პრივატული კრიპტოვალუტა Zcash-ის მიმოხილვა

icon ZEC
icon XMR
ფოტო - პრივატული კრიპტოვალუტა Zcash-ის მიმოხილვა
Zcash საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ბაზარზე მესამე ანონიმური კრიპტოვალუტაა, რომელიც გადარიცხვების კონფიდენციალურობაზე ზრუნავს და გამგზავნისა და მიმღების მისამართებს მალავს. მაგრამ, ანონიმურობა არ არის ამ მონეტის სავალდებულო ფუნქცია, როგორც Monero-ს შემთხვევაში, არამედ არჩევითია.
კრიპტელთა უმეტესობას ტრანზაქციების განხორციელებისას პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ სურს, რადგან ანონიმურობა მესამე მხარის ჩარევას შეუძლებელს ხდის და გარდა ამისა, როგორც ამბობენ, ფულს სიჩუმე უყვარს.

ანონიმურობაზე მოთხოვნის გამო, გაჩნდა ახალი კლასის კრიპტოვალუტები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ბლოკჩეინ ქსელებში ფუნქციონირებს, შეთანხმებაში მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის ნახვის შესაძლებლობას არ იძლევა. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა, რომელიც აქტივების მფლობელთა მონაცემების სრულ დაცვას უზრუნველყოფს, არის Zcash. ეს მონეტა, Monero-სა და Dash-თან ერთად, არის ყველაზე პოპულარული ანონიმური აქტივი ბაზარზე და დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

Zcash-ის მონეტისა და ქსელის შექმნის ისტორია

კრიპტოვალუტა Zcash (ტიკერი ZEC) ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. ის შექმნა დეველოპერთა პროფესიონალურმა გუნდმა აშშ-სა და ისრაელიდან. კრიპტობირჟებზე ამ აქტივის ლისტინგის შემდეგ, Zcash-ის კურსი 4200 დოლარამდე გაიზარდა, შესაძლოა, მაინინგის დიდი სირთულისა და მონეტების ემისიის შეზღუდვის გამო, თუმცა ამ ნახტომის ზუსტ მიზეზს თავად დეველოპერებიც კი ვერ ხსნიან. ამ მოვლენის გამო აქტივმა მრავალი კრიპტოინვესტორის ყურადღება მიიპყრო. Zcash-მა ინტერესი იმიტომ გამოიწვია, რომ პროექტმა თავიდანვე მოახერხა ბევრი ინვესტიციის მოზიდვა მსხვილი კომპანიებისგან, როგორიცაა Pantera Capital, London Trust, Maple Ventures და სხვა ფონდები, რამაც, სხვათა შორის, საშუალება მისცა Zcash-ის გუნდს, უარი ეთქვა ICO-ს ჩატარებაზე.
 
Zcash არის ბიტკოინის ფორკი. ანონიმურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ჯერ იგეგმებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა უძველესი კრიპტოვალუტის საწყის კოდში, მაგრამ ეს გარდაუვალად გამოიწვევდა მასშტაბურ ფორკს, რადგან მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა, ამ ინოვაციების წინააღმდეგი ყოფილიყო. ასეთ გეგმას შეიძლება უარყოფითი გავლენა მოეხდინა ბიტკოინის საბაზრო კურსზე. ამიტომ, დეველოპერთა გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა ბიტკოინის ფორკი Zcash, როგორც BTC-ის ასლი, მაგრამ კოდში შეტანილი ცვლილებებით, რასაც ტრანზაქციის კონფიდენციალურობის მაღალი დონე უნდა უზრუნველეყო.
 
Zcash-ის პროექტის ძირითად დოკუმენტში ფიგურირებს ერთი საინტერესო წესი, რომლის თანახმად ოთხი წლის განმავლობაში ემიტირებული მონეტების 10%  დამფუძნებლების (მსხვილი ინვესტორებისა და დეველოპერების) ხელში გადადიოდა. Zcash-ის  საზოგადოების ნაწილი ამ მიდგომას არ ეთანხმებოდა, რამაც მთავარი ვალუტის გამოშვებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში ZClassic-ის ფორკი  გამოიწვია. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ეს არც თუ წარმატებული პროექტი იყო. ამის შემდეგ შეიქმნა Zcash-ის კიდევ რამდენიმე ფორკი, რომელთა შორის ყველაზე ნიშანდობლივი იყო Bitcoin Private, რომელმაც Bitcoin-ისა და Zcash-ის ბლოკჩეინების ყველა უპირატესობის გაერთიანება სცადა, მაგრამ პოპულარული ვერ გახდა.
 
Zcash-ის დეველოპერთა გუნდი მუდმივად ნერგავს ქსელის ახალ ცვლილებებსა და გაუმჯობესებებს, რომლებიც უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და მისი გამტარუნარიანობასთან არის დაკავშირებული. თავის დროზე, ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა მონეტა ZEC-ის ლისტინგი კრიპტობირჟაზე Gemini, რამაც აქტივის ღირებულების დაახლოებით 35%-ით ზრდა გამოიწვია. ამ პლატფორმაზე არ შეინიშნება ვაჭრობის დიდი მოცულობები, როგორც Binance-ზე, OKX-ზე, ან Coinbase-ზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. ბირჟა Gemini ოფიციალურად თანამშრომლობს აშშ-ის მთავრობასთან, რაც ნიშნავს, რომ Zcash დე ფაქტო "მწვანე" სიაშია შეტანილი და აქვს გარკვეული იმუნიტეტი სხვა კრიპტობირჟებზე დელისტინგის  მიმართ. სამწუხაროდ, ასეთი გარანტია სხვა ანონიმურ კრიპტოვალუტებს არ გააჩნიათ.

პროტოკოლი და მისამართების სხვადასხვა სახეობა

Zcash-ის მთავარი თავისებურება Zerocash-ის დადასტურების პროტოკოლის გამოყენებაა, რომელიც ტრანზაქციის განხორციელებას ტრანზაქციის მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე უზრუნველყოფს. Zcash-ს დამატებით აქვს კონფიდენციალურობის ჩაშენებული პროტოკოლი, რომელსაც zk-SHARKS ეწოდება. Zcash-ის ბლოკჩეინში წარმოდგენილია როგორც ჩვეულებრივი მისამართები, რომლებიც იწყება “t”-ით და მათზე საჯარო ოპერაციების განხორციელებაა შესაძლებელი, ასევე ანონიმური მისამართებიც, რომლებიც ასო “z”-ით იწყება და შეთანხმების მონაწილეების შესახებ ინფორმაციას არ გადასცემს. ამასთან, საინტერესო მომენტს წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის საფულეებს შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ თავიანთი გადარიცხვების კონფიდენციალურობის დონე.
 
ამრიგად, პროტოკოლი შეიცავს ორი ტიპის მისამართებს:

  • t-მისამართები - ღია;
  • z-მისამართები - პრივატული.

ამასთან, არსებობს ოთხი ტიპის ტრანზაქცია:

  • t –> t – ღია;
  • t –> z – დაცული;
  • z –> t – შენიღბვის გარეშე;
  • z –> z – პრივატული.

მაინინგი

Bitcoin-ის მსგავსად, Zcash იყენებს Proof-of-Work ბლოკჩეინს. Zcash-ის ქსელის გამტარუნარიანობა საათში დაახლოებით 300 ტრანზაქციას შეადგენს, ერთი ბლოკის ფორმირებას ორწუთნახევარი, ხოლო ტრანზაქციის დადასტურებას დაახლოებით 10–15 წუთი სჭირდება. Equihash-ის ალგორითმი ძვირადღირებული ASIC მაინერების გამოყენებას არარენტაბელურს ხდის - ZEC-ის ემისიისთვის საკმარისია თანამედროვე GPU-ს მქონე პროდუქტიული კომპიუტერი, რაც ამ მონეტის მოპოვებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის, როგორც ეს სატოში ნაკამოტომ დაგვიბარა.
 
ამჟამად 21 მილიონიდან უკვე 16,3 მილიონზე მეტი მონეტაა ემიტირებული.

ინვესტორები

აქტივი ZEC გვხვდება მრავალი ინსტიტუციური ინვესტორის პორტფელში: Pantera Capital, Electric Capital, Fenbushi Capital, Hashkey Capital, Winklevoss Capital, Placeholder Ventures, BoostVC, DCG  და ა.შ. ანონიმური გადარიცხვების გამო, ეს აქტივი ასევე პოპულარულია მილიონობით საცალო ინვესტორს შორის.

Zcash-ის უპირატესობები

  • გადარიცხვების ანონიმურობა;
  • მაინინგის შესაძლებლობა ჩვეულებრივ კომპიუტერებზე;
  • მონეტის მხარდაჭერა უმეტეს ბირჟების, გადამცვლელი პუნქტებისა და საფულეების მიერ.

დასკვნა

Zcash პერსპექტიული კრიპტოაქტივია, რომელიც ციფრული აქტივების ბაზარზე არსებული ყველაზე პოპულარული პრივატული მონეტების სამეულში შედის. ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა სავაჭრო სესიის დროს $30 მილიონზე დაბლა იშვიათად ეცემა. ეს მიუთითებს აქტივის მუდმივ პოპულარობაზე საცალო ინვესტორებს შორის. კრიპტოვალუტა ZEC ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რომლის შენახვა მიზანშეწონილია საინვესტიციო კრიპტოპორტფელში მათთვის, ვინც კონფიდენციალურობას აფასებს.