Paxos: ციფრული ოქროსა და BUSD-ის ემიტენტი
Paxos Trust Company, რომელსაც ხშირად უბრალოდ Paxos-ს უწოდებენ, ფინანსური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ბლოკჩეინსა და ციფრულ აქტივებთან მუშობისთვის განკუთვნის ინფრასტრუქტურაზე მუშაობს. ოფისები ნიუ-იორკში, ლონდონსა და სინგაპურში აქვს.
Paxos ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე ბლოკჩეინ კომპანიაა, რომლის საერთო მოცულობა აღმატება 500 მილიონ დოლარს ისეთი ტოპ ინვესტორებისგან, როგორიცაა Oak HC/FT, Declaration Partners, Mithril Capital და PayPal Ventures.
Paxos Trust Company-ის პარტნიორები (PAXOS.COM)
შექმნის ისტორია
Paxos ჩარლზ კასკარილიამ და რიჩ თეომ კრიპტობირჟა itBit-ის სახით 2012 წელს დააარსეს. სამი წლის შემდეგ, კომპანიამ შეიცვალა სახელი და გახდა Paxos Trust Company, რათა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ფინანსურ ტექნოლოგიებზე შეცვლილ ფოკუსს შეესაბამებოდეს. პლატფორმა გახდა პირველი ბიტკოინ ბირჟა, რომელმაც ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების დეპარტამენტის (NYDFS) ლიცენზია მიიღო, რამაც მას აშშ-ში კლიენტების მომსახურების საშუალება მისცა. 2019 წელს, Paxos ხდება პირველი და ერთადერთი კომპანია, რომელმაც SEC-ისგან აქციებთან დაკავშირებული გარიგებების ანგარიშსწორებისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საპილოტე გამოყენების ნებართვა მიიღო.
პირველი კრიპტოპროდუქტების ამოქმედება
Paxos Standard (PAX) / Pax Dollar (USDP)
2018 წლის სექტემბერში კომპანიამ მსოფლიოს წარუდგინა თავისი პირველი პროექტი - ERC-20-ს სტანდარტის სტეიბლკოინი Paxos Standard, რომელიც დოლართანაა მიბმული. PAX კრიპტოვალუტის დარგში სახელმწიფო რეგულირების მქონე პირველ ლიცენზირებული მონეტა გახდა. 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, Paxos Standard-ს (PAX) Pax Dollar (USDP) გადაარქვეს, რაც რეგულირებად სტეიბლკოინებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად. USDP-ს ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების დეპარტამენტი მკაცრად აკონტროლებს და ის მომხმარებელთა დაცვის მაღალ სტანდარტებს იცავს. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები USDP-ის რეზერვებია და კლიენტებისთვის გადასახდელად ყოველთვის ხელმისაწვდომია.
Binance USD (BUSD)
2019 წელს Paxos Binance-თან გაერთიანდა, რათა Ethereum-ის ბლოკჩეინზე გამოეშვა მეორე სტეიბლკოინი - Binance USD, რომელიც აშშ დოლართან იყო მიბმული. BUSD დამტკიცებულია და რეგულირდება ნიუ-იორკის შტატის სახელმწიფო ფინანსური სერვისების დეპარტამენტის (NYDFS) მიერ. მონეტა უზრუნველყოფილია აშშ-ის ბანკების სპეციალურ ომნიბუს ანგარიშებზე დოლარში შენახული რეზერვებით. გარდა ამისა, Binance უშვებს საკუთარ განცალკევებულ ტოკენებს Binance-Peg რამდენიმე ბლოკჩეინზე, რომელთა შორისა Binance Smart Chain, Polygon და Avalanche. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ BUSD და Binance-Peg BUSD ორი განსხვავებული პროდუქტია. Binance-Peg USD (BUSD) არის ფიატის უზრუნველყოფის მქონე რეგულირებადი სტეიბლკოინი, ხოლო რეზერვები და Paxos-ის მიერ გამოშვებული ტოკენი BUSD NYDFS-ის მკაცრ მარეგულირებელ ექვემდებარება.
PAX Gold (PAXG)
2019 წელს Paxos-მა წარმოადგინა PAX Gold (PAXG) - ERC-20-ის სტანდარტის სტეიბლკოინი, რომელიც ოქროსთან არის მიბმული. თითოეული PAXG უდრის ოქროს 1 ტროას უნციას (31,1 გრამი). PAXG-ის მიერ უზრუნველყოფილი ოქრო ლონდონში, LBMA-ს სერტიფიცირებულ სარდაფებში ინახება. საბანკო ოქროსთან შედარებით PAXG-ის უპირატესობა შენახვისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიით დაცული მაღალი უსაფრთხოების ნულოვანი საკომისიოა. PAXG-ის მფლობელებს შეუძლიათ ადვილად ნახონ ინფორმაცია თავიანთი ოქროს შესახებ, სერიული ნომრის, ღირებულებისა და ფიზიკური მახასიათებლების ჩათვლით. ამისთვის თავისი Ethereum საფულის მისამართ paxos.com/paxgold-ზე PAXG-ის საძიებო ინსტრუმენტში უნდა შეიყვანონ.
პროექტის უნიკალურობა
Paxos პირველი კომპანიაა, რომელმაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და ფიატის ფულის ინტეგრაციისთვის აშშ-ის მარეგულირებლებისგან ლიცენზიები მიიღო. Paxos სტეიბლკოინების ნებისმიერ მოცულობებში კონვერტაციებისთვის რეზერვების საჭირო რაოდენობის გარანტიას იძლევა, რაც მათ საბაზრო ცვლილებების მიმართ უფრო საიმედოს და გამძლეს ხდის. Tether Limited-სა და Circle-თან შედარებით, რომლებიც ასევე სტეიბლკოინის ემიტენტები არიან, Paxos-ს აქვს უფრო მკაცრი რეგულაცია და აქცენტი იურიდიულ პასუხისმგებლობაზე, რაც კიდევ უფრო მეტ სანდოობას სძენს ინვესტორებსა და მომხმარებლებს.