პოლიციამ Bithumb-ის ბირჟის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა

icon ONE
ფოტო - პოლიციამ  Bithumb-ის ბირჟის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა
სამხრეთ კორეის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ბირჟის ერთ-ერთ თანამშრომელი ფასებით მანიპულირებს და ინსაიდერულ ვაჭრობას ეწევა. ხუთშაბათს პოლიციამ გაჩხრიკა Bithumb-ის ოფისი, რათა მოეპოვებინა და ამოეღო ინფორმაცია უკანონო ტრანზაქციების შესახებ.
პროკურორის თქმით, თავად ბირჟისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ, მაგრამ გამოძიება გრძელდება, თუმცა პოლიციური რეიდი დაემთხვა გამოძიებას Bithumb-ის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილობრივი საგადასახადო ორგანო გადასახადებისგან თავის არიდებაში, თანხების მიტაცებაში და უკანონო ტრანზაქციების გატარებაში ადანაშაულებს.

სამხრეთ კორეაში მკაცრი კრიპტორეგულირების შემოღების შემდეგ, დაახლოებით 70 სავაჭრო პლატფორმა იძულებული გახდა დახურულიყო. Bithumb დარჩა ერთ-ერთი ოთხი ბირჟიდან ადგილობრივ ბაზარზე.

GC
GN Crypto
ავტორი