პროექტ MakerDAO-სა და სტეიბლკოინ DAI-ს მიმოხილვა
MakerDAO – დეცენტრალიზებული სტეიბლკოინ DAI-ს გამოშვების DeFi-პროტოკოლი.
ცენტრალიზებული სტეიბლკოინებისგან განსხვავებით, რომელთა დამინთვით კომპანია-ემიტენტი არის დაკავებული, DAI-ს გამოშვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რადგან MakerDAO მთლიანად სმარტ-კონტრაქტებზეა აგებული. საკმარისია უზრუნველყოფაში რაღაც რაოდენობის კრიპტოვალუტა დატოვოთ და მომხმარებელი სტეიბლკოინს საკუთარი მოხმარებისთვის იღებს. ამგვარად უზრუნველყოფილია დეცენტრალიზაცია და მესამე პირების ჩარევა შეუძლებელია.
შექმნის ისტორია
კომპანია Maker Foundation დანიელმა ბიოქიმიკოსმა რუნე კრისტენსენმა 2014 წელს შექმნა. შტაბ-ბინა ქალაქ სანტა-კრუზში, კალიფორნიაში მდებარეობს. 2015 წლის მარტში კრისტენსენმა წარმოადგინა კონცეფცია eDollar - სტეიბლკოინი Ethereum-ის ბაზაზე. ამავე დროს დეცენტრალიზებულ პროტოკოლზე მუშაობა დაიწყო.
MakerDAO-ს პირველი ვერსია 2017 წლის დეკემბერში ჩაეშვა. პირველ მონეტად კი, რომელიც DAI-ს მისაღებად გირაოს სახით უნდა დარჩენილიყო, Ethereum გახდა.
MakerDAO-ს ეკოსისტემა
DAI-ს მუშაობის სტრუქტურა
DAI-ს დამინთვა პროტოკოლ Vault-ის სმარტ-კონტრაქტში საკუთარი კრიპტოვალუტის დაბლოკვის გზით ხდება. ციფრული აქტივების ვოლატილობის გამო, მომხმარებლებმა ჭარბი უზრუნველყოფის სახით სტეიბლკოინის ერთი ერთეული უნდა უზრუნველყონ. პროტოკოლის პირველ ვერსიაში 1 DAI-ს გამოშვებისთვის $1.5 ოდენობის ETH უნდა დაბლოკილიყო. მოგვიანებით, მონეტების პროტოკოლი, რომელთა გამოყენება დამინთვისთვის იყო შესაძლებელი, მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ახლა USDC-ს, USDP-ს, MANA-ს, MATIC-ს, BTC-ს, YFI-ს, ლიკვიდურობის პულების ტოკენებს Uniswap-სა და Curve-ზე, ასევე რამდენიმე საჯარო კომპანიის აქციებს მოიცავს.
უზრუნველყოფის ნორმის (ერთი DAI-ს რეზერვში აუცილებელი სახსრების რაოდენობის) მაჩვენებელი 101%-დან (სტეიბლკოინებისთვის) 180-190%-მდე (კრიპტოვალუტები და ვოლატილური ტოკენები) მერყეობს.
ასევე არ უნდა დავივიწყოთ ლიკვიდაციის რისკი. თუ კრიპტოვალუტა, რომელიც მომხმარებელმა სტეიბლკოინის მისაღებად დაბლოკა, ღირებულების კუთხით ძალიან დაიკლებს, ეს გირაო, შესაძლოა, ლიკვიდირებული იყოს, რათა MakerDAO-მ სტეიბლკოინის სტაბილურობის უზრუნველყოფა შეძლოს. ლიკვიდაციის ფასის დაწევა უზრუნველყოფაში დამატებითი სახსრების შეტანით არის შესაძლებელი.
2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, MakerDAO-ის მთელი უზრუნველყოფის 40% USDT-შია ნომინირებული. თავად პროექტი ბლოკჩეინ Ethereum-ზე დაბლოკილი სახსრების მოცულობით პირველ ადგილზეა, $6.5 მლრდ-იანი მაჩვენებლით.
TVL MakerDAO (defilama.com)
კაპიტალის ეფექტურობის პრობლემა
„სტეიბლკოინების ტრილემა“ - ტერმინია, რომელიც სტაბილური მონეტის სამ მთავარ პრინციპს აღნიშნავს:
• დეცენტრალიზაცია;
• უზრუნველყოფა;
• კაპიტალის ეფექტურობა.
ბოლო პუნქტი ფინანსური თვალსაზრისით ტოკენის გამოშვების მიზანშეწონილობას გულისხმობს. გირაოს მაღალი ზღვრის გამო, DAI-ს კაპიტალის ეფექტურობა უკიდურესად მცირეა. გაცილებით ადვილი ბირჟაზე სტეიბლკოინის ყიდვა და ამისთვის 1:1 თანაფარდობით სახსრების დახარჯვაა, ვიდრე გირაოს სახით ერთი DAI-ს ღირებულების 150-160%-ის დატოვება.
ჯოხს ორი ბოლო აქვს
DAI-ს გამოყენება საინტერესოდ გამოიყურება. „ფსკერზე“ მყოფი კრიპტოვალუტის ყიდვისა და საკუთარი თავისთვის DAI-ს დამინთვის შემთხვევაში, შესაძლებელია მონეტების ჰოლდინგიც, სანამ ისინი იზრდება, და პარალელურად საკუთარი საჭიროებებისთვის სტეიბლკოინის გამოყენება.
მეორე მხრივ, კრიპტობაზრის ჩაზნექის შემთხვევაში, მომხმარებლები აღმოჩნდებიან სიტუაციაში, როდესაც სახსრები, შესაძლოა, ლიკვიდირებული იყოს, რის გამოც გირაოს მოცულობის მუდმივი გაზრდა უწევთ.
DAO და ტოკენი MKR
MakerDAO-ს მშობლიური ტოკენი MKR აქვს, რომელიც პროტოკოლთან ერთად 2017 წელს ჩაეშვა. ეს მონეტა DAO-საზოგადოებას უდევს საფუძვლად, რომელიც პროექტის განვითარებას აკონტროლებს. MKR-ს ჰოლდერებს შეუძლიათ, DAI-ს უზრუნველყოფაში ახალი აქტივების შემოტანასა ან გარიცხვას ხმა მისცენ, ლიკვიდაციის კოეფიციენტზე, პროტოკოლის კომისიასა და ვალის ზედა ზღვარზე გავლენა მოახდინონ.
ასევე MKR პროტოკოლზე სმარტ-კონტრაქტების შექმნისთვის საკომისიოების გადასახდელად არის აუცილებელი. ტოკენების დიდი ნაწილი, რომლებიც ტრეიდერებმა საკუთარი კონტრაქტის დეფლოის სანაცვლოდ გადაიხადეს, იწვება.
DAO-ს ბოლო აქტუალური გადაწყვეტილებები რეზერვების ნაწილის ($500 მლნ) აშშ-ის ფასიან ქაღალდებში კონვერტაცია, ასევე მონეტა renBTC-ში უზრუნველყოფის ლიკვიდაცია იყო, რათა აღნიშნული ტოკენის დეპეგის შემთხვევაში თავად DAI აშვება თავიდან ყოფილიყო აცილებული.
MKR $646 დონეზე ივაჭრება, საბაზრო კაპიტალიზაცია - $580 მლნ. კრიპტოაქტივების სარეიტინგო სიაში CoinMarketCap-ის ვერსიით 59 ადგილი უკავია.
MKR-ის ფასის დინამიკა (Coinmarketcap)
DAI-ს უპირატესობები და ნაკლოვანებები
სხვა სტეიბილკოინებთან შედარებით Dai-ს მთავარი უპირატესობებია:
• სრული დეცენტრალიზაცია;
• უზრუნველყოფის დიდი მოცულობა;
• მოსახერხებელი გამოყენება დერივატივებისა და სმარტ-კონტრაქტების პლატფორმებისთვის;
• ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის გამჭვირვალობა;
• ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების სიმარტივე და ცენზურისა და დაბლოკვის რისკის გარეშე გამოყენების შესაძლებლობა.
სისტემის ნაკლოვანებებია:
• ბაზრის სიტუაციებიდან გამომდინარე (ბირჟებისა და კრიპტო-კომპანიების თაღლითობები) DAI-ს უზრუნველყოფის რეგულირების აუცილებლობა;
• მაღალი კონკურენცია;
• ჭკვიანი კონტრაქტის გატეხის ან პროტოკოლზე იერიშის რისკი;
• პროტოკოლის რთული მუშაობის გამო მარეგულირებლების მხრიდან შესაძლო კითხვები.