Paxos: Binance-თან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტი აღარ არის
ბოლო დროს კომპანიას Paxos ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ის მათ მოგვარებას Binance-ის დახმარების გარეშე აპირებს.
Reuters-ის ახალი ანგარიშის თანახმად, Binance-ის სტეიბლკოინის ემიტენტი Paxos Trust Company გეგმავს დაამტკიცოს, რომ სიდიდით მესამე სტეიბლკოინი Binance USD ფასიანი ქაღალდი არ არის. კომპანია მზადაა საკუთარი თვალსაზრისი სასამართლოში დაიცვას.
გავრცელებული ინფორმაციით, Paxos აწარმოებს ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელ კომისიასთან (SEC). Paxos-ის CEO-მ, ჩარლზ კასკარილიამ თანამშრომლებს წერილში აუწყა:
”ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული საუბარი SEC-თან და ვგეგმავთ გავაგრძელოთ ის ინდივიდუალურად”.
კასკარილიამ ასევე განაცხადა, რომ Binance-თან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული არც ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტის დირექტივასთან, რომელმაც Paxos-ს Binance USD-ის გამოშვების შეწყვეტა უბრძანა, არც საუბართან, რომელსაც Paxos-ი მარეგულირებელთან აწარმოებს. ”ბაზარმა ევოლუცია განიცადა და Binance-თან ურთიერთობა არ შეესაბამება ჩვენს ამჟამინდელ სტრატეგიულ პრიორიტეტებს,” - თქვა მან.
გასულ კვირას, SEC-მა, კრიტოვალუტის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების ფარგლებში, Paxos-ს აუწყა, რომ მათი ტოკენი ფასიან ქაღალდად უნდა დარეგისტრირდეს. პასუხად, Paxos-მა პირობა დადო, რომ 21 თებერვლიდან ახალი Binance USD-ის მინთს შეაჩერებს. ტოკენების მხარდაჭერა და გამოსყიდვა, სულ მცირე, 2024 წლის თებერვლამდე იმუშავებს.
Paxos-მა და Binance-მა თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყეს. შემდეგ ორმა კომპანიამ გააერთიანა ძალები და ერთად გამოუშვა Binance USD. მაშინ ორივე მოთამაშემ გრძელვადიანი და პერსპექტიული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
კრიპტოვალუტის ბაზარზე SEC-ის რეპრესიების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.