protocol Labs-ის მთავარი იურიდიული კონსულტანტი), გარებ შამუსი (HeroMaker Studios-ის გენერალური დირექტორი), ედვარდ ზიპკო (ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში მდებარე გალერეა Superchief-ის დირექტორი და თანადამფუძნებელი), ნიკოლ ბაფეტი (ჟურნალ Fortune-ის მიხედვით NFT-ის სფეროს ტოპ-50 გავლენიანი პირების სიაში შევიდა). 

ლექციები ორ სცენაზე ჩატარდება: ძირითადსა და სექციურზე. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ძირითადი მოხსენებები მოისმინონ და სურვილის შემთხვევაში, თემას დამატებით საკონფერენციო დარბაზებში ჩაუღრმავდნენ.

ღონისძიების პროგრამა NFT-ხელოვნების გამოფენასაც მოიცავს. თუ თქვენი ნამუშევრების გაზიარება გსურთ, განაცხადის დატოვება კონფერენციის ვებგვერდზეა შესაძლებელი. 

ასევე, NFT LA-ის ორგანიზატორებმა იზრუნეს მათზე, ვინც ღონისძიებას ვერ დაესწრება და გადაწყვიტეს, მისი დუბლირება Meta Pass-ის ვირტუალურ სივრცეში მოეხდინათ. მეტავერსიის საშუალებით დაუვიწყარ კონტენტზე წვდომას ყველა მიიღებს და მოვლენით ტკობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს. 

კონფერენცია NFT LA ფირმა The Edge Of Company-ის ერთ-ერთი ყოველწლიური პროექტია. ის ტექნოლოგიურ დარგში ვითარდება, მასმედიას ფლობს, ღონისძიებებს აწყობს და ასევე Web3-ის მიმართულებით თავის შესაძლებლობებს აფართოებს. 

NFT LA შექმნაში მნიშვნელოვანი როლი Edge of NFT,-ის პოდკასტის გუნდმა ითამაშა, რომელიც პროექტის ერთ-ერთ პირველ თანაავტორად Blockchain Marketing-ისა და Honeysweet Creative-ის ღონისძიებების საკითხებში სპეციალისტებთან ერთად გახდა. 

ღონისძიების დამფუძნებლები არიან:

ჯეფ კელი

მეწარმე და შემოქმედი, რომელიც იდეებს პროექტებად აქცევს. საინვესტიციო განყოფილების ყოფილი უფროსი, აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი, ხელმძღვანელობის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია, წარმატებას სხვადასხვა სფეროში (უძრავი ქონება, კვების ტექნოლოგია, ღონისძიებები, ბლოკჩეინი) მიაღწიოს.
 

ეთან ჯენი

ნეირობიოლოგიის დოქტორი, რომელიც ასევე მუსიკის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროებშია კომპეტენტური. NFT-ინფლუენსერ ნიკოლ ბაფეტთან პარტნიორობით, ის NFT-კოლექცია Spirit Seed NFT-ის მხატვარი, ასევე პროფესიონალი პოდკასტერია.
 

ზაკ სეკარი

მეწარმე ლოს-ანჯელესში არის ცნობილი როგორც სუპერკონექტორი, რადგან მას მეგობრული საზოგადოებების შექმნა შეუძლია. ზაკის შთაგონება Web3-ის  ინდუსტრიაში შემოქმედების მომავალია. 

ჯოშ კრიგერი

Territory Foods-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც  დეცენტრალიზებული კულინარიული არქიტექტურა დააარსა. მონაცემთა კომპლექსური ანალიტიკის განყოფილების ყოფილი მენეჯერი. 

თუ Web3-ის მომავლის შექმნა გსურთ, აუცილებლად უნდა შეუერთდეთ ნოვატორებს, ექსპერტებსა და ლიდერებს, რომლებიც კონფერენცია NFT LA-ს დაესწრებიან. ბილეთების ფასი 249 დოლარიდან 2500-მდე დოლარამდე მერყეობს.