ბიტკოინისა და S&P 500-ის კორელაცია: როდის იქნება აღმასვლა?

ფოტო - ბიტკოინისა და S&P 500-ის კორელაცია: როდის იქნება აღმასვლა?
2022 წლის დასაწყისიდან Bitcoin-ის საფონდო ინდექს S&P 500-თან მდგრადი პირდაპირი კორელაცია შეინიშნება. ერთის დაცემას მეორეს ვარდნა მოსდევს. იგივე სქემა ზრდის შემთხვევაშიც მოქმედებს. მოდით, ვცადოთ, გავაანალიზოთ S&P 500-ის ტენდენციები და ვიწინასწარმეტყველოთ, როდის განაახლებს BTC აღმასვლას.
ბევრი ტრეიდერი და ანალიტიკოსი წელს ბიტკოინის საფონდო ბირჟის სხვა ცალკეულ ინდექსებთან, კერძოდ, S&P 500-თან მდგრადი კორელაციის არსებობას აღნიშნავს. მანამდე ასეთი კორელაცია ოქროსთან შეინიშნებოდა. ის ყოველთვის "დამცავ" აქტივად ითვლებოდა, რომელშიც ინვესტორები საფონდო თუ სავალუტო ბაზრებზე წარმოქმნილი ყოველი "ქარიშხლის" დროს "გარბოდნენ".  მაგრამ ახლა,  წელიწადნახევრიანი კორექტირების შემდეგ, ბიტკოინი უფრო "ტექნოლოგიურ" აქტივად აღიქმება, ვიდრე "მყუდრო ნავსაყუდლად". 

ფუნდამენტური და ტექნიკური ანალიზის ჩატარებისას,  ინსტიტუციონალური ინვესტორები და ტრეიდერები ყოველთვის ითვალისწინებენ ტოპ ვირტუალური აქტივის დამოკიდებულებას იმ ინსტრუმენტებზე, რომლებთანაც კავშირი, განსაკუთრებით კი პირდაპირი კორელაცია შეინიშნება. 

შეგახსენებთ, რომ S&P 500 საფონდო ინდექსია, რომლის კალათაში აშშ-ის 500 ტოპ, უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე საჯარო კომპანიაა დამატებული, რომელთა შორის არც თუ ცოტა ტექნოლოგიური გიგანტია. საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Apple, Microsoft, Amazon და სხვა. 

CryptoQuant-ის შეფასებით, BTC-ის კორელაციამ S&P 500-თან პიკს 2022 წლის დასაწყისში მიაღწია. ახლა, როდესაც ბიტკოინმა სარისკო აქტივის სტატუსი ისევ დაიბრუნა, ეს მას ტექნოლოგიურ სექტორთან აახლოებს, რომელში არსებულ სიტუაციასაც S&P 500 ასახავს. BTC-ის კურსის გაძლიერება კაპიტალის შემოდინების სტიმულაციას ყოველთვის IT კომპანიების აქციებშიც ახდენს. ისევე, როგორც ტექნოლოგიური აქციების მნიშვნელოვანი გაყიდვა უძველესი კრიპტოვალუტის ვარდნის პროვოცირებას იწვევს.
BTC-ისა და S&P 500-ის პირდაპირი კორელაციის ფაზის დასაწყისის განსაზღვრა TradingView-ს გრაფიკზე

BTC-ისა და S&P 500-ის პირდაპირი კორელაციის ფაზის დასაწყისის განსაზღვრა TradingView-ს გრაფიკზე

2022 წლის განმავლობაში, კორელაციას BTC-სა და S&P 500-ს შორის თითქმის იდეალურად თვლიან. ის 2020 წლიდან ამ დრომდეც დადებითია, დროის მოკლე მონაკვეთებში უმნიშვნელო განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით. მაგრამ ახლა ის ბიტკოინის მომავალი კურსის დასადგენად იდეალურ დამატებით ინდიკატორად იქცა. თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა უახლოეს პერიოდში უფრო დამნდობი გახდება და თავის პოლიტიკას შეარბილებს, მაშინ ბიტკოინი იმ აქტივებს შორის იქნება, რომლებიც ტრენდის ასეთი ცვლილებით მოგებული დარჩება. 

ბლოკჩეინ-პლატფორმა IntoTheBlock-ის კორელაციის საკუთარი მატრიცა ჯერჯერობით გვიჩვენებს, რომ ბიტკოინი ინდექსებთან NASDAQ-100 და S&P 500 (კოეფიციენტი დაახლოებით 0,7) საკმაოდ მჭიდრო კორელაციას აგრძელებს. 

კორელაციის მნიშვნელობა მათემატიკური ფორმულით გამოითვლება, რომელიც ინდექსისა და BTC-ის ფასების დროში მოძრაობის სტატისტიკას ითვალისწინებს. კორელაცია 0.5-ზე მაღლა საგრძნობლად ძლიერად ითვლება, 0.7-ზე მაღლა - ძალიან ძლიერად, ხოლო კორელაცია მაჩვენებლით 0,3 და -0,3 - სუსტად. კოეფიციენტი 1-ის მქონე კორელაცია ნიშნავს, რომ მოძრაობები იდეალურად სინქრონიზებულია,  -1 კი ნიშნავს, რომ ისინი დიამეტრულად საპირისპიროა. 

2022 წლის ივნისის შუა რიცხვების „დიდი ამოყიდვის“ დროს, რამაც მეტად სარისკო აქტივებზე ფასების დაცემა გამოიწვია, კორელაციამ BTC-სა და S&P 500-ს შორის, ცუდი საინვესტიციო კლიმატის ფონზე, 0,9-ს მიაღწია. მაშინ ბიტკოინის ფასიც საგრძნობლად, $32,000-დან $17,600-მდე დავარდა. 

ითვლება, რომ BTC-სა და S&P 500-ს შორის ძლიერი კავშირის დაბრუნება ეკონომიკის მდგომარეობით ინვესტორთა უმეტესობის გაზრდილი შეშფოთების, ინფლაციის ტემპების ზრდის, რთული გეოპოლიტიკური კლიმატისა და მარეგულირებლების, კერძოდ, ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო ხდება.

ფედერალური სარეზერვო სისტემის გავლენა

Kaiko-ს ანალიტიკოსმა, რიად კერიმ განაცხადა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკა სარისკო აქტივების ყველა კლასზე გავლენის მოხდენას გააგრძელებს.
ბიტკოინი ახლა ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე ტექნოლოგიური აქციების მსგავსად რეაგირებს
განუცხადა მან CoinDesk-ს
ახლა მე ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ უახლოეს მომავალში, ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიუხედავად, BTC-ის კურსი ფორმირებას დაიწყებს
კომპანია Conotoxia-ს ბაზრების უფროსმა ანალიტიკოსმა, დანიელ კოსტეცკიმ აღნიშნა, რომ ბიტკოინის წინა ორი მნიშვნელოვანი კორექციის დროს, 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის იანვრამდე პერიოდში, შემდეგ კი წლის მანძილზე, 2018 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, BTC-ის ღირებულება 80%-ზე მეტით შემცირდა. 2021 წლის ნოემბრის შემდეგ ბიტკოინის ფასი $69,000-იან ATH-თან შედარებით 87%-ით დაეცა. ასე რომ ეს, შესაძლოა, ტრენდის შეცვლის მოახლოებაზე მეტყველებდეს. 

რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და მის მიერ სურსათის მიწოდების არხების დაბლოკვამ, შესაძლოა, ბაზრებზე მღელვარება მომავალშიც გააგრძელოს. ამაზე  იქნება დამოკიდებული ენერგომატარებლების, საკვებისა და სურსათის ფასები,  ასევე ვალუტების კურსის რყევები. ეს გავლენას მოახდენს ენერგიის, საკვებისა და სურსათის ფასებზე, ასევე გაცვლით  კურსებზე. ამრიგად, ბიტკოინის ასეთი სერიოზული პირდაპირი კორელაცია S&P 500-თან ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში უძველეს კრიპტოვალუტას მსოფლიო ეკონომიკის საბაზრო ფაქტორების სრულად უგულებელყოფა გაუჭირდება.

BTC-ის შემდგომი მოძრაობის განსაზღვრა S&P 500-ის პროგნოზების ანალიზის საფუძველზე

Goldman Sachs-მა 2023 წლისთვის თავისი არც თუ ოპტიმისტური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელშიც ამ კომპანიის ანალიტიკოსების მოლოდინით, წლის დასაწყისიდან პირველ თვეებში ინდექსი S&P 500 დაახლოებით 9%-ით დაეცემა. შემდგომში, მაისში, აღმასვლა ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი პოლიტიკის დასრულების შემდეგ განახლდება. 
2023 წლისთვის S&P 500-ის მოძრაობის პროგნოზი

2023 წლისთვის S&P 500-ის მოძრაობის პროგნოზი

Deutsche Bank–ში თითქმის საპირისპირო მოსაზრება აქვთ. იქ მიაჩნიათ, რომ ინდექსი S&P 500 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში უწყვეტად, 4500 პუნქტამდე  გაიზრდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაეცემა. საბანკო ანალიტიკოსებს ამის არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ 2023 წლის შუა რიცხვებიდან რეცესიის დაწყებაა პროგნოზირებული, რომელსაც ყველა ბაზარი, მათ შორის საკრედიტოც იგრძნობს.

J.P. Morgan-ში თვლიან, რომ S&P 500, შესაძლოა, ერთ დღეში 10%-მდეც კი გაიზარდოს, თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთებს მხოლოდ 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის. 

პროგნოზი კრიპტოტრეიდერისგან

S&P 500 ინდექსისა და ბიტკოინის აქტივობაზე დაკვირვებისას ცხადი ხდება, რომ ფლაგმანი ციფრული აქტივი საფონდო ბაზრის დაღმავალ შაბლონს მიჰყვება
აღნიშნავს კრიპტოტრეიდერი და ანალიტიკოსი ჯოშ რეიჯერი
თუმცა, გაჭიანურებული დაუნტრენდის მიუხედავად, BTC-ის  ვაჭრობის მოცულობამ რვა წლის მაქსიმუმს მიაღწია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბიტკოინის მიმართ ინტერესი კი არ შემცირებულა, არამედ, პირიქით, გაიზარდა. 

2023 წელს, შესაძლოა, სხვადასხვა სცენარი განვითარდეს, რომელთაგან ერთ-ერთი ბიტკოინის საფონდო ბირჟის ინდექსებთან ბმის დაკარგვაა. მაშინ ბიტკოინი, გლობალური ეკონომიკის რეცესიისა ან რყევების მიუხედავად, კვლავ ზრდას დაიწყებს.  მთავარია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ 1 BTC = 1 BTC.