GMX-ის მიმოხილვა. Arbitrum-ზე არსებული უმსხვილესი DEX-ის ტოკენი

icon GMX
ფოტო - GMX-ის მიმოხილვა. Arbitrum-ზე არსებული უმსხვილესი DEX-ის ტოკენი
ცოტა ხნის წინ Arbitrum-ის მეორე დონის ქსელის ტრანზაქციების დღიურმა რაოდენობამ Ethereum-ის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა, რაც ამ L2 გადაწყვეტილების დიდ პოტენციალზე მეტყველებს. საკუთარი ტოკენი Arbitrum-ს ჯერ არ აქვს, თუმცა, ყურადღებას იმსახურებს უმსხვილესი DEX პლატფორმა, რომელიც ამ ქსელში მუშაობს. საუბარია GMX-ზე.

რა არის GMX?

GMX არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომლის საშუალებით კრიპტოვალუტებით ვაჭრობა შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი გზით, ასევე უვადო კონტრაქტებისა და ლევერიჯის (50x-მდე) გამოყენებით.  ბირჟამ მუშაობა 2021 წლის სექტემბერში, Arbitrum-ის ქსელში დაიწყო, თუმცა 2022 წლის იანვარში Avalanche-ს მხარდაჭერა დაამატა. 

ჯერჯერობით, ტოკენების რაოდენობა, რომლებითაც შესაძლებელია ვაჭრობა, მცირეა. მათ შორისაა: WETH, UNI, WBTC, LINK და სტეიბლკოინები. ამ კრიპტოვალუტების საბაზრო ფასები განისაზღვრება Chainlink-ის ორაკულების მეშვეობით, რომლებიც სხვა მსხვილი ბირჟების მონაცემებს იყენებენ.
GMX-ის ინტერფეისი  წყარო: app.gmx.io

GMX-ის ინტერფეისი წყარო: app.gmx.io

GMX-ზე ლიკვიდობას ქმნის GLP-ის (GMX Liquidity Provider) პული, რომელიც შედგება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტოკენისგან, სხვადასხვა თანაფარდობით (დაახლოებით ნახევარი სტეიბლკოინებია). GLP შეიძლება გაიგზავნოს სტეიკინგში, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი ყოველკვირეულად ახლდება და, როგორც წესი, დაახლოებით 20%-ს შეადგენს. მისი სიდიდე დამოკიდებულია საკომისიოებზე (მათი 70%), რომელსაც პლატფორმა აკისრებს მომხმარებლებს გარიგებების გაფორმებისთვის. ასევე, სტეიკინგიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება დამოკიდებული იყოს ტრეიდერების ვაჭრობის შედეგებზე (მოგება ან ზარალი).

GLP მუდმივად იჭრება და იწვება ლიკვიდობის მიწოდებისა და ამოღების პროცესში. ამრიგად, ხდება აქტივების რებალანსირება GLP-ის პულში.

GMX ტოკენი და მისი გამოყენება

GMX არა მხოლოდ ბირჟის სახელია, არამედ მისი ტოკენის სახელწოდებაც. ის ასრულებს მართვისა (სტეიკერებს ბირჟის განვითარების საკითხებში ხმის უფლება აქვთ) და  მომხმარებლების ჯილდოს მულტიპლიკატორის (საპროცენტო განაკვეთის გაზრდა) ფუნქციებს.

GLP-ის მსგავსად, სტეიკინგში GMX-ის გაგზავნაც შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ყალიბდება პლატფორმაზე დარიცხული საკომისიოს 30%-დან. ჯილდოს  გაცემა ხდება ETH-სა ან AVAX-ში, არჩეული ქსელის მიხედვით.
GMX-ის სტეიკინგის პროგრამა წყარო: app.gmx.io

GMX-ის სტეიკინგის პროგრამა წყარო: app.gmx.io

GMX-ის მაქსიმალური პროგნოზირებადი მიწოდება 13.25 მილიონ ტოკენს შეადგენს. თუმცა, ის შეიძლება გაიზარდოს კენჭისყრის გზით, თუ ახალი პროდუქტების დასამატებლად ლიკვიდობის გაზრდა იქნება აუცილებელი. 

GMX-ის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ცენტრალიზებულ ბირჟებზე: Binance, OKX, Huobi, Kucoin, Bybit და სხვა.

როგორ დავამატოთ GMX-ი Metamask-ში

Metamask-ში GMX ტოკენის დასამატებლად, თქვენ უნდა აირჩიოთ ტოკენების ხელით იმპორტი და შეიყვანოთ კონტრაქტის მისამართი:

  • 0xfc5a1a6eb076a2c7ad06ed22c90d7e710e35ad0a (Arbitrum-ის ქსელისთვის);
  • 0x62edc0692BD897D2295872a9FFCac5425011c661 (Avalanche-ის  ქსელისთვის).

ნაკლოვანებები და პერსპექტივები

უპირველეს ყოვლისა, GMX ტოკენის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მუშაობს აღნიშნული დეცენტრალიზებული პლატფორმა. მას აქვს ტრეიდერებისთვის საჭირო საბაზისო  ინსტრუმენტები და მარტივი მოსახერხებელი ინტერფეისი. თუმცა, ბირჟის ფუნქციონალი შეიძლება უფრო ფართოც ყოფილიყო, სავაჭრო წყვილების რაოდენობა კი - უფრო დიდი, რადგან სტეიბლკოინების გარდა, ვაჭრობისთვის აქ მხოლოდ ოთხი კრიპტოვალუტაა. ამავდროულად, ეს ნიშნავს, რომ განვითარებისთვის საკმარისი სივრცე არსებობს.

GMX ტოკენს აქვს გამოყენების საინტერესო მოდელი, მაგრამ მისი ემისია არ არის აბსოლუტურად შეზღუდული, რამაც შეიძლება  მომავალში მის ფასზე უარყოფითად იმოქმედოს.

ზოგადად, დეცენტრალიზებული ფინანსების ნიშა პერსპექტიულია, ხოლო თუ GMX პლატფორმაზე ვსაუბრობთ, მას ასევე გააჩნია მუშაობისა და შემოსავლის მკაფიო მოდელი. გარდა ამისა, ის მუშაობს ქსელებში, სადაც ტრანზაქციები იაფია, ასევე აქვს ტრეიდერებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, როგორიცაა უვადო კონტრაქტები, ლევერიჯის გამოყენების შესაძლებლობით.