Instagram+Polygon: სოციალური ქსელი NFT პლატფორმა გახდება

ფოტო - Instagram+Polygon: სოციალური ქსელი NFT პლატფორმა გახდება
Meta-მ Instagram -სთვის ახალი ინსტრუმენტები წარადგინა. ახლა მომხმარებლებს შეეძლებათ შექმნან და გაყიდონ NFT როგორც სოციალურ ქსელში, ასევე მის გარეთ.
კომპანია იუწყება  Polygon-თან თანამშრომლობის შესახებ, რომლის საშუალებითაც ავტორებს საშუალება  ექნებათ  შექმნან და  ივაჭრონ NFT-ებით. მალე Instagram-ი საკოლექციო ნიფთების შესაქმნელად, დასათვალიერებლად და გასაყიდად ინსტრუმენტების კომპლექსზე წვდომას გახსნის. სოციალური ქსელის ახალი შესაძლებლობების შეფასება პირველ რიგში აშშ-დან შერჩეულ მომხმარებელთა  გუნდს შეეძლება.
წყარო: about.fb.com

წყარო: about.fb.com

წყარო: about.fb.com

წყარო: about.fb.com

Meta-ში განაცხადეს დემონსტრირებისთვის ხელმისაწვდომი  NFT-ების სიის გაფართოების შესახებ, რომელიც ახლა ვიდეოებსაც მოიცავს, ასევე  Solana ბლოკჩეინისა   და Phantom -ის საფულეების მხარდაჭერის შესახებ. მ კატეგორიის უახლესი განახლება არის OpenSea ბაზარზე განთავსებული კოლექციების მეტამონაცემების შესწავლის შესაძლებლობა პირდაპირ Instagram-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით.

Meta-ს კომერციისა და ფინანსური ტექნოლოგიების დირექტორმა სტეფან კასრიელმა Medium პლატფორმაზე ბლოგში აღნიშნა:

„მთავარი პრობლემა, რომელსაც შემქმნელები ახლა აწყდებიან, იმაში მდებარეობს რომ ისინი გრძნობენ,   მათი ურთიერთობები საკუთარ თაყვანისმცემლებთან "ჩაკეტილია" გარკვეულ პლატფორმებზე, რის შედეგადაც ისინი ქმნიან და მართავენ არსებობას და საზოგადოებას მრავალ პლატფორმაზე“.

ის დარწმუნებულია, რომ ბლოკჩეინი დაეხმარება თანამედროვე ავტორებს არა მხოლოდ კონტროლში, არამედ მათი ნამუშევრების მონეტიზაციაშიც. კერძოდ, ეს შესაძლებელი გახდება ახალი ტიპის ციფრული აქტივებისა და ბიზნესის განვითარების მდგრადი გზების შექმნით.

კასრიელის აზრით, ბლოკჩეინის გამოყენება გააუმჯობესებს არსებული ბიზნეს მოდელების ეფექტურობას, ასევე გახდება გულშემატკივრებთან პირდაპირი და მომგებიანი ურთიერთობების საფუძველი. რაც შეეხება ხელოვანებისა და Meta-ს თანამშრომლობის პირობებს, ისინი ასე გამოიყურება:

„Meta არ დააკისრებს საკომისიოს ციფრული საკოლექციო ნივთების შექმნისა და გაყიდვისთვის 2024 წლამდე (თუმცა აპლიკაციებში შესყიდვა კვლავ მოითხოვს გადასახადს აპების მაღაზიაში), ხოლო გაშვებისას მყიდველებისთვის, ჩვენ დავფარავთ ბლოკჩეინის გადასახადებს („გაზის გადასახადი“).

Instagram-ი ცდილობს მომხმარებლებს NFT-ებით ურთიერთქმედება გაუმარტივოს და თაყვანისმცემლებს უშუალო კომუნიკაციის საშუალება მისცეს საყვარელ ავტორებთან. უახლესი განახლებები მხოლოდ პირველი ნაბიჯებია ციფრული საკოლექციო ნივთების პოპულარიზაციისა და მათი შემქმნელებისთვის დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. კასრიელის აზრით, ახალი ინსტრუმენტები არ იქნება მხოლოდ მხატვრებისთვის აქტუალური.

 „ამ ტექნოლოგიას შეუძლია დაეხმაროს ყველა სახის ავტორს - მუსიკოსებს, დიზაინერებს, დეველოპერებს, სპორტსმენებს და სხვას - იპოვონ თავიანთი აუდიტორია, შექმნან პერსონალური გამოცდილება თაყვანისმცემლებისთვის და მოახდინოს მისი მონეტიზაცია ნებისმიერი გზით, რაც საუკეთესოდ იმუშავებს მათი საზოგადოებისთვის“.

Sidebar ad banner
Recommended