პლატფორმები სტეიკიგისთვის: რომელი ამოვარჩიოთ?

icon ONE
ფოტო - პლატფორმები სტეიკიგისთვის:  რომელი ამოვარჩიოთ?
სტეიკინგი არის მარტივი გზა პასიური შემოსავლის შესაქმნელად კრიპტოვალუტებიდან, რომლებიც მუშაობენ ბლოკჩეინზე Proof of Stake-ის ალგორითმზე. ის გულისხმობს პროცენტულ ჯილდოს ტრანზაქციების დამუშავების დასახმარებლად ქსელში ტოკენების დაბლოკვისთვის.
თავდაპირბველად სტეიკინგში  მონაწილეობა შესაძლებელი იყო  მხოლოდ კომპიუტერზე ნოდის (განაწილებული რეესტრის კვანძის) დაყენების შემდეგ. მაგრამ დროის განმავლობაში, მრავალი პლატფორმა გამოჩნდა, რომლებიც პროცესს ამარტივებს, პრაქტიუკულად მის  ავტომატიზაციას ახდენს. ახლა სტეიკინგი შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე დაწკაპუნებით ყოველგვარი დამატებითი მოქმედებების გარეშე, რაც ნამდვილად აქცევს მას პასიურ შემოსავალში. გარდა ამისა, ახლა "სტეიკინგის"  ცნება უფრო ფართო გახდა, ამას ასევე  კრიპტობირჟებზე გარკვეულ პროცენტად ტოკენების განთავსებას უწოდებენ.

მესამე მხარის სერვისის პროვაიდერი უკვე იმდენი არსებობს, რომ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტის შერჩევა დამოუკიდებლად რთულია. მოდით გადავხედოთ სტეიკინგის საუკეთესო  პლატფორმებს, რომლებიც შევარჩიეთ სანდოობის, უსაფრთხოების, რეპუტაციის, ხელმისაწვდომი საკომისიოს, მოგების მაღალი პროცენტების, მოსახერხებელი ინტერფეისის კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

MyCointainer

MyCointainer არის კრიპტომოედანი სხვადასხვა შემოსავლის შესაძლებლობით, რომელსაც  Financial Intelligence Unit (FIU) არეგულირებს. ის მხარს უჭერს ორი ტიპის სტეიკინგს: ავტომატურს და „ცივს“.

პირველ შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ ანგარიშზე დეპოზიტი შეგაქვთ, წინასწარ ქმნით სააღრიცვხო წიგნაკს და შემოსავლის ზრდას აკვირდებით. სტეიკინგის მეორე მეთოდი გულისხმობს ტოკენების დელეგირებას თქვენი კრიპტოსაფულედან პლატფორმის მასტერნოდებზე (არსებობს დელეგირების სახელმძღვანელო MyCointainer ვებსაიტზე).

ავტომატური სტეიკინგი მიმზიდველია იმით, რომ  მას არ აქვს ტოკენების დაბლოკვის პერიოდი, რაც ნიშნავს, რომ თანხის გატანა  ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. გადახდა ხდება ყოველდღე, სტეიკინგისთვის მინიმალური თანხაა 1 ევრო, ხოლო საკომისიო არ აღემატება 2%-ს. აქტივების არჩევანი დიდი და მრავალფეროვანია, მაგალითად:

  • Avalanche (AVAX), 11,4%;
  • Fuse (FUSE), 23,91%;
  • FIO (FIO), 34%
  • Cardano (ADA), 5,2%;
  • Сartesi (CTSI), 32%
  • Tether (USDT), 10%
  • USD Coin (USDC), 10%.

„ცივი“ სტეიკინგი  გთავაზობთ კრიპტოვალუტების შეზღუდულ არჩევანს ფსონისთვის. ყველაზე მაღალი პასიური შემოსავალი შეიძლება მიიღოთ Decimal-ის (DEL) ტოკენიდან - 101%. პლატფორმის კვანძებისთვის უფლებამოსილების დელეგირებისთვის მომხმარებელს ეძლევა ექსკლუზიური ბონუსები, მაგალითად, ისინი უბრუნებენ საკომისიოს 50%-ს ან აძლევენ სასაჩუქრე ბილეთს გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად.

Stake.Fish

Stake.Fish არის არაკასტოდილური (მხოლოდ თქვენ გაქვთ წვდომა თქვენს პირად გასაღებზე და სახსრებზე) სტეიკინგის პლატფორმა, რომელიც სპეციალიზებულია მხოლოდ ფსონზე. პროექტი გთავაზობთ ტოკენების ფართო არჩევანს განთავსებისთვის და მაღალ საპროცენტო განაკვეთებს:

  • DOT (Polkadot),  20%-მდე;
  • ETH (Ethereum), 6%-მდე;
  • ATOM (Сosmos), 20%-მდე;
  • MATIC (Polygon), 20-მდე
  • XTZ (Tezos), 10-მდე
  • (Persistence), 88%-მდე
  • (Juno), 160%-მდე და მრავალი სხვა.

პლატფორმა დამოუკიდებლად უშვებს საჯარო ვალიდატორის კვანძებს სხვადასხვა ბლოკჩეინზე, ასე რომ მომხმარებელს  კვანძის მენეჯერის მისამართზე მხოლოდ თავისი ტოკენების გაგზავნა და ჯილდოს დალოდება შეუძლია. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ როგორ გააკეთოთ ეს Stake.Fish ვებსაიტზე ვიდეო გაკვეთილის ნახვით. სტეიკინგის მოგება ირიცხება ყოველი შემოწმებული ბლოკის შემდეგ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის დაახლოებით 6 წამი.

 თითოეული ალტკოინისთვის, პლატფორმის ვებსაიტზე არის ცალკე განყოფილებები, რომლებიც შეიცავს ძირითად ინფორმაციას, რომელსაც სტეიკინგამდე უნდა გაეცნოთ. მომსახურების საშუალო საკომისიო შეადგენს მოგების თანხის 4%-ს.

Cake Defi

Cake Defi არის სინგაპურში დაფუძნებული კომპანია, რომელიც გთავაზობთ კრიპტოშემოსავლის მრავალ ინსტრუმენტებს, მათ შორის სტეიკინგს. კვანძების პულებთან მიერთებით კლიენტი სტეიკინგისგან 19.5%-მდე შემოსავალს იღებს. პლატფორმა მუშაობს წინა პლატფორმების მსგავსად, რაც გამორიცხავს მომხმარებლის მიერ ნოდის დამოუკიდებლად გაშვებას და ტრანზაქციების გადამოწმებას. თუმცა, ფსონის დადება შეგიძლიათ მხოლოდ სამ ტოკენზე:

  • ETH (4,8%);
  • DFI (19,5%);
  • DASH (5,4%).

წარმოდგენილი APY გამოითვლება საკომისიოს ჩათვლით და ჯილდოს საბოლოო თანხას წარმოადგენს. Cake Defi ვებსაიტზე შეგიძლიათ შეწყვიტოთ ფსონი მაუსის ერთი დაწკაპუნებით და პლატფორმა არ აწესებს შეზღუდვას ფსონის ოდენობაზე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეამოწმოთ ნოდის მისამართის წარსული აქტივობა მისი ლეგიტიმურობის დასადასტურებლად.

კომპანია აქვეყნებს კვარტალურ ანგარიშებს, სადაც აღწერს მის ფინანსურ ცვლილებებს, მიუთითებს პროექტის საგზაო რუკის განახლებებს, გადახდილი ანაზღაურების ოდენობას აჩვენებს და ა.შ.

WhiteBit

WhiteBit არის ერთ-ერთი პოპულარული კრიპტობირჟა, რომელიც, სხვა სერვისებთან ერთად,  30%-მდე ოდენობით უკომისიო სტეიკინგს გთავაზობთ. კრიპტოვალუტებზე პროცენტული მოგენის მისაღებად, საკმარისია დეპოზიტის შეტანა ძირითად ბალანსზე და საჭირო სტეიკინგის გეგმის შერჩევა. ასეთი 6 არსებობს: 10, 20, 30, 60, 180 და 360 დღიანი.

რაც უფრო დიდხანს ინახება აქტივები სტეიკინგზე, მით უფრო მაღალია პროცენტული სარგებელი. ყველაზე მაღალი მოგება (30%) შემოთავაზებულია ბირჟაზე USDT-ის შენახვაზე 360 დღის განმავლობაში. სხვა ვარიანტებს შორის გვხვდება: EOS, XRP, XLM, LINK, TRX, LTC, APE, MATIC, DOT, SOL, USDC, SHIB (0.4%-დან 28%-მდე).

თქვენ ასევე შეგიძლიათ WhiteBit ბირჟაზე Bitcoin-ის დასტეიკვა, თუმცა ის  PoW ალგორითმზე მუშაობს და არა PoS-ზე. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს განპირობებულია იმით, რომ „სტეიკინგის“ ცნება გასცდა თავდაპირველ ინტერპრეტაციას. ბირჟებზე ტოკენების დაბლოკვა ბლოკჩეინების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული არ არის.

Kraken

Kraken - არის კიდევ ერთი ცნობილი კრიპტოვალუტის ბირჟა 23%-მდე სტეიკინგის სერვისით. იმისათვის, რომ დაიწყოთ პასიური შემოსავლის მიღება, საკმარისია დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე, შეავსოთ თქვენი დეპოზიტი და აირჩიოთ რომელი აქტივების გაგზავნა გსურთ სტეიკინგზე. გადახდა ხდება კვირაში 2-ჯერ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომენტალურად გათიშოთ სერვისი. ჯილდოს მისაღებად შემდეგი კრიპტოვალუტებია ხელმისაწვდომი:

  • Algorand (ALGO),  4%-მდე;
  • Cardano ADA, 6%-მდე;
  • Cosmoc ATOM,  15%-მდე;
  • Ethereum 2.0 (ETH2), 7%-მდე;
  • Flow (FLOW),  9%-მდე;
  • Cava (CAVA), 18%-მდე და სხვები.

WhiteBit-ის მსგავსად, Kraken არ იხდის გადასახადს ტოკენების დადებასა და მიღებული პასიური შემოსავლის გამოტანისთვის.

როგორც ხედავთ, თითოეული ეს პლატფორმა უნიკალურია. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულია სტეიკინგის  აქტივების სიმრავლით, პროცენტით, საკომისიოთი, უპირატესობებით.  შეადარეთ ისინი ერთმანეთს, ვიდრე გადაწყვეტთ რომელია თქვენთვის ხელსაყრელი. და არ დაგავიწყდეთ მთავარი წესი - არასოდეს დასტეიკოთ  იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლიათ საკუთარ თავს დაკარგვის უფლება მისცეთ: