Porsche-ს NFT-კოლექციის ჩავარდნა
საავტომობილო გიგანტის, Porsche-ს NFT-კოლექციის გუშინდელი გაშვება, ჯერ-ჯერობით წარუმატებელია.
პირველი დღის განმავლობაში, ყველა NFT-ბარათის მხოლოდ 18% გაიყიდა, ხოლო ფასი OpenSea-ზე გამოცხადებულთან შედარებით თითქმის 10%-ით დაეცა.
NFT-ის მცოდნეებმა აღნიშნეს, რომ „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“ და უსურვეს ბრენდს Web3 სამყაროში პარტნიორების მხარდაჭერა მოეპოვებინა.