ნიგერია პროექტ CBDC-ის ჩავარდნას აღიარებს და ბიტკოინს აკანონებს

icon BTC
icon FOR
ფოტო - ნიგერია პროექტ CBDC-ის ჩავარდნას აღიარებს და ბიტკოინს აკანონებს
ნიგერიის ცენტრალური ბანკის პროექტი, რომელიც სახელმწიფო ციფრული ვალუტის, eNaira-ს დანერგვას გულისხმობდა, ჩავარდა. ამიტომ, მთავრობამ გადაწყვიტა, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების სრული აკრძალვა საინვესტიციო მიზნებისთვის გამოყენების ნებართვით შეეცვალა.
2021 წლის ოქტომბერში CBDC eNaira-ს ამოქმედებიდან წელიწადზე მეტი გავიდა. როგორც იქნა, ნიგერიის ცენტრალურმა ბანკმა აღიარა, რომ პროექტი სრული კრახი იყო. eNaira-ზე გადასვლა ნიგერიის მოქალაქეები ვერც ბანკომატებიდან ფულადი სახსრების განაღდების შეზღუდვებმა (დღეში არაუმეტეს $45-ის, ან კვირაში - $225-ის), ვერც დიდმა საკომისიოებმა (5-10%), ვერც „უნაღდო ანგარიშსწორების“ პოლიტიკის გამო, ნაღდი ანგარიშსწორების ხელოვნური შეზღუდვამ აიძულა. ნიგერიის ცენტრალური ბანკის 14-თვიანი ნებაყოფლობით-იძულებითი ზომების განმავლობაში ელექტრონული eNaira-ით მოქალაქეების მხოლოდ 0.5%-მა ისარგებლა. ეს CBDC-ის პროექტის სრული ფიასკო იყო.
eNaira -ს მობილური საფულე, რომელმაც ფეხი ვერ მოიკიდა

eNaira -ს მობილური საფულე, რომელმაც ფეხი ვერ მოიკიდა

ახლა კი ნიგერია, კრიპტოვალუტების მკაცრი აკრძალვის პოლიტიკის შემდეგ, კანონპროექტის მიღებას აპირებს, რომელიც მოქალაქეების მიერ მათ დე-ფაქტო და დე-იურე გამოყენებას აკანონებს.

ნიგერიის მთავრობა ამ ნაბიჯს იმით ხსნის, რომ სურს, პროგრესულ მსოფლიო პრაქტიკას აუწყოს ფეხი. თუმცა, საზოგადოებას ესმის, რომ ამ ნაბიჯის გადადგა მას ეკონომიკურმა ფაქტორებმა აიძულა. ქვეყანაში მაღალი ინფლაცია და ეროვნული ფულადი ერთეულის დევალვაცია შეინიშნება, რაც მოსახლეობას აიძულებს, სავალუტო რისკების ჰეჯირება მოახდინოს და სუსტი ნიგერიული ნაირას ალტერნატივად კრიპტოვალუტა გამოიყენოს. ყოველი მესამე ნიგერიელი კრიპტოვალუტას იყენებს, თავად ქვეყანა კი Chainalysis-ის რეიტინგში Global Cryptocurrency Adoption Index საპატიო მე-6 ადგილს იკავებს. აფრიკის ქვეყნებში კრიპტოვალუტების მასებში შეღწევის უფრო მაღალ მაჩვენებელი მხოლოდ კენიას აქვს, მაგრამ ნიგერიაც დიდად არ ჩამორჩება. 

პირველმა ახალი ამბავი ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ლეგალიზაციის შესახებ 18 დეკემბერს ადგილობრივ გაზეთმა Punch Newspapers გაავრცელა, როდესაც კაპიტალის ბაზრების წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ხელმძღვანელთან, იბრაჰიმ ბაბანგიდასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. 

ინტერვიუში ნათქვამია, რომ ინვესტიციებისა და ფასიანი ქაღალდების 2007 წლის კანონში ახალი ცვლილებები მალე დამტკიცდება, რაც ადგილობრივ SEC-ს საშუალებას მისცემს, კრიპტოვალუტა და სხვა ციფრული აქტივები ლეგალურ „საინვესტიციო კაპიტალად“ აღიაროს.

კომიტეტის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ ნიგერიამ ბაზრის ტენდენციებისა და კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების ავანგარდში იყოს. მას მიაჩნია, რომ ქვეყანას ეფექტური და დინამიკური კაპიტალის ბაზარი სჭირდება, ამის მისაღწევად კი მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაა აუცილებელი.

საინტერესოა, რომ 2021 წლის თებერვალში ნიგერია სულ სხვა  „გლობალურ პრაქტიკებს“ მიმართავდა, როდესაც კრიპტოვალუტის გამოყენებით ყველა საქმიანობა აკრძალა. ნიგერიის ცენტრალურმა ბანკმა ნიგერიის კრიპტობირჟებსა და სერვისის პროვაიდერებს დაავალა, ქვეყანაში ოპერაციები შეეწყვიტა, ბანკებს კი - ციფრული აქტივებით ვაჭრობაში ჩართული ყველა ფიზიკური ან სუბიექტის ანგარიშები დაეხურა. 

მაგრამ იბრაჰიმი, რომელიც, სხვათა შორის, 1985 წლიდან 1993 წლამდე ნიგერიის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ამტკიცებს, რომ კანონის მიღება პოზიციის კარდინალური, 180 გრადუსით ცვლილება კი არ არის, არამედ ხელახალი გადახედვაა იმისა, თუ რა შედის ნიგერიის ცენტრალური ბანკის უფლებამოსილების სფეროში.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კრიპტოვალუტა აიკრძალა, ნიგერიის ცენტრალურმა ბანკმა აღმოაჩინა, რომ ციფრული აქტივების ინვესტორების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი კრიპტობირჟების მომსახურებით არ სარგებლობს. შესაბამისად, ისინი ცენტრალური ბანკის იურისდიქციას არ ექვემდებარებიან. ვინაიდან ინვესტორები ადგილობრივ სერვისებს არ იყენებენ, ნიგერიის ცენტრალური ბანკი მათ ვერ ამოწმებს“, - განმარტა იბრაჰიმ ბაბანგიდამ.

თუ ცვლილებები საბოლოოდ მიღებული იქნება, ნიგერიის ინვესტიციების და ფასიანი ქაღალდების 2007 წლის კანონი კარდინალურად შეიცვლება და განახლდება. ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების იურიდიული აღიარების გარდა, კანონი ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ საკითხებზე მარეგულირებლების ფუნქციებს ნიგერიის ცენტრალურ ბანკსა და ნიგერიის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელ კომისიას დააკისრებს.
ნიგერიის ცენტრალური ბანკის ლოგო შტაბ-ბინის შენობაზე

ნიგერიის ცენტრალური ბანკის ლოგო შტაბ-ბინის შენობაზე

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები ამას არ აღიარებენ, ცხადია, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც კრიპტოვალუტის ლეგალიზაციის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა, იყო ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მხრიდან ნიგერიის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის, eNaira-ს მიმართ ინტერესი არ არსებობდა.

ნიგერიის მთავრობის ყველა წინა მცდელობა, აღეკვეთა კრიპტოვალუტების აქტიური გამოყენება, არაეფექტური აღმოჩნდა. ციფრული აქტივების შეღწევა მასებში 2021 წლის თებერვალში მიღებული აკრძალვის ფონზეც კი იზრდებოდა და ამას CBDC-ის სრული უგულებელყოფა ახლდა თან. 

გასული წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, BTC ვაჭრობის მოცულობით, ნიგერიელები პოზიციებს მხოლოდ აშშ-ის უთმობდნენ. ამავე პერიოდში ნიგერიელები Google-ში სიტყვა ბიტკოინს სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებზე ხშირად ეძებდნენ. 

CoinGecko-ს მიერ ჩატარებული, აპრილის კვლევის მიხედვით, ნიგერიელები კრიპტოვალუტით ყველაზე დაინტერესებული ერიც აღმოჩნდა. ეს ქვეყანაში მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური არასტაბილურობის გამო მოულოდნელი არც ყოფილა. 

მიმდინარე წლის სექტემბერში, ნიგერიამ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-თან ვირტუალური აქტივებისთვის კეთილგანწყობილი ეკონომიკური ზონის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც რეგიონში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ-ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნიგერიის გაკვეთილი

გზა, რომელიც ნიგერიამ გაიარა, უნდა იყოს გაფრთხილება ქვეყნებისთვის, რომლებიც CBDC-ის დანერგვას გეგმავენ და აპირებენ, თავიანთი მოქალაქეები ძალდატანებით აიძულონ, ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ. როგორც ხედავთ, ამან ნიგერიაში არ გაამართლა, მაგრამ მთავრობის წევრებმა სწორი დასკვნები დროულად გამოიტანეს და განვითარების კურსი შეცვალეს.