ჯერ იყო FTX-ის გაკოტრება, შემდეგ მარეგულირებლების თავდასხმები უმსხვილეს CEX ბირჟაზე Binance, SEC მხრიდან ინფორმაციის შემოგდება, რომ ყველა კრიპტო, ბიტკოინის გარდა, არის „ფასიანი ქაღალდი“, ახლა კი საგანგაშო სიგნალები კიდევ ერთი მსხვილი ბირჟისგან Huobi. რა ხდება იქ?
ბოლო დროს "FUD-სიახლეების ქარს“ Huobi-ს შესახებ ძირითადად ნეგატიური ამბები მოაქვს. არა, საგანგაშო და კრიტიკული ჯერ არაფერია. Huobi ძალიან შორს არის FTX-ის პრობლემებისგან, მაგრამ ყველა კრიპტოინვესტორი მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრალიზებულ კრიპტობირჟას, რომელიც ვაჭრობის მოცულობით ლიდერთა ჯგუფში შედის და ვიზიტორთა რაოდენობით მეორე ადგილზეა Binance-ის შემდეგ (Coinmarketcap-ის სტატისტიკის მიხედვით).
პრობლემების არსებობის პირველი მანიშნებელი გახდა ინფორმაცია პერსონალის 20%-ით შემცირების შესახებ. შემდეგ შეამცირეს დატვირთვა სახელფასო ფონდზე - ჩვეულებრივი პრაქტიკა მრავალი კრიპტოსტარტაპისთვის გაჭიანურებული დაღმავალი ტრენდის დროს. ასე მოიქცა ათობით სხვა ბირჟა და კომპანიაც.
2023 წლის თებერვალში, Huobi-მ გამოაცხადა, რომ საკუთარი საფულე Cloud Wallet-ის (iToken-ის DeFi პორტალის საკვანძო ელემენტის) კლიენტების მომსახურებას წყვეტს და ხურავს პროექტს. არგუმენტად მან პროდუქტზე დაბალი მოთხოვნა და „სტრატეგიული კორექტირებები“ მოიყვანა.
და აი, გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Huobi მაისიდან საკუთარ NFT პლატფორმას თიშავს. 10 მარტის ღამით ხდება ტოპ ბირჟების აქტივებისთვის იშვიათი მოვლენა - ჯერ ნატიური HT ტოკენის დამპი რამდენიმე წუთში (!) მას ღირებულების 93%-ზე მეტს უკარგავს, შემდეგ კი 1200%-იანი პამპი, როდესაც აქტივმა ზარალის მნიშვნელოვანი წილი დაიბრუნა და $0,31-დან $4-მდე გაიზარდა.
HT ტოკენის Pump&Dump პლატფორმაზე Huobi
რა თქმა უნდა, ასეთმა უცნაურმა აქტივობამ და Huobi-ის ბირჟის ნატიური ტოკენით მანიპულაციებმა მშობელ სავაჭრო პლატფორმაზე მომხმარებლების მხრიდან ბევრი კითხვა გააჩინა.
ზოგი ამას უკავშირებს ბიტკოინის მკვეთრ ვარდნას, რომელიც ერთდროულად მოხდა - უძველესი კრიპტოვალუტის ღირებულება 22000$-დან 20000$-მდე დაეცა. სხვა თავად ბირჟა Huobi-ს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ასეთი მანიპულირება მის მფლობელებს საშუალებას აძლევდა, ხელშესახებად გამოემუშავებიათ ფული ჯერ “ლონგისტების” და შემდეგ “შორტისტების” პოზიციების ლიკვიდაციაზე.
პლატფორმის მომხმარებლების ერთ-ერთი ტვიტი ამ თემაზე
ბირჟა Huobi-ს ოფიციალური პირები უარყოფენ პლატფორმის ნებისმიერ კავშირს საკუთარი ტოკენით Pump & Dump სქემის განხორციელებასთან.
ცნობილმა ჩინელმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა, კოლინ ვუმ, Huobi-ს ბირჟის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯასტინ სანის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მონეტის ასეთი მანიპულაციური მოძრაობის მიზეზი რამდენიმე „ვეშაპის“ მიერ ჩატარებული "დაყიდვა" გახდა.
ეს დაადასტურა თავად ჯასტინ სანმაც ტვიტში, სადაც ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და ის მიაწერა "მარჟინალურ ბაზარზე რამდენიმე მომხმარებლის ქმედებებს, რამაც ლიკვიდაცია გამოიწვია". მან დასძინა, რომ პლატფორმის მულტისავალუტო ლიკვიდურობის გასაუმჯობესებლად ბირჟა 100 მილიონი დოლარის ოდენობის სასტაბილიზაციო ფონდს შექმნის.
Huobi-ს დამფუძნებლის, ჯასტინ სანის ტვიტი
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ საჭირო თანხები უკვე მოიძებნა და 100 მილიონი USDC გადაირიცხა Huobi Global-ზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. გაურკვეველია, როგორ დაეხმარება ეს ტრეიდერებს, რომელთა დეპოზიტები ლიკვიდირებული იყო Pump & Dump სქემის შედეგად.
პლატფორმის ბევრი მომხმარებელი ჩატებსა და ფორუმებში წერს, რომ ამ მანიპულაციის უკან მაინც ბირჟა დგას, რომელმაც ამაში რამდენიმე მარკეტმეიკერი ჩართო, ხოლო ფონდის შექმნის გულუხვი ჟესტი სხვა არაფერია, თუ არა თვალის ახვევის მცდელობა.
მანამდე ჯასტინ სანმა ბირჟის შტაბ-ბინის ჰონგ-კონგში გადატანა დააანონსა და ამტკიცებდა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ HT და TRX ტოკენები უახლოეს მომავალში ბაზრის ლიდერები გახდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰონგ-კონგში ლიცენზიის მისაღებად განაცხადის შეტანა ორჯერ მოუწიათ (პირველად რაღაც არასწორად წარიმართა), მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს გეგმები უნდა განხორციელდეს. ბირჟა გულმოდგინედ ნერგავს FOMO-ს, შედეგად კი მომხმარებლები ასეთ სიურპრიზს იღებენ.
ბევრი მიანიშნებს იმაზე, რომ ისევ "გაპარსეს ცხვრები", რომლებმაც FOMO-პოზიტივზე 100X-იანი ლევერიჯით უამრავი პოზიცია გახსნეს და to the moon-ის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდნენ. რაში სჭირდება ჯასტინ სანს ზედმეტი მგზავრები მთვარისკენ მიმავალ გზაზე?
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ბირჟის ტრეიდერებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ვითარებას ყურადღებით დააკვირდნენ, რადგან ბოლო დროს Huobi-ს ბირჟასთან დაკავშირებულ დიდი რაოდენობის ნეგატიურ მოვლენებს არასახარბიელო დასკვნებამდე მივყავართ. ძალიან არასასურველი იქნებოდა მორიგი გახმაურებული გაკოტრების მიღება, როდესაც ჯერ კიდევ ბევრს არ მოუთქვამს სული FTX-ის კრახისა და მარეგულირებლების მხრიდან კრიპტოინდუსტრიაზე მუდმივი FUD შეტევებისგან, რაც მორიგი ხარული პერიოდის დაწყებას აჭიანურებს.