OTC არის სავაჭრო პლატფორმა, რომელზეც განთავსებულია კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის შემოთავაზებები (ბირჟების ანგარიშები, ალოკაციები მონეტების შესაძენად, WhiteList NFT-ების შესაძენად და ა.შ.).
OTC ბაზარი. ვისთვის და რისთვისაა
OTC-ზე არის 2 ძირითადი ფორმულირება, რომელიც ხსნის ბაზარზე მოსული ადამიანის მიზანს:
- WTB (want to buy) - ვყიდულობ.
- WTS (want to buy) - ვყიდი.
მაგალითად, ჩვენ დავწერთ WTB Overline 500$ WL, შემდეგ მოგვწერენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროექტის WhiteList-ის გაყიდვით.
OTC-ზე შეტყობინებების მაგალითი
რატომ ყიდიან ამას?
შეიძლება ვიფიქროთ: „რატომ ყიდიან ისინი პოტენციურად იქსურ NFT კოლექციების WhiteList-ს, ან ალოკაციას ახალი მონეტისთვის? ამით ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი“.
სწორედ ამით შოულობენ ფულს. მე შემიძლია, Discord-ზე აქტიურობის სანაცვლოდ WhiteList უფასოდ მივიღო და 200 დოლარად გავყიდო, ნაცვლად იმისა, რომ NFT-ებში 500 დოლარის ინვესტიცია ჩავდო და მოგებას დაველოდო. ანალოგიური ვითარებაა ალოკაციასთან დაკავშირებით: თუ მე არ მაქვს ფული, რომ მონეტა სრული მოცულობით ვიყიდო, უფრო გონივრული იქნებოდა ალოკაციის გაყიდვა და ამით ჩემი მოგების მიღება.
OTC-ზე საკმაოდ ხშირადაა შესაძლებელი ვერიფიცირებული ანგარიშების შეძენა ფინანსური პრომო აქციების პირობების დამოუკიდებლად შესასრულებლად.
ნორმალურია თუ არა ფასმაჩვენებელი?
თითოეული WhiteList-ის, ან ალოკაციის ფასი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
- მოთხოვნა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რომელიც გავლენას ახდენს ფასზე. რაც უფრო მეტია მოთხოვნა, მით უფრო მაღალია ფასი
- მიწოდება. რაც უფრო რთულია მიწოდების შექმნა, მით უფრო ძვირია აქტივი.
- ბლოკჩეინ განთავსება. WL ETH-ის ქსელში უფრო ძვირი იქნება ვიდრე WL Polygon-ის ქსელში.
- RoadMap-ის შესრულება. თითოეულ პროექტს აქვს განვითარების საკუთარი გზა. თუ საზოგადოებას მოეწონება განვითარების გეგმა და გეგმის განხორციელება, WL-ის ფასი გაიზრდება.
- საინფორმაციო ფონი. პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ცუდი სიახლე WL-ის ფასზე უარყოფითად იმოქმედებს.
როგორ დავიცვათ თავი?
თითოეულ OTC ბაზარს ჰყავს პასუხისმგებელი პირი, რომელიც არის მესამე დამოუკიდებელი მხარე ტრანზაქციის კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად. ამისთვის ის გაყიდული აქტივის ღირებულების პროცენტს იღებს.
მაგრამ არ დაივიწყოთ თითოეული შეძენილი აქტივის დამოუკიდებელი ანალიზი და გადამოწმება.
დასკვნა
OTC არის დამატებითი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაყიდოთ, ან იყიდოთ თითქმის ნებისმიერი კრიპტოაქტივი, ან ინსტრუმენტი. პლატფორმას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ უმეტესობა იყენებს OTC-ს, როგორც სწრაფ გზას WL-ის შესაძენად, მის მიღებაზე დროის დახარჯვის გარეშე.