Polygon Labs-მა Polygon 2.0 წარადგინა

icon MATIC
ფოტო - Polygon Labs-მა Polygon 2.0 წარადგინა
კომპანიამ დააანონსა Polygon 2.0 - განახლების ფართო პაკეტი, რომელიც ინტერნეტის ღირებულების დონის შესაქმნელადაა განკუთვნილი. სწორედ ასე ხედავს Polygon Labs მომხმარებლებისთვის ღირებულებების შექმნის, გაცვლისა და პროგრამირების შესაძლებლობების გაფართოებას.

განახლება Polygon 2.0 მიზნად ისახავს Polygon-ის ტრანსფორმაციას კერძოდ კი ისეთი საკვანძო ელემენტების გადასინჯვას, როგორიცაა პროტოკოლის არქიტექტურა, ტოკენომიკა და მართვა.

კომპანიის მომავალი საგზაო რუკა, Zero-Knowledge (ZK) ტექნოლოგიის ინტეგრაციის წყალობით, შეუზღუდავი მასშტაბირებისა და უნიფიცირებული ლიკვიდობის მიღწევას ითვალისწინებს. განახლება პროტოკოლებს გააერთიანებს და zk-EVM, PoS და სუპერქსელების შეუფერხებელ გამოყენებას უზრუნველყოფს, რითაც ერთიან ჯაჭვს ქმნის.

კომპანიის პრეზიდენტმა, რაიან ვიატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტოკენების განვითარება და გრძელვადიანი დეცენტრალიზებული მართვა  Polygon 2.0-ის უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს წარმოადგენს.

უახლოეს კვირებში გუნდი გაშლის Polygon 2.0-ის თითოეული კომპონენტის სპეციფიკას, განიხილავს სამომავლო Polygon PoS-ის ჯაჭვს, ტოკენ MATIC-ის გამოყენებასა და განვითარებას, ასევე პროტოკოლისა და ხაზინის გაუმჯობესებულ ერთობლივ მართვაზე გადასვლას.

GC
GN Crypto
ავტორი