ბლოკჩეინ-პროექტ Polkadot-ის მიმოხილვა

ფოტო - ბლოკჩეინ-პროექტ Polkadot-ის მიმოხილვა
Polkadot კრიპტოვალუტის ქსელია, რომლის მიზანი სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის ხიდებისა და ურთიერთქმედების შექმნაა.
მაგალითად, ბლოკჩეინებს Bitcoin და Ethereum განსხვავებული პოზიციონირება და მიზნები აქვთ. Polkadot შექმნილია იმისათვის, რომ  ერთი „მულტი-ბლოკჩეინის“ ფარგლებში მათი „თავსებადობა“ და ურთიერთქმედება გაზარდოს.

Polkadot-ის დახმარებით ქსელთაშორისი კავშირების აგების რეალიზაციის ასახსლენად დეტალური გზამკვლევი მოვამზადეთ.

შექმნის ისტორია

Polkadot დოქტორმა გევინ ვუდმა შექმნა. სწორედ ვუდია ბლოკჩეინ Ethereum-ის თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი თანადამაარსებელი. მან შეიმუშავა ამ ქსელის პირველი კოდი, დაწერა მისი კონფიგურაცია და შექმნა პროგრამირების ენა Solidity, რომელსაც ახლა სმარტ-კონტრაქტებზე დაფუძნებული, კრიპტოვალუტური  პროექტების უმეტესობა იყენებს.

2016 წლის 11 იანვარს გევინ ვუდმა Ethereum დატოვა, რადგან პროექტმა „მისი მოლოდინი არ გაამართლა“. Polkadot-ის განვითარება 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და უკვე ოქტომბერში გევინმა, კოლეგა მარეკ კოტევიჩთან ერთად, Whitepaper-ის პირველი ვერსია წარმოადგინა.

ერთი წლის შემდეგ შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია Web3 Foundation, რომელიც მომავალ ბლოკჩეინში ჩადებული ინვესტიციების თანხებს ანაწილებდა. თავად Polkadot ძირითადად შექმნილია სხვა ქსელების ორი ძირითადი პრობლემის გადასაჭრელად:

  • მასშტაბირების გაზრდა; 
  • თითოეული ბლოკჩეინის იზოლაციის ლიკვიდაცია, რომლებიც ცალ-ცალკე არსებობს და ფუნქციონირებს.

საინვესტიციო რაუნდები

პირველი ტოკენსეილი 2017 წელს გაიმართა. მაშინ $145 მილიონის მოზიდვა მოხერხდა. ორი წლის შემდეგ Web3 Foundation-მა დაფინანსების დამატებითი რაუნდი გამართა და 500000 DOT გაყიდა.

Crunchbase-ის თანახმად, Polkadot-მა ჯამში 11 საინვესტიციო რაუნდი დახურა, მოზიდული თანხების ჯამური ოდენობა კი  $293.7 მილიონი იყო. დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო 30 სხვადასხვა ფონდმა, ინსტიტუციურმა ინვესტორმა და კომპანიამ, რომელთა შორის იყვნენ Kosmos Ventures, Krenex Capital, James Sowers, Hashke, Mapleblock Capital. ლისტინგამდე Polkadot-ის პროგნოზირებული კაპიტალიზაცია $1.2 მილიარდად შეფასდა. 
Polkadot-ის საინვესტიციო სტატისტიკა (Crunchbase)

Polkadot-ის საინვესტიციო სტატისტიკა (Crunchbase)

ბლოკჩეინის მუშაობის მექანიზმი

ტექნოლოგიურად, ბლოკჩეინი Polkadot აგებულია შემდეგი ძირითადი ნაწილებით:

Relay Chain - Polkadot-ის საბაზისო ქსელი, მულტი-ბლოკჩეინის ფორმირების ბირთვი, რომელთანაც ურთიერთქმედებას სხვა ქსელები მოახდენენ და რომელსაც მოგვიანებით პარაჩეინები უკავშირდება;

პარაჩეინი - ინდივიდუალური ბლოკჩეინები, რომლებიც ტრანზაქციებს ახორციელებენ და Polkadot-ის ქსელს უკავშირდებიან. ეს ბლოკჩეინები პირველი რგოლია, რომელიც  Polkadot-ის ქსელს სხვა ბლოკჩეინებთან აკავშირებს.

Bridge Chain - სპეციალური ხიდი, რომელიც Polkadot-ის ქსელს აკავშირებს განსხვავებული არქიტექტურის მქონე ბლოკჩეინებთან (მაგალითად, Bitcoin, Ethereum ან Solana).
Relay Chain, Polkadot-ის პარაჩეინებისა და სხვა ბლოკჩეინების ურთიერთქმედების მექანიზმი (Whitepaper)

Relay Chain, Polkadot-ის პარაჩეინებისა და სხვა ბლოკჩეინების ურთიერთქმედების მექანიზმი (Whitepaper)

მექანიზმი, ერთი შეხედვით, შეიძლება, რთულად მოგეჩვენოთ. გაცილებით მარტივად რომ ვთქვათ, Polkadot-ს აქვს მთავარი ქსელი, რომელიც გარშემორტყმულია პარაჩეინებით, რომლებიც სპეციალურად არის დაპროგრამებული თითოეული ქსელისთვის, რომელთანაც მათ მომავალში ურთიერთქმედება ექნებათ. სწორედ ხიდის მეშვეობით უკავშირდება პარაჩეინები ყველა დანარჩენ ქსელს, რაც დიდ დეცენტრალიზებულ ჯაჭვს ქმნის.

კონსენსუსის ალგორითმი

Polkadot საბაზო ალგორითმით Proof-of-Stake ფუნქციონირებს. მიუხედავად ამისა, ბლოკჩეინის კონცეფცია, პარაჩეინების არსებობით, ქმნის რიგ თავისებურებებს, რომლებიც არსებობს  კონსენსუსის ალგორითმში:

■ ნომინატორების არსებობა. ეს ქსელის წევრებია, რომლებსაც  ვალიდატორის გირაო შეაქვთ, რომელიც მისი საქმიანობის განსახორციელებლად არის საჭირო. თავად ნომინატორები გარიგების დადასტურების პროცესში არ მონაწილეობენ;

■ ვალიდატორები ტრანზაქციებს ამუშავებენ ყველა პარაჩეინში და არა მხოლოდ Polkadot-ის ქსელში. ვალიდატორების მუშაობის განაწილება შემთხვევითობის პრინციპით ხდება. მუშაობის დასაწყებად, ვალიდატორმა გირაო უნდა შეიტანოს (ამას ნომინატორი აკეთებს).

ამრიგად, Polkadot, ფაქტობრივად, ჰიბრიდული ალგორითმით Nominated Proof-of-Stake (NPoS) ფუნქციონირებს.

პარაჩეინების აუქციონები

პირველ რიგში, Polkadot-ის პარაჩეინის შექმნა, Parachain Development Kits-ის (PDK) წყალობით, საკმაოდ მარტივია. ეს არის დეველოპინგის ჩაშენებული გარემო ყველა ხელსაწყოთი, რომელიც ცალკეული პარაჩეინის შესაქმნელად არის აუცილებელი. სხვადასხვა PDK, როგორიცაა Substrate, ან Cumulus, Polkadot-თან დაკავშირებასა და პარაჩეინის შექმნას აადვილებს.

მეორეც, სრულფასოვანი ამოქმედებისთვის, პარაჩეინმა აუქციონი  უნდა მოიგოს. ეს არის ღონისძიენა, როდესაც მომხმარებლებს თავისი DOT-ები შეაქვთ, რითაც მათთვის საინტერესო პარაჩეინის ამოქმედებას აძლევენ ხმას. მათთვის საჭირო ქსელის გამოშვების შემდეგ, პარაჩეინის აუქციონების ყველა მონაწილე ახალი პროექტის ტოკენს იღებს. თავად DOT-ები ამ ფორმულაში კი არ იწვება, არამედ მხოლოდ 96 კვირით (2 წლით) იბლოკება. კროადლონის ამ პროცესისა და პარაჩეინების აუქციონის შესახებ  დაწვრილებით ცალკე სტატიაში ვისაუბრეთ.

თანაც, საკუთარი პარაჩეინების აუქციონების ამოქმედებამდე, Polkadot-მა ტესტირება Kusama-ს ქსელში ჩაატარა. ეს Polkadot-ის პროტოტიპია, რომელიც ძირითად ქსელში გადასატანი ყველა გადაწყვეტილების წინასწარი გადამოწმებისთვის შეიქმნა. ოღონდ, სტანდარტული ტესტნეტებისგან განსხვავებით, Kusama სრულფასოვანი ქსელია, რომელიც mainnet-ში მუშაობს და აქვს საკუთარი კრიპტოვალუტა KSM. ასე რომ, ამ ბლოკჩეინზე ნებისმიერი მოქმედებისთვის რეალური ფულის გადახდა მოგიწევთ. 

ამ დროისთვის ბლოკჩეინზე Polkadot რეალიზებულია 33 პარაჩეინი, ხოლო Kusama-ზე 42.
პარაჩეინების აუქციონებში მონაწილეობის გვერდი Polkadot-სა და Kusama-ზე

პარაჩეინების აუქციონებში მონაწილეობის გვერდი Polkadot-სა და Kusama-ზე

კრიპტოვალუტა DOT

ძირითად ქსელში ტოკენი DOT რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. ყველა ტრანზაქცია და ოპერაცია საკომისიოს გადახდას DOT-ში მოითხოვს, მონეტები საჭიროა პროტოკოლის მენეჯმენტისა და პარაჩეინების კონტროლისთვის, ასევე ტოკენები ბაზრის აქტიურ მონაწილეებზე სტეიკინგის პროცესში ნაწილდება. აქტივის მთავარი მახასიათებლებია:

  • მაქსიმალური ემისია - არ არის შეზღუდული;
  • სულ მიმოქცევაში - 1,2 მილიარდი DOT;
  • საბაზრო ფასი – $5,77;
  • კაპიტალიზაცია - $6,8 მილიარდი;
  • დღიური ვაჭრობის მოცულობა - $404 მლნ.

კრიპტოვალუტა DOT ივაჭრება ბირჟებზე WhiteBIT, KuCoin, Kraken, Huobi, Gate, Coinbase. სავაჭრო პლატფორმების სრული სიის ნახვა შესაძლებელია Coingecko-სა და Coinmarketcap-ის ვებგვერდებზე,  განყოფილებაში „ბაზრები“.
ტოკენ DOT-ის კურსის დინამიკა

ტოკენ DOT-ის კურსის დინამიკა

მიმდინარე განვითარება

DOT-ის ფასის ისტორიული მაქსიმუმი 2021 წლის 5 ნოემბერს დაფიქსირდა და $54 შეადგინა. მას შემდეგ აქტივის ფასი 95%-ით დაეცა.

პარაჩეინის აუქციონები DOT-ის მიწოდების შესამცირებლად სტიმული უნდა ყოფილიყო. თუ მომხმარებელი ახლადგამოსული პარაჩეინის მონეტებით მოგებას მიიღებს, მაშინ ქირის სლოტში DOT-ს შეინარჩუნებს და მონეტები არ გაიყიდება. მაგრამ დათვური ბაზრის გამო, მომხმარებლები არა მხოლოდ არ ახდენენ ინვესტიციას ახალ პროექტებში Polkadot-ზე, არამედ დაუყოვნებლივ მიაქვთ თანხები განბლოკვის შემდეგ, რათა ისინი საბაზრო ფასად გაყიდონ.

ეს, რაც თავად ტოკენის პერსპექტივებს ეხება. თუ კონკრეტულად ქსელზე ვისაუბრებთ, პროექტი გაცხადებული ტემპებით ვითარდება და მიუხედავად იმისა, რომ პარაჩეინები მცირე ოდენობის დაფინანსებას აგროვებენ, ისინი მაინც ვითარდებიან და  ბაზარზე გადიან. სავარაუდოდ, Polkadot სრული პოტენციალის რეალიზებამდე ჯერ კიდევ შორსაა, რადგან ქსელებს შორის ხიდების ინტეგრირება და ინდივიდუალური ბლოკჩეინის განვითარება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც შეიძლება, წლები, ან თუნდაც ათწლეულები დასჭირდეს.