Puma-მ 3D მეტავერსი აამოქმედა

ფოტო - Puma-მ 3D მეტავერსი აამოქმედა
Puma-მ, სპორტული ტანსაცმლის საკულტო ბრენდმა, გააფართოვა თავისი ციფრული კვალი მეტავერსში შესვლით. 13 ივნისს კომპანიამ აამოქმედა უნიკალური 3D ვირტუალური სივრცე სახელწოდებით Black Station.
მიუხედავად იმისა, რომ Black Station-ის საინტერესო სამყარო ყველასთვის ღიაა, RB ტოკენის მფლობელებს განსაკუთრებული უპირატესობები აქვთ. ტოკენები, რომლებიც NFT Puma Pass-ის მფლობელებმა მიიღეს, მათ საშუალებას აძლევს შეიძინონ Rulebreaker-ის ბრენდის ციფრული სპორტული ფეხსაცმელი და მოითხოვონ ორი ტარებადი ციფრული მოწყობილობა. დღეს ამ ტოკენის ფასია 0.0125 ETH.

მაგრამ, Puma ირწმუნება, რომ RB ტოკენის გარეშეც კი, Black Station გთავაზობთ უამრავ ინტრიგას და თავგადასავალს. ვიზიტორებს შეუძლიათ გაისეირნონ ღრუბლოვან ქალაქ უნკაიში ან გამოიკვლიონ მიწისქვეშა კლუბ Unter-ის  საიდუმლოებები.

RB მფლობელებს შეუძლიათ თავიანთი ტოკენების დაწვა 13-დან 20 ივნისამდე Black Station-ში. ეს მათ აძლევს ექსკლუზიურ წვდომას ამ ციფრულ სამყაროში პროდუქციის ასორტიმენტის დროპზე. Puma-ს საგზაო რუკის მიხედვით, წელს Black Station გეგმავს უმასპინძლოს კიდევ რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებასა და NFT დროპებს, მაგრამ მათი შეთავაზებები 2024 წლისთვის არ გაჟღერებულა.

Black Station კვლევისთვის ხელმისაწვდომი  23 ივნისამდე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ იგეგმებოდა ალტერნატიული ბლოკჩეინის პლატფორმების გამოყენება, Puma-მ არჩევანი Ethereum-ზე შეაჩერა. პლატფორმაზე ციფრული საკოლექციო ნივთების შეძენა შესაძლებელია საკრედიტო ბარათით ან ETH-ით, საფულის მეშვეობით.

Puma-მ  ინტერესი NFT-ების მიმართ პირველად 2022 წლის თებერვალში გამოავლინა. შემდეგ კომპანიამ დაარეგისტრირა დომენი Ethereum Name Service  და Twitter-ზე აიღო ფსევდონიმი Puma.eth. მას შემდეგ ბრენდმა განახორციელა დიდი ინვესტიცია  კატებით შთაგონებულ რამდენიმე NFT კოლექციაში, კერძოდ კი Cool Cats NFT, Lazy Lions, Gutter Cat Gang და CatBlox.

GC
GN Crypto
ავტორი