პლანეტის გადარჩენის დროა! PoC (ანუ "Proof of Climate")

ფოტო - პლანეტის გადარჩენის დროა! PoC (ანუ "Proof of Climate")
საბანკო კონგლომერატები SEB და Crédit Agricole CIB ციფრული ბონდების საკუთარი ბლოკჩეინ პლატფორმა so|bond-ის ასამოქმედებლად ძალისხმევას აერთიანებენ. ის უნიკალური პროტოკოლით Proof of Climate იმუშავებს. პროექტის მიზანი წარმადობის სტიმულირება და ფინანსურ ბაზრებზე ემიტენტებისთვის მონაცემთა სინქრონიზაციის უზრუნველყოფაა.
ეს პლატფორმა პიონერია ბლოკჩეინ პროტოკოლის "Proof of Climate“ დანერგვაში. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ ალგორითმის წყალობით შეამცირებენ ვალიდაციის ნოდები გარემოზე ზემოქმედებას. ბოლოს და ბოლოს, რაც უფრო ნაკლებად აზიანებ ეკოლოგიას, მით უფრო მეტ ჯილდოს იღებ. ბლოკჩეინის ფარგლებში მწვანე ინიციატივების წახალისება არის შესაძლებლობა კრიპტოინდუსტრიისთვის, საბოლოოდ დაუჭიროს მხარი განახლებად ენერგიას.  

ამრიგად, პროტოკოლი Proof of Climate ბლოკჩეინს ეკომეგობრულ  ტექნოლოგიად გადააქცევს. ეს ხელს შეუწყობს იმ სტერეოტიპებისგან თავის დაღწევას, თითქოს ეს ინდუსტრია "მწვანე" ტენდენციებთან შეუთავსებელია. პლატფორმა ინვესტორებს სტაბილურ ალტერნატივას სთავაზობს იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც მხარს უჭერენ განახლებად ენერგიას. გარდა ამისა, so|bond ამ სფეროში სოციალურად ორიენტირებული და ეკომეგობრული მიდგომის მიმდევართა რიგებს შეუერთდება.  

ეკოლოგიური ბლოკჩეინის პრინციპების პოპულარიზაციის გზით, ასეთი გადაწყვეტილებები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებში მწვანე იდეების პოპულარიზაციის საწინდარი გახდება.

GC
GN Crypto
ავტორი