ბლოკჩეინ-პროექტის, Render-ის მიმოხილვა

icon RNDR
ფოტო - ბლოკჩეინ-პროექტის, Render-ის მიმოხილვა
Render – ბლოკჩეინ-პროექტია, რომელიც ბლოკჩეინის და სმარტ-კონტრქტის ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას იძლევა გრაფიკული გამოთვლებისა და რენდერინგის დარგში.
Render აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას გადაანაწილოს გამოთვლითი სიმძლავრე, რომელიც საკუთარი კონტენტის ან ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე აგებული პროდუქტის გამოსაშვებად არის აუცილებელი.

შექმნის ისტორია

Render  2008 წელს კომპანია OTOY-მა დააარსა. OTOY სპეციალიზირდება გრაფიკული გამოთვლითი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, მათ შორის ღრუბლოვანი საცავების გამოყენებით.

მუშაობა Render-ის პლატფორმის შექმნაზე  2017 წელს დაიწყო და OTOY-ის CEO-ს, ჟულ ურბახის მიერ იყო ინიცირებული. 2019 წელს იქნა გამოშვებული ტოკენი RNDR, რომელიც პროექტის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ბირთვს წარმოადგენს.

პროექტის დაფინანსება

2019 წელს Render-მა ICO ჩაატარა, რის შედეგადაც 134 მილიონი დოლარის მოზიდვა მოხერხდა. მონეტების მთელი მოცულობა დაწყებიდან რამდენიმე საათში გაიყიდა.

მოგვიანებით, 2021 წელს, ინვესტირების დამატებითი რაუნდი ჩატარდა, რომელმაც პროექტს კიდევ 30 მილიონი დოლარი მოუტანა, საკვანძო საინვესტიციო ფონდები იყო Multicoin Capital, Solana Foundation, Kenetic, Stefmion და რამდენიმე ინსტიტუციონალური ინვესტორი.
Render-ის დაფინანსების მეორე რაუნდის დეტალები (Crunchbase)

Render-ის დაფინანსების მეორე რაუნდის დეტალები (Crunchbase)

მექანიკა და თავისებურებები

დეცენტრალიზებული ქსელი Render Network საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დისტანციურად დაარენდერონ თავიანთი პროექტები RNDR ტოკენებით გამოთვლითი რესურსების და სიმძლავრის შეძენით.

ასევე, მონეტების მფლობელებს შეუძლიათ გააქირავონ თავიანთი სიმძლავრეები 3D ანიმაციების რენდერინგისთვის და შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდო პროექტის მონეტებში მიიღონ. მონეტა ასევე გამოიყენება Render პლატფორმაზე სხვადასხვა მომსახურებისას ანგარიშსწორებისთვის და დამატებითი სერვისების შესაძენად.

Render კარგად ურთიერთქმედებს ბევრ ბლოკჩეინთან, ასე რომ RNDR ტოკენების გამოყენება ყველა საჭირო ქსელშია შესაძლებელი.
Render Network-ის მუშაობის მექანიკა

Render Network-ის მუშაობის მექანიკა

Render Network-ს ისეთი ცნობილი NFT-მხატვრები იყენებენ, როგორებიცაა Pak, FVCKRENDER და მაიკ ვილკელმანი  (Beeple), რომლის NFT 2021 წელს $29 მლნ-ად გაიყიდა.

კრიპტოვალუტა RNDR

RNDR ტოკენი ამჟამად განთავსებულია Ethereum და Polygon ბლოკჩეინებზე. მოგვიანებით, გუნდი Solana-ს და BSC-ის ქსელების დამატებას გვპირდება.

ეს არის RNDR-ის მონეტის ზოგიერთი დახასიათება :

  • სახეობა  – ტოკენი TRC20;
  • საბაზრო კაპიტალიზაცია – $456 მლნ;
  • მაქსიმალური ემისია  – 531 მლნ ტოკენი;
  • სულ მიმოქცევაში – 361 მლნ ტოკენი;
  • ვაჭრობის საშუალო მოცულობა დღეში – $61 მლნ;
  • მაქსიმალური ფასი  – $7,83;
  • მინიმალური ფასი – $0,045.

RNDR-ი ივაჭრება მრავალ კრიპტოვალუტურ ბირჟაზე, მათ შორის WhiteBIT, Kraken, Huobi, Crypto.com, KuCoin და სხვა. ასევე ტოკენით ვაჭრება დეცენტრალიზებულ ბირჟებზე Uniswap, Balancer (Ethereum), QuickSwap (Polygon) ხდება. პლატფორმების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ CoinGecko-სა და CoinMarketCap-ის ანალიტიკური რესურსების „ბაზრების“ კატეგორიაში.
RNDR-ის ფასის დიინამიკა  (CoinMarketCap)

RNDR-ის ფასის დიინამიკა (CoinMarketCap)

საინტერესო ფაქტები

●კომპანია OTOY ლიდერია გრაფიკული გამოთვლების სფეროში. მისი ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება კინოინდუსტრიაში ანიმაციისა და სპეცეფექტების შესაქმნელად.

●RNDR იყო პირველი ტოკენი, რომელიც Ethereum ბლოკჩეინზე ERC20 სტანდარტის გამოყენებით შეიქმნა.

●კომპანია OTOY  რამდენიმე მსხვილი კომპანიის პარტნიორია, როგორიცაა Amazon Web Services, Microsoft Azure და Google Cloud, რაც Render პლატფორმასთან მუშაობისას ამ კორპორაციების გამოთვლითი რესურსების გამოყენების შესაძლაბლობას იძლევა.

●OTOY გეგმავს გამოიყენოს RNDR ტექნოლოგია სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მედიცინა, შენობების დაპროექტება და არქიტექტურა, ასევე ვირტუალური რეალობის და მეტასამყაროს შესაქმნელად.