რეტროსპექტივა: რა მოუტანა კრიპტოინდუსტრიას 2022 წელმა საინტერესო?
ყოველთვის საინტერესოა უკან გახედვა და გახსენება, რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ამ წლის განმავლობაში, რომელიც იწურება. გადავწყვიტეთ, კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში 2022 წელს მომხდარი მოვლენების რეტროსპექტივა მოგვეწყო.
მომავალი წლის გეგმების შედგენა ძალიან კარგი და სასარგებლო პრაქტიკაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაშვებული შეცდომების რეტროსპექტიული ანალიზის მიზნით, ერთი წლის წინანდელი მოვლენების გადახედვა, რათა იგივე შეცდომები არ გაიმეოროთ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მიღწევებისა და აღსრულებების შეფასება, ასევე იმის შემოწმება, ახდა თუ არა წლის დასაწყისში გაჟღერებული პროგნოზები.
იანვარი
- Samsung-მა შექმნა სმარტ ტელევიზორების სერია, რომლებსაც NFT მარკეტფლეისებზე წვდომა აქვს.
მოდელებმა MICRO LED, Neo QLED და The Frame პლატფორმა მიიღეს, რომელიც ციფრული ხელოვნების ნიმუშების მოძიებას, ყიდვასა და გაყიდვას ითვალისწინებს. მწარმოებელმა გამოაცხადა, რომ რამდენიმე პოპულარულ NFT მარკეტფლეისს მხარს უჭერს. Smart Calibration ფუნქციის დახმარებით, მომხმარებელს ტელევიზორის პარამეტრების მორგება ისე შეუძლია, რომ NFT ტოკენი, ფორმატიდან გამომდინარე, სწორად იყოს ასახული.
- კინორეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ გამოაცხადა აუქციონი, რომელზეც გასაყიდად 1994 წლის ფილმის "Pulp Fiction" მოტივებზე შექმნილი არა-ჩანაცვლებადი ტოკენები (NFT) გაიტანა.
Miramax-ის მიერ ადრე შეტანილი სარჩელის მიუხედავად, რომელიც ტარანტინოს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა, გაყიდვა იანვრის განმავლობაში, Secret Network-ის აუქციონზე, 7 ეტაპად მიმდინარეობდა.
- ბიტკოინი 48 ათასიდან 33 ათას გრივნამდე დაეცა ↓
თებერვალი
- უკრაინის შეიარაღებულ ძალების დახმარებამ აგრესორი ქვეყნის, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად კრიპტოვალუტაში 7 მილიონ დოლარს მიაღწია.
ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ გაწეული დახმარება დაითვალა და ანგარიში წარადგინა. შემოწირულების ძირითადი ნაწილი BTC-ში, ETH-სა და USDT-ში შემოვიდა.
- Ethereum-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მაინინგ პულმა რუსეთის ფედერაციის IP მისამართები დაბლოკა.
Ethereum მაშინ ჯერ კიდევ კონსენსუსის ალგორითმზე Proof-of-Work იყო, ამიტომ აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე აღჭურვილობის მფლობელებს ან ახალ პულზე გადასვლა, ან მუშაობა VPN-ის საშუალებით უწევდათ. ეჰ, ნეტა ეს ნაბიჯი ყველა მაინინგ პულს სინქრონულად და ერთდროულად გაეკეთებინა.
- ბიტკოინმა 45,8 ათასამდე ასვლა შეძლო, თუმცა ისევ 34,3 ათასამდე დაეცა ↓
მარტი
- Goldman Sachs პირველი მსხვილი ამერიკული ბანკი გახდა, რომელმაც ბიტკოინის (NDO) ოფციონის შესაძენად კრიპტოვალუტის არასაბირჟო ტრანზაქცია შეასრულა.
ეს, კომპანია Galaxy Digital-ის შუამავლობის წყალობით, ცნობილი საინვესტიციო ბანკის "კრიპტოვალუტის ჯადოსნურ სამყაროსთან" შეხების უკვე მეორე მცდელობა იყო. გასულ წელს ანალოგიური გაცნობა ფიუჩერსებთან დაკავშირებით მოხდა. თუ Goldman Sachs-ის მიზანი კრიპტოვალუტისა და „ახალი ტექნოლოგიებისადმი გახსნილობის“ თემაზე პიარის აგორება იყო, უფრო მაგარი გადაწყვეტილება სპოტ ბაზარზე აშშ დოლარში რამდენიმე იარდის შეყვანა და ვაჭრობა იქნებოდა. ასეთი პიარ ნაბიჯი ყველას შოკში გარანტირებულად ჩააგდებდა...
- ტაილანდმა კრიპტოვალუტით გადახდები აკრძალა
ამ შემთხვევაში, პრობლემა, როგორც ჩანს, მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით იყო. ჩინეთიდან ტაილანდის ტერიტორიაზე მუდმივად რაღაც ინფექცია შემოდის. ხან კორონავირუსის პანდემია, ხან მარეგულირებელი ცოფი. ბოლოსდაბოლოს მეზობლები არიან. თავის დროზე ჩინეთის სახალხო ბანკმა კრიპტოვალუტა აკრძალა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვირუსი, რომელიც შედეგებზე ფიქრის გარეშე, ყველაფრის აკრძალვას აიძულებდა, მეზობელ ტაილანდსაც გადაედო. ყველაფერი, რასაც ადგილობრივმა მარეგულირებლებმა მიაღწიეს, ადგილობრივი ტაილანდური კრიპტობირჟების უცხოეთში მიგრაცია გახდა. რა გადაწყვიტა, ან შეცვალა ამან ტაილანდისთვის, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა.
- ბიტკოინი 37,15 ათასიდან 48,2 ათასამდე უმნიშვნელოდ გაიზარდა ↑
აპრილი
- Ethereum-მიქსერმა Tornado Cash სანქციების ქვეშ მყოფი მისამართების დაბლოკვა გადაწყვიტა
ბოროტმოქმედთა კრიპტოსაფულეების მონიტორინგი ორაკულ Chainalysis-ის დახმარებით იგეგმებოდა. მას სამთავრობო სანქციების ქვეშ მყოფი მისამართების სკანირების შედეგების წარდგენა რეალური დროის რეჟიმში შეუძლია. კარგი, შეგვიძლია იმ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინოთ, რომ მარეგულირებლების ზეწოლას კიდევ ერთმა პროექტმა ვერ გაუძლო. ამან Tornado Cash-ს პოპულარობა არ შემატა. პირიქით.
- უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ფიატური გრივნით კრიპტოვალუტის ყიდვა აკრძალა
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირებისთვის კვაზი-ქეშ ოპერაციების შეზღუდვა გადაწყვიტა. ასეთი გადაწყვეტილების მიზანი, თითქოს, კაპიტალის არაპროდუქტიული გადინების შეჩერება უნდა ყოფილიყო. თუმცა, მან ვერაფერი მოიტანა. ვირტუალური აქტივების მომხმარებლები და გაცვლითი სერვისის პროვაიდერები თანამედროვე ტექნოლოგიებს უფრო კარგად იცნობენ, ვიდრე ინსტიტუტის ქუჩისა და მეცნიერების გამზირის სპეციალისტები, ამიტომ ამ აკრძალვამ მხოლოდ საჯარო მოხელეები გაახარა. კრიპტოინდუსტრიისთვის კი ეს სრულიად შეუმჩნეველი დარჩა.
- ბიტკოინის კურსი 47,45 ათასიდან 37,7 ათასამდე შემცირდა ↓
მაისი
- სალვადორის ბიტკოინის-სითის აშენების გრანდიოზული გეგმები
სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ ახალი პროექტის - ბიტკოინ-სითის პიარი განაგრძო, რომელიც, მისი კონცეფციის მიხედვით, ვულკანის გვერდით უნდა ყოფილიყო განლაგებული. იგეგმებოდა, რომ ბიტკოინის მაინინგი ვულკანის გეოთერმული ენერგიის წყალობით განხორციელდებოდა. მშენებლობის დაწყება ჯერ კიდევ წელს იგეგმებოდა, თუმცა დეკემბრის ბოლო დღეების მდგომარეობით, სამუშაოები არც კი დაწყებულა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი კატეგორიიდან: „5-ჯერ დაფიქრდი, მერე თქვი“. ბუკელე, სამწუხაროდ, უფრო რომანტიკოსი აღმოჩნდა, ვიდრე რეფორმატორი. გახმაურებული კრიპტოსტარტაპები, ჯერჯერობით, მხოლოდ „ქაღალდზე“ არსებულ პროექტებად რჩება.
- Luna-ს გაკოტრება და სტეიბლკოინ Terra USD-ის (UST) "სიკვდილი"
ეს წელს პირველი გახმაურებული კრახია და, სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. ამ მოვლენამ დათვურ ტრენდს მისცა ბიძგი, რომელიც წლის ბოლომდე დათვურმა ვერა და ვერ შეცვალა.
- ბიტკოინი, Luna-სა და UST-ის კრახის წყალობით 40 ათასიდან 26,65 ათასამდე დაეცა ↓
ივნისი
- კიტ ჯონსონის კოლექტიური სარჩელი ილონ მასკის წინააღმდეგ, რომელშიც მას თაღლითობასა და Dogecoin-ის ფასით მანიპულაციაში ადანაშაულებს
ეს ილონის წინააღმდეგ ამ კუთხით არც პირველი და, როგორც ჩანს, არც უკანასკნელი სარჩელია. მისი ბრალი ვერ დამტკიცდა და შედეგად, მან თავი მოხერხებულად ისევ დაიძვრინა...
- WhiteBIT-მა ფილიალი ავსტრალიაში გახსნა
Statista-ს მონაცემებით, ყოველი მეხუთე ავსტრალიელი კრიპტოვალუტას ფლობს. ამიტომ, ამ კონტინენტის მასებში კრიპტოვალუტის შეღწევის მაღალი დონის, ასევე პოზიტიური ბიზნეს კლიმატის გათვალისწინებით, ავსტრალიაში WhiteBIT-ის წარმომადგენლობის გახსნა, ევროპაში გაფართოების შემდეგ, WhiteBIT-ის CEO-ს, ვლადიმერ ნოსოვის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი გახდა.
- ბიტკოინი 31,76 ათასიდან 17,63 ათასამდე დაეცა ↓
ივლისი
- ჰეჯ-ფონდის Three Arrows Capital-ისა და კრიპტოლენდინგის სტარტაპ Celsius-ის გაკოტრება
ბაზარზე 10 წლიანი მუშაობის შემდეგ, კრიპტოვალუტის ჰეჯ-ფონდი „კრიპტოვალუტის ბაზარზე მკვეთრი რყევების“, ასევე კომპანიის შიგნით არსებული ფინანსური სირთულეების შედეგად დაემხო. კრიპტოლენდინგის პლატფორმამ გარკვეულ ეტაპზე ნორმალური საქმიანობის უზრუნველსაყოფად ლიკვიდურობის საკმარისი დონის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ეს ორი პროექტი, ბანალურად, გაჭიანურებული დაუნტრენდისთვის მზად არ აღმოჩნდა და "სრული დისტანციისთვის" ძალები ვერ გათვალა, ამიტომ მას ჩამოშორდა...
- სინგაპურის კრიპტოვალუტის ბირჟამ Crypto.com Google Pay-ის წყალობით გადახდის ინსტრუმენტების სია გააფართოვა
ამ ნაბიჯმა 100 მილიონზე მეტ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, კრიპტოვალუტა მისთვის მოსახერხებელი გზით შეეძინა. მანამდე იგივე ბირჟებმა Gemini, Coinbase, Bakkt და Nexo გააკეთა.
- ბიტკოინის კურსი 18,72 ათასიდან 24,67 ათასამდე გაიზარდა ↑
აგვისტო
- ევროპის უმსხვილესმა კრიპტობირჟამ საკუთარი ტოკენი გამოუშვა
ბირჟა WhiteBIT-ის უტილიტარული ტოკენი ბლოკჩეინებზე Ethereum (ERC20) და Tron (TRC20) ტიკერ WBT-ით არის განლაგებული. ტოკენი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურული აქტივი გახდა, რომლის გამოყენება WhiteBIT-ის ყველა პროდუქტში დაიწყო. შემდგომში ბირჟა ასევე საკუთარ ბლოკჩეინზე მიგრაციას გეგმავს.
- PayPal-მა კრიპტოვალუტების მხარდაჭერა დაიწყო
PayPal-ის მობილურ აპლიკაციაში კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვისა და გადაგზავნის ფუნქციები გაჩნდა. კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებს ახლა სერვისის დახმარებით თავიანთი ციფრული აქტივების გამოყენება მარტივად, ფიატური სახსრების მსგავსად შეუძლიათ.
- ბიტკოინი ათასიდან 19,52 ათასამდე დაეცა ↓
სექტემბერი
- Ethereum ალგორითმიდან Proof-of-Work ალგორითმზე Proof-of-Stake გადავიდა
ქსელს მუშაობა ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია და მიგრაცია, სახელად The Marge, თითქმის შეუფერხებლად და მომხმარებლებისთვის შეუმჩნევლად მოხდა. Ethereum 2.0 რეალობად იქცა. როგორც იქნა, მოხდა ის, რასაც ყველა მოუთმენლად ელოდა.
- Kyiv Tech Summit 2022
სამდღიანი Web3 ჰაკათონი 6–9 სექტემბერს კიევის ინოვაციების პარკში UNIT.City გაიმართა. ღონისძიება საქველმოქმედო ბლოკჩეინ ფონდ Unchain Ukraine-ის მიერ Ukraine DAO-სთან, მეტავერს Atlantis World-სა და Web3 საზოგადოების აქტივისტებთან ერთობლივად იყო ორგანიზებული. მთავარი მოვლენა კრიპტოვალუტა Ethereum-ის ერთ-ერთი შემქმნელის, ვიტალიკ ბუტერინის მოულოდნელი ვიზიტი გახდა.
- ბიტკოინის დაცემა გაგრძელდა - ახლა 22,8 ათასიდან 18,14 ათასამდე ↓
ოქტომბერი
- BNY Mellon-მა ციფრული აქტივების შესანახი პლატფორმა აამოქმედა
მსოფლიოში წამყვანი კასტოდიანი ბანკი Bank of New York Mellon Corporation მზადაა, კრიპტოვალუტის მფლობელებთან ითანამშრომლოს. აშშ-ში Bitcoin-ისა и Ethereum-ის შესანახი პლატფორმა ოფიციალურად ამოქმედებულია. კრიპტოვალუტის სპეციალიზებული პლატფორმის შექმნაზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო.
- პოლიციამ საკუთარი მეტავერსი შექმნა
ინტერპოლი Metaverse ტექნოლოგიას გამოიყენებს, რათა კიბერდამნაშავეების დამარცხება ისწავლოს. ახლა ვირტუალური სივრცე მხოლოდ მოთამაშეებისთვის კი არ არსებობს. პოლიციის საერთაშორისო მეტავერსის პრეზენტაცია ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიაზე გაიმართა, რომელიც ინდოეთში ჩატარდა.
- ბიტკოინის ღირებულება 18,12 ათასიდან 21,07 ათასამდე გაიზარდა ↑
ნოემბერი
- Web Summit 2022
ყოველწლიური მსოფლიო ტექნოლოგიური კონფერენცია Web Summit, რომელსაც გამოცემამ Politico „მსოფლიოში უმთავრესი ტექნოლოგიური კონფერენცია“ უწოდა, პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართა.
- კრიპტობირჟა FTX-ისა და ჰეჯ-ფონდ Alameda Research-ის გაკოტრება
Coindesk-ის ანგარიშმა დაადგინა, რომ სავაჭრო კომპანია Alameda Research-ის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ბირჟა FTX-ის შიდა ტოკენებში (FTT) არის კონცენტრირებული. Alameda Research FTX-ის შვილობილი კომპანია იყო, ორივეს სემ ბენკმენ-ფრიდის სახით, საერთო მფლობელი ჰყავდა, რომელიც ბირჟას პირადად მართავდა და ფონდის საქმიანობას აკონტროლებდა. ამ ახალმა ამბავმა შეუქცევადი მოვლენების კასკადი გამოიწვია, რისი შედეგიც ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის, FTX-ის გაკოტრება და Alameda Research-ის ლიკვიდაცია გახდა. ამას FTX-თან და Alameda Research-თან დაკავშირებული სხვა კომპანიების გაკოტრებაც მოჰყვა.
- ბიტკოინის ფასი საგრძნობლად შემცირდა - 21,5 ათასიდან 15,5 ათასამდე. ↓
დეკემბერი
- ბანკებმა Credit Suisse, Pictet და Vontobel თავიანთი პროდუქტების ტოკენიზაცია მოახდინა
შვეიცარიულმა ბანკებმა ბლოკჩეინ Ethereum-ის სატესტო ქსელში ფინანსური ინსტრუმენტები გამოუშვა. ციფრული საინვესტიციო პროდუქტების ვაჭრობა შვეიცარიულ ბირჟაზე BX მიმდინარეობს, რომელსაც FINMA არეგულირებს..
- Standard Chartered-ის პროგნოზი 2023 წლისთვის
კომპანია Standard Chartered-ის მთავარი სტრატეგი ეცადა, ეწინასწარმეტყველა, რას ელოდება ბაზრებს, კერძოდ კრიპტოვალუტის ბაზარს 2023 წელს. ლონდონში დაფუძნებული ტრანსნაციონალური საბანკო ჯგუფის, Standard Chartered-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბირჟა FTX-ს გაკოტრება და სხვა კრიპტოპლატფორმების შესაძლო კრახი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის უარყოფით სცენარს აყალიბებს, რომელიც 2023 წელს, შესაძლოა, მხოლოდ გაძლიერდეს.
- ბიტკოინი ფლეტში 16,3 – 18,4 ათასის დონეზე მდებარეობს ↓↑