NFT Bitcoin-ზე: რა არის ეს და როგორ მუშაობს?

ფოტო - NFT  Bitcoin-ზე: რა არის ეს და როგორ მუშაობს?
NFT ბიტკოინის ბლოკჩეინზე — ახალი ტექნოლოგია, რომლის ამოქმედება Ordinals-ის პროტოკოლის მუშაობის დაწყების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ტექნიკურად, ბიტკოინის ქსელი NFT-ს მხარს არ უჭერს, ისევე როგორც ტოკენების ჩვეულებრივ შექმნას, რადგანაც ეს ბლოკჩეინი სმარტ-კონტრაქტების მხარდაჭერის გარეშე იქმნებოდა. NFT ტექნოლოგიის ინტეგრაცია ბიტკოინში ხელმისაწვდომი გახდა სამი განახლების წყალობით:

● Op_return. მესამე მხარის ინფორმაციის, (Inscriptions) ქსელში ჩაწერის შესაძლებლობა;

● Taproot. განახლება BTC ქსელში, რომელიც  2021 წლის 15 ნოემბერს არის გააქტიურებული. ამ განახლებამ ტრანზაქციების ზომის შემცირების, გამტარუნარიანობის გაზრდის, სმარტ-კონტრაქტებისთვის რიგი ფუნქციების განბლოკვის და Op_Return-ის გაუმჯობესების საშუალება შექმნა;

● Ordinals. სპეციალური პროტოკოლი, რომელსაც შეუძლია თითოეულ სატოშის (ბიტკოინის მინიმალური ნაწილაკი, 0.00000001 BTC-ს შეადგენს) განსაზღვროს სერიული ნომერი, მიამაგროს ინფორმაცია და მიანიჭოს  გარკვეული ღირებულება.

ამ სამი გადაწყვეტის კომბინაციით, ჩვენ მივიღებთ ინფორმაციის ჩაწერის (Op_Return) და ამ მონაცემების მიმაგრებას კონკრეტულ სატოშიზე Ordinals-ის გამოყენებით. ხოლო Taproot საშუალებას მოგცემთ შეიყვანოთ არა მხოლოდ ტექსტი, არამედ 400 კბ-მდე ზომის ფაილები და სურათები.  

აქ აუცილებელია ახლავე განსხვავების ახსნა ბიტკოინზე NFT-ს და სტანდარტულ NFT-ს შორის. როდესაც არაჩანაცვლებადი ტოკენის ფორმირება სმარტ კონტრაქტით ხდება, მისი მონაცემები ინახება ღრუბელში ან სერვერებზე. ანუ, თავად ტოკენს ფაქტობრივად, გააჩნია მისამართი, რომელიც ამ NFT-ის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. მაგალითად, OpenSea-ზე ტოკენის შექმნისას გამოსახულების დამატებით, საფულე ამოიღებს სურათს მარკეტპლეისის ღრუბლოვანი საცავიდან.
საკუთარ  NFT-ზე სურათის დამატება OpenSea-ზე

საკუთარ NFT-ზე სურათის დამატება OpenSea-ზე

BTC-ზე NFT-ები ემატება პირდაპირ ბიტკოინის ქსელს. ანუ, თითოეულ სატოშის შეუძლია შეიძინოს ინფორმაცია, რომელიც ჩაიწერება უშუალოდ ბლოკჩეინში. მაგრამ სატოში ამისგან თავის თვისებებს არ კარგავს, მისი დახარჯვა, გაგზავნა ან საკომისიოს გადახდა მაინც შეიძლება. აქედან გამომდინარეობს ფაქტი, რომ BTC-ზე NFT არ არის NFT. ამიტომ, სტანდარტულ სახელწოდებასთან ერთად, ქსელში ჩნდება ტერმინები - ორდინალები (Ordinals) ან არტეფაქტები (Artifacts).

იმისათვის, რომ შემთხვევით საკუთარი NFT საკომისიოზე არ დახარჯოთ, სპეციალური სოფტია აუცილებელი:

● Ord Wallet. ეს არის Bitcoin Core-ის საფულის დანამატი, რომელიც მხარს უჭერს Taproot-ს და საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ სატოშის. ამ საფულის გამოსაყენებლად საჭიროა მოწყობილობაზე ბიტკოინის სრული ნოდის დაყენება;

● Sparrow wallet. საფულე ნოდის დაყენებას არ ითვალისწინებს, რადგანაც მის გარეშეც მუშაობს, მაგრამ ასევე Sparrow-wallet-ში საკუთარი წარწერების შექმნის საშუალება არ არსებობს;

● Ordinals Wallet — საფულე, რომელიც გთავაზობთ მრავალ განსხვავებულ ფუნქციას NFT-ებთან მუშაობისთვის. ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა საცავის შექმნა, ბიტკოინ-საფულის საბაზისო ინსტრუმენტები და ზოგიერთი კოლექციის მიმოხილვა.
Ordinals-ის საფულეში არსებული კოლექციების მიმოხილვა

Ordinals-ის საფულეში არსებული კოლექციების მიმოხილვა

თქვენ ასევე შეგიძლიათ იპოვოთ სრული ინფორმაცია NFT-ების შესახებ Ordinals სოციალურ ქსელებში, მათი ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობის ჩათვლით.

როგორ შევქმნათ საკუთარი NFT ბიტკოინზე?

■ სრული ნოდისა და Ord-ის საფულის მეშვეობით.  

■ Gamma. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია საკუთარ NFT-ზე ინფორმაციის დამაგრება, ხოლო აქტივების შექმნის შემდეგ  თქვენ საფულეზე მისი გაგზავნა.

■ Ordinals Bot. იგივე ფუნქციები, როგორც Gamma-ს შემთხვევაში.

Gamma ასევე არის NFT-მარკეტპლეისის პირველი პროტოტიპი, სადაც შეგიძლიათ საკუთარი ორდინალებით ვაჭრობა. ეს უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ადამიანებთან გარიგების დადება პირდაპირ OTC ან Telegram ჯგუფების მეშვეობით.
Gamma-ს მარკეტპლეისის ირდინალების კოლექციების მიმოხილვა

Gamma-ს მარკეტპლეისის ირდინალების კოლექციების მიმოხილვა

როგორ გადავცეთ ჩვენი ორდინალი (NFT)?

● სრული ნოდისა და Ord საფულის დახმარებით.

● Emblem საცავის მეშვეობით. პროექტი საშუალებას გაძლევთ შექმნათ საცავები Erthereum-ის ბლოკჩეინზე სხვა ქსელების ტოკენებით. და ეს საცავი შეიძლება გადაიცეს ან გაიყიდოს NFT  მარკეტპლეისის  მეშვეობით. ტექნიკურად ეს ასე გამოიყურება:

1. მომხმარებელი  Emblem-ზე საკუთარ საცავს ქმნის და თავის სატოშის ტვირთავს.

2. ეს საცავი შემოთავაზებულია გასაყიდად კოლექციის მეშვეობით NFT მარკეტპლეისზე, მაგ,  OpenSea-ზე.

3. მყიდველი სანაცვლოდ მთელ საცავს ყიდულობს ამ NFT-ის დაბეჭდვის და ბიტკოინის საფულეში მისი გაგზავნის შესაძლებლობით.

ამრიგად, ჩვენ გვყავს 2 შუამავალი სატოშის მომხმარებლებს შორის გადაცემაში და მთელი სქემა ჰგავს ხიდს ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე.

ბიტკოინზე NFT-ს უპირატესობები და ხარვეზები

თავდაპირველად უნიკალური სატოშების უპირასტესობები აღვნიშნოთ BTCის ბლოკჩეინზე:

■ ახალი და ლიკვიდური ბაზრის ჩამოყალიბება;

■ ბიტკოინის პოპულარიზაციის ამაღლება მისი გამოყენების ახალი შესაძლებლობის გაჩენის დახამრებით;

■ მონაცემთა დაცვა BTC-ის ქსელის დიდი დეცენტრალიზაციისა და უსაფრთხოების დახმარებით. აქ ხომ ყველა ორდინალი პირდაპირ ბლოკჩეინში ინახება.

მსგავსი NFT-ების ძირითადი მინუსები:

■ რთული ტექნოლოგიური ბაზა და განუვითარებელი ინფრასტრუქტურა;

■ შესაძლებელია შემთხვევით სატოშის დახარჯვა გარე ინტერფეისის გამოყენების გარეშე;

■ სქამის და თაღლითობის დიდი რაოდენობა, რადგანაც ეს დარგი ჯერ საკმაოდ ახალია;

■   თუ  NFT  Bitcoin-ზე მომავალში პოპულარული გახდება, ამან შეიძლება ბლოკჩეინის გადატვირთვა გამოიწვიოს, რაც ტრანზაქციების დროსა და ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

იმ შემთხვევაიც კი, თუ  NFT-ტექნოლოგია ბიტკოინის ბლოკჩეინზე საბოლოოდ არ დამკვიდრდა, უკვე შექმნილი ჩანაწერები არსად გაქრება და ქსელში სამუდამოდ დარჩება, ასე რომ ამ თემით დაინტერესება ერთმნიშვნელოვნად ღირს.

საინტერესო ფაქტები:

● ცოტა ხნის წინ მსხვილმა NFT სტუდიამ Yuga Labs-მა 735 NFT-ისგან შემდგარი პირველი საკუთარი  კოლექცია გაყიდა. აუქციონი 24 საათის შემდეგ დასრულდა და კომპანიამ 16,5 მილიონი დოლარის მოგება მიიღო. აქტივზე ყველაზე დიდი შეთავაზება  7,11 BTC იყო.

● Galaxy Research-მა იწინასწარმეტყველა ბიტკოინზე  NFT ბაზრის ზრდა დაახლოებით 4,5 მილიარდამდე მომდევნო 2 წლის განმავლობაში.

● თეორიულად, თუ თქვენს უნიკალურ სატოშის საკომისიოზე ხარჯავთ, ეს აქტივი შეიძლება მაინერმა მიიღოს, რომელიც ბლოკს დაეუფლება და  საკომისიოს მიიღებს.