"ფამფ/დამფ სტრატეგია": როგორ მუშაობს ის და ვინ შოულობს ამით ფულს
„ფამფი და დამფი“ კრიპტოვალუტის ფასის ზრდისა და შემდგომი ვარდნის წინაპირობების ხელოვნურად შექმნის სტრატეგიაა, რათა დაინტერესებულმა მხარემ სწრაფი მოგება მიიღოს.
კრიპტოვალუტის პროექტები, ან ნაკლებად სანდო კრიპტობირჟები ასეთ ღონისძიებებს საკუთარი სარგებლისთვის ხშირად ატარებენ. "ფამფი"/"დამფი" შემდეგნაირად ხორციელდება.
- გარკვეული ტოკენი სწრაფად იზრდება დიდ მოცულობებზე;
- მომხმარებლები, რომლებმაც სიტუაცია „ცხელ“ ახალ ამბებში შეამჩნიეს, მონეტების ყიდვას იწყებენ, რითაც ფასს ზრდისკენ უფრო მეტი ძალით უბიძგებენ.
- ბოროტმოქმედი, რომელმაც ტოკენის ზრდა გამოიწვია, ტრეიდერების დიდი შემოდინებას ელოდება და მონეტებს მაქსიმალურად ძვირად ყიდის, რითაც პარალელურ რეაქციას - ფასის "დამფს" (მკვეთრ ვარდნას) იწვევს.
ამით ფულს რამდენიმე სუბიექტი შოულობს. პირველ რიგში, თაღლითი, რომელიც უამრავ ტოკენს გაბერილ ფასად ყიდის. მეორეც, პლატფორმა, რომელზეც მანიპულაცია განხორციელდა: მას ვაჭრობის დიდი მოცულობიდან შესანიშნავი საკომისიო ერგება.
"ფამფის"/"დამფის" საშუალებით ფულის გამომუშავების კიდევ ერთი გზა არსებობს. სოციალურ ქსელებში ბევრი ჯგუფი და არხია, რომლებიც, თითქოს, კრიპტოვალუტის "ფამფებს" პროგნოზირებს. ისინი ინტერესს ადამიანების რეალური ან ყალბი გამოხმაურებებით აღვივებენ, ასევე წარსული გარიგებებით, სადაც ადამიანების დასარწმუნებლად თვალსაჩინოებისთვის ტოკენის "ფამფს" ახორციელებენ. ყველაზე გულუბრყვილო მომხმარებლები, რომლებიც თვლიან, რომ მათ სამომავლო "ფამფით" ფულის შოვნის შესანიშნავი საშუალება მიიღეს, ტოკენს ყიდულობენ და ფასის ზრდისთვის აუცილებელ საწვავი ხდებიან, "დამფის" შემდეგ კი ხახამშრალები რჩებიან.
მაგრამ განა ყველა კრიპტოვალუტის "ფამფია" შესაძლებელი. ცხადია, არასწორად მომზადებული "ფამფის" გამო, კომპანიას, რომელიც ამგვარი „ბიზნესითაა“ დაკავებული, ზარალი ელოდება. ასეთია მანიპულაციისთვის აუცილებელი პირობების სია:
- ტოკენს დაბალი ლიკვიდურობა და Order book-ში ორდერების მცირე რაოდენობა უნდა ჰქონდეს, რათა ფასის "ფამფზე" ნაკლები სახსრები დაიხარჯოს;
- ემისიების 80-90% უნდა იყოს მათ ხელში, ვინც "ფამფს"/"დამფს" ახორციელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასის მკვეთრი ზრდა, ბანალურად, ჰოლდერების მიერ ტოკენების გაყიდვით დასრულდება, რაც თავად "ფამფის" ინიციატორების დაზარალებას გამოიწვევს.
- ტოკენის, ან ბირჟის წინასწარი სარეკლამო კამპანია, რომელზედაც სპეკულაცია განხორციელდება;
- ნებისმიერი ინფორმაციული საბაბი "კვალის დასაფარად" და თავად მომხმარებლების აქტივობაზე, და არა ხელოვნურ ზრდაზე გადასაბრალებლად;
- სავაჭრო წყვილების ან პლატფორმების შეზღუდული რაოდენობა. უმჯობესია, თუ ტოკენი ერთ-ორ ბირჟაზე ივაჭრება, რათა არბიტრაჟის შესაძლებლობა იქნას აცილებული.
ბოლო "ფამფებიდან" აღსანიშნავია მონეტა SONM (SNM). 2 დღეში ტოკენი 5000%-ით გაიზარდა, მიზეზად კი, თითქოს, მონეტების ნაწილის დაწვა გახდა. ემისიის 80% კრიპტობირჟის კონტროლის ქვეშ იყო, რომელზედაც ტოკენი ივაჭრებოდა, ასე რომ სიტუაცია სქემის ჩამოთვლილ მახასიათებლებს სრულად შეესაბამებოდა.
მკვეთრი ზრდის შემდეგ, ტოკენი წინა მნიშვნელობებს ისევე სწრაფად დაუბრუნდა.
ვაჭრობის მოცულობამ მომენტში $1 მილიარდს მიაღწია იმ დროს, როდესაც მანიპულაციამდე მაჩვენებელი დღე-ღამეში $3-5 მილიონს იშვიათად აღემატებოდა. ბოროტმოქმედის პოტენციური მოგება, შესაძლოა, უწესოდ დიდი მოგეჩვენოთ.
„ფამფი“/“დამფის“ სქემა ტოკენ SONM-ის (SNM) მიხედვით
კრიპტოს ყველა ფეთქებადი ზრდა დაგეგმილი "ფამფის" ნიშანი როდია. ხანდახან, სუსტი ლიკვიდურობის, ან ძლიერი საინფორმაციო საბაბის გამო, მომხმარებელთა მკვეთრი შემოდინება მონეტის ფეთქებადი ზრდის პროვოცირებას ნამდვილად იწვევს. ასეთი შემთხვევები მანიპულაციისგან ადვილად გასარჩევია, რადგან ეს შედარებით სანდო კრიპტოვალუტებზე, სავაჭრო პლატფორმებსა და გასაგები მიზეზების გამო ხდება.
მაგალითად, წელს ბირჟა HUOBI-ზე, მონეტა MOVR მაშინდელი მაღალი ქსელური აქტივობის გამო მკვეთრად გაიზარდა. საინტერესოა, რომ ბირჟაზე "გამყიდველები" მალე დამთავრდნენ, პლატფორმამ კი სახსრების შემოტანის შესაძლებლობა დახურა, რის გამოც ტოკენის ფასი სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ღირებულებისგან 500%-ით იყო განსხვავებული.
ტოკენ MOVR-ის „ფამფი“ კრიპრობირჟა Huobi-ზე
ფასი მაღალ ნიშნულს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, რის შემდეგაც მარკეტმეიკერს კურსის დასტაბილურება ხელით მოუწია.
ასეთი სიტუაცია კრიპტოვალუტის "ფამფით" ფულის შოვნის ოპტიმალური საშუალებაა. ისე უნდა დაემთხვეს, რომ საჭირო ბირჟაზე საჭირო ტოკენი გედოთ, რომელიც საჭირო დროს გაიზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში "ფამფებთან" საქმის დაჭერა არ ღირს, რადგან ისინი წამქეზებლებისთვის და არა ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის მოგების მოსატანადაა შექმნილი.