Puke 2 Earn: ხელოვნებისა და თამაშის წინააღმდეგობრივი სილამაზე

icon ETH
icon APE
icon NFT
icon SUI
ფოტო - Puke 2 Earn: ხელოვნებისა და თამაშის წინააღმდეგობრივი სილამაზე
Puke 2 Earn Ape Club არის 10 000 უნიკალური NFT-ისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ითამაშოთ Puke 2 Earn - თავსატეხი ტოკენების გამომუშავების შესაძლებლობით. მაიმუნების კოლექცია გამოვა ორ ბლოკჩეინზე: Ethereum (უკვე გამოიცა) და Sui (ძირითადი ქსელის ამოქმედების შემდეგ).
დეველოპერები აღნიშნავენ, რომ კოლექციის ორ ბლოკჩეინზე ამოქმედებას თავისი უპირატესობები აქვს:

1. ხელმისაწვდომობა უფრო ფართო აუდიტორიისთვის

ორი ბლოკჩეინის გამოყენება კოლექციას მეტი მყიდველის მოზიდვაში დაეხმარება. კოლექციაზე წვდომის მიღებას ბევრი ვერ შეძლებდა, თუ ის მხოლოდ ერთ ბლოკჩეინზე ამოქმედდებოდა.

2. მეტი დეცენტრალიზაცია

Puke 2 Earn Ape Club ნაკლებად იქნება დამოკიდებული ერთ ბლოკჩეინზე, რომლის შემთხვევაში არის ხარვეზების, ან კოორდინირებული შეტევების რისკი. ამის წყალობით კოლექცია იქნება უფრო მდგრადი პოტენციური პრობლემების მიმართ და უფრო ხელმისაწვდომი ახალი პლატფორმებისთვის.

3. მოქნილობა და მასშტაბირება

თითოეული ბლოკჩეინი სთავაზობს საკუთარ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს: სწრაფი ტრანზაქციები, ან დაბალი საკომისიო. NFT კოლექცია  შეძლებს, გამოიყენოს სხვადასხვა ბლოკჩეინის სასარგებლო თვისებები და მოერგოს საზოგადოების საჭიროებებს.

პროექტი პოპულარულობით სარგებლობს (100000-ზე მეტი გამომწერი ტვიტერში), მაგრამ გუნდი სრულ ანონიმურობას ინარჩუნებს და თან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიასაც აწარმოებს: როლების გათამაშებები, Galxe OAT NFT-ის გამოშვება და Crew3-ის კამპანია Discord-ში როლების დასარიგებლად. ცოტა ხნის წინ, NFT ტრენდების მხარდაჭერის ფარგლებში, BTC Ordinals-ზე მათ 500 NFT მოჭრეს.

მაგრამ დეველოპერები Ethereum-ზე ოფიციალური მინთინგის დროს კრიტიკას მაინც წააწყდნენ. საზოგადოება აღშფოთებული იყო, რომ ფასი Discord-ისა და WL-ის გარკვეული როლების მფლობელებისთვის არაფრით განსხვავდებოდა ყველასთვის ხელმისაწვდომისგან ($70). ახლა Puke 2 Earn Ape Club-ის შეძენა OpenSea-ზეა შესაძლებელი. მინიმალური ფასი დაახლოებით $85-ს შეადგენს (სტატიის მომზადების მომენტში).

მოგვიანებით, Ethereum-ზე არსებული NFT-ების ყველა მფლობელი მიიღებს შესაბამის დუბლიკატს Sui-ზე, თამაშშიდა NFT-სა და ადრეულ წვდომას თამაშზე Puke 2 Earn, უკვე შემუშავებული წესებითა და ეკონომიკით.

თამაში Puke 2 Earn

Puke 2 Earn არის ბლოკჩეინ თამაში Sui-ზე, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ, გამოიმუშაონ ტოკენები და დახარჯონ ისინი თამაშშიდა შესყიდვებზე, ან თავიანთ ანგარიშზე გადარიცხონ.

თამაშში, შეზღუდულ დროში (5 წუთში), სხვადასხვა სირთულის თავსატეხები უნდა ამოხსნათ. როგორც კი თავსატეხი ამოხსნილია, მაიმუნს გული აერევა და მოთამაშე BURP ტოკენს მიიღებს. 31-ე დონის შემდეგ, შეგიძლიათ, გამომუშავებისთვის სხვა ტოკენი - PUKE აირჩიოთ.

BURP არის თამაშშიდა ტოკენი უსასრულო მარაგითა და წვის მექანიზმით, რომელიც თამაშში შესრულებულ მოქმედებებს ეფუძნება. გამომუშავებაზე ლიმიტი იქნება დაწესებული, მისი გამოყენება კი შესაძლებელია NFT-ებისა და თამაშშიდა ატრიბუტების ყიდვა/გაყიდვის მიზნით.

PUKE არის Puke 2 Earn-ის  მმართველობითი ტოკენი და ბაზარზე გამოშვებისთანავე იქნება ხელმისაწვდომი. მოთამაშეებს შეუზღუდავად შეუძლიათ მისი გამომუშავება, იმ ადამიანების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც თამაშში PUKE-ს რეალურ დროში იღებენ. ასევე არსებობს წვის მექანიზმიც.

თამაში შეიცავს ბევრ ელემენტს (ბედის ბორბალი, Toilet NFT, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები და ა.შ.), რომლებიც ჰარმონიულად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. უფრო ვრცლად ამის შესახებ აქ წაიკითხეთ.