რბოლა პირველობისთვის: აშშ კრიპტოინდუსტრიაში ლიდერობას კარგავს?

ფოტო - რბოლა პირველობისთვის: აშშ კრიპტოინდუსტრიაში ლიდერობას კარგავს?
ARK Invest-ის ანალიტიკოსების აზრით, თუ აშშ კანონმდებლობის ფორმირებისადმი მიდგომას არ შეცვლის, გაურკვეველი რეგულირებისა და ლიკვიდობის გადინების გამო, მან შეიძლება დაკარგოს ლიდერობა კრიპტოინდუსტრიაში, მის ადგილს კი სხვა ქვეყნები დაიკავებენ.
რა თქმა უნდა, ყველა ასე პესიმისტურად განწყობილი როდია, მაგრამ ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ინვესტორი და ინდუსტრიის წარმომადგენელი აკრიტიკებს სახელმწიფო ორგანოებს კრიპტოპროექტებისთვის კონკრეტული წესების არარსებობის გამო. ზოგი შემოიფარგლება ხმამაღალი განცხადებებით, ზოგი კი სასამართლოში მიდის ან წერს ანალიტიკურ შენიშვნებს, ცდილობს, გავლენა მოახდინოს მარეგულირებლებსა და საზოგადოებაზე. Ark Invest კრიპტოვალუტებს დიდი ხანია უჭერს მხარს და ცდილობს, ამერიკული ლიდერობის დაკარგვა არ დაუშვას.

ამისკენ მიმავალ გზაზე ისინი გამოყოფენ ორ საკვანძო პრობლემას:

1. მარეგულირებელი გაურკვევლობა

კრიპტო ნაცრისფერ ზონაში რჩება, რადგან ძირითადი მარეგულირებელი (SEC) თავის ძალისხმევას მიმართავს კრიპტოსტარტაპების მაქსიმალური კონტროლისკენ და არა ახალი კანონების შექმნისკენ (ან, თუნდაც, არსებულის ადაპტირებისკენ). ეს არა მხოლოდ ხელს უშლის არსებულ კომპანიებს ბიზნესის კეთებაში, არამედ აფრთხობს ახალ დეველოპერებს, რომლებიც ორიგინალური პროექტების ამოქმედებას ცდილობენ.

ბევრი დიდი კორპორაცია (Coinbase, Ripple, Kraken) აგრძელებს ბრძოლას გამჭვირვალე სამართლებრივი ველის შესაქმნელად, მაგრამ უცნობია, რამდენად ეყოფათ მათ ძალები და საშუალებები. ამიტომ, სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ ისინი ამერიკულ ბაზარს დატოვებენ და გადავლენ უფრო ლოიალურ ქვეყნებში (არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჰონგ-კონგი, იაპონია), რომლებიც მოწესრიგებული და მარტივი წესების შექმნას ცდილობენ.

2. ლიკვიდობის გადინება

ეს უფრო პირველი პრობლემის შედეგია, რადგან პრობლემები უჩნდება არა მხოლოდ ჩვეულებრივ კომპანიებს, არამედ ინსტიტუციონალურ ინვესტორებსაც, რომლებიც იძულებულები არიან, უარი თქვან კრიპტოვალუტურ ბაზარზე მუშაობაზე. მაგალითად, Jane Street Group და Jump Trading არიან მარკეტმეიკერები უზარმაზარი კაპიტალით, რომლებიც  ბაზარზე დიდი გავლენას ახდენდნენ და მის გარკვეულ რეპუტაციას უზრუნველყოფდნენ.
იმასთან შედარებით, რაც ერთი წლის წინ იყო, ახლა სრულიად განსხვავებული ბაზარია. მის სიმწიფეზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს საბაზრო ლიკვიდობა, შეთავაზებების მრავალფეროვნება, სერვისის მიმწოდებლების მრავალფეროვნება – და ყველა ამ სფეროში კრიპტოვალუტურმა ბაზარმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა
© Genesis Global Trading-ის ბაზრის ანალიზის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ნოელ აჩესონი
Coin Metrics-ის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ორი ინსტიტუციონალური მოთამაშის წასვლამ ლიკვიდობაზე უკვე მნიშვნელოვნად იმოქმედა და ბიტკოინის საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა რამდენიმე მილიარდი დოლარით შეამცირა. ერთი მხრივ, ბაზარი დეცენტრალიზებული კაპიტალის თვალსაზრისით უფრო დეცენტრალიზებული გახდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი ვარდნა და სულაც არაა გარანტირებული, რომ სხვა მოთამაშეები ამ ხარვეზის შევსებას შეძლებენ.