რუბინი: «100+ მილიონი არიფი ორმა კრიპტოგანგსტერმა მოატყუა»

ფოტო - რუბინი: «100+ მილიონი არიფი ორმა კრიპტოგანგსტერმა მოატყუა»
ნურიელ რუბინი, ასევე ცნობილი როგორც Dr. Doom, — კრიპტოვალუტების სასტიკი მოწინააღმდეგეა. ის ადრე მათ «სანაგვეს» და «სრულიად თაღლითობის მშობელს» უწოდებდა, FTX–ის კრახისა და Binance –ის რეზერვების დადასტურების ფუნქციის ამოქმედების მერე, ექსპერტი ახალი სიტყვით გამოვიდა.
FTX–ს კრახმა კრიპტოინდუსტრიის საკვანძო მოთამაშეებისგან ისეთი ოპერატიული  გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვა, რომლებიც შეძლებდნენ ისედაც  შერყეული ნდობის გამყარებას.  ერთ–ერთი ასეთი გახდა ბირჟების რეზერვების შემოსამოწმებელი ტექნოლოგიების დანერგვა. ფუნქციის Proof-of-Reserves ამოქმედებას უნდა დაემშვიდებინა მომხმარებლები და დაერწმუნა ისინი აქტივების უსაფრთხოებაში. მაგრამ საბოლოოდ  PoR–მა კრიპტომოძულეთა ცეცხლს მხოლოდ ნავთი დაასხა.  

გლობალური ფინანსური კრიზისის წინასწარმეტყველი ეკონომისტი ნურიელ რუბინი თავის ტვიტერში საკმაოდ უხეში იყო როგორც ბირჟების, ისე მათი კლიენტების მიმართ.  Financial Times–ის სტატიების მოშველიებით, მან შესთავაზა სექტორის რეგულისრების ნებისმიერ მცდელობას თავი დაანებონ :

«უმჯობესია კრიპტოს დაწვა დაუშვათ, ვიდრე ადამ ტუზის მიერ შეთავაზებული წესები მიიღოთ. სჯობს კრიპტო რეგულატორების ჩარევის გარეშე თვითგანადგურდეს, ვიდრე ისინი შეეცადონ მონსტრის მართვას, რომელმაც კორუმპირებული გახადა სისტემა.  რეგულატორები ვეღარ დახუჭავენ თვალს კრიპტოსიგიჟეზე.».
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

შემდეგ რუბინიმ მხარი დაუჭირა ტელეჟურნალისტს სტეფან დილს, რომელმაც განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა  — ეს არა ინვესტიცია, არამედ  აზარტული თამაშია.  აქ ნიუ–იორკის პროფესორმა თავისი აზრი უკვე  მოურიდებლად გამოთქვა:

«კრიპტოვალუტა — კორუმპირებული აზარტული თამაშია, სადაც კაზინო ყოველთვის და სისტემატიურად უსწრებს წინ სხვადასხვა არიფს, რომლებიც მოატყუეს. 100+ მილიონი არიფი მთელი მსოფლიოდან ორმა კრიპტოგანგსტერმა მოატყუა: 19700 ICO  ან თავიდანვე თაღლითური იყო ან ბოლოს გაკოტრდა. უდიდესი ძარცვაა კაცობრიობის ისტორიაში!».
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

როგორ მიიღო ანალიტიკოსმა  Proof-of-Reserves–ის ამოქმედება? Dr. Doom, რომლის კომპეტენტურობაშიც ეჭვს ვერ შეიტან, რეზერვების მტკიცებულებას  განიხილავს როგორც მორიგ თაღლითურ სქემას. ის დარწმუნებულია, რომ ბირჟების ბალანსზე არსებული აქტივები გაკოტრების შემთხვევაში გარდაუვლად დაზარლდებიან («ეს ბანკებია, და არა ბირჟები!»), და ახალ ფუნქციას ირონიულად «Proof of Scams» უწოდებს.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

მან Binance–საც არ დააკლო, რომელიც ყველა ძალას იყენებს,  რათა  აჩვენოს რომ FXT–ისგან განსხვავდება. რუბინიმ უცერემონიოდ ტოლობის ნიშანი დასვა ამ შემოდგომაზე ორ ყველაზე განხილვად მოთამაშეებს შორის:

«Binance = FTX. ოღონდ უფრო უარესი და ბნელი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცოდით, რომ FTX–ს შტაბ–ბინა აქვს საეჭვო რეპუტაციის მქონე ბაჰამის კუნძულებზე, მაგრამ ჩანპენ ჩჟაოს უფრო საეჭვო კომპანიამ სამუდამოდ  დამალა  Binance–ის შტაბ–ბინა.  რატომ? BNB = FTT: ისეთივე თაღლითური გამოგონილი ისტორიაა, წინადადებების 87% ბაზარზე არ იყიდება და ერთ კრიპტოსაფულეშია დამალული, რომელიც კონტროლდება....?».
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

რუბინი — სკეპტიკოსი და პესიმისტი, რომელსაც  დიდი ავტორიტეტი გააჩნია საფინანსო–ეკონომიკური პროგნოზირების სფეროში.  რამდენად მართალია   კრიპტოვალუტებზე  და სფეროს უმსხვილესი წარმომადგენლებზე მისი  შეფასება, ამას დრო აჩვენებს.  მანამდე კი ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს თვალი ყურადღებით უნდა ვადევნოთ: შემოდგომის დასაწყისში  Dr. Doom–მა განაცხადა, რომ აშშ–ს 2023 წელს ფინანსური შოკი და ხანგრძლივი რეცესია ელოდება.