კიმ კარდაშიანი კრიპტოვალუტის რეკლამისთვის ჯარიმას გადაიხდის
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია კიმ კარდაშიანს სოციალურ ქსელებში კრიპტოვალუტების უკანონო რეკლამაში ადანაშაულებს. ვარსკვლავი EMAX ტოკენების რეკლამირებას ეწეოდა და მან ჯილდოს მიღების ფაქტი დამალა.
მანამდე ვარსკვლავმა Instagram-ის პროფილზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც EMAX ტოკენების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. იქ მითითებული იყო ბმული EthereumMax ვებსაიტზე, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დეტალურ ინსტრუქციას კრიპტოაქტივების შეძენის თაობაზე. თუმცა, პოსტში კარდაშიანმა არ მიუთითა, რომ ეს სარეკლამო ინტეგრაცია ფასიანი იყო.
როგორც გაირკვა, ვარსკვლავმა EMAX-ის რეკლამირებისთვის $250,000 მიიღო, SEC-ის ბრძანების შესაბამისად, მას კონკრეტული კრიპტო აქტივების რეკომენდაციისთვის ჯილდოს მიღების შესახებ კომისიისთვის უნდა შეეტყობინებინა. ვინაიდან გადახდის ფაქტი დამალული იყო, მარეგულირებელმა, ჰარი გენსლერის ხელმძღვანელობით, კიმ კარდაშიანს ციფრული ვალუტების უკანონო რეკლამაში ბრალი წაუყენა.
„ფასიანი ქაღალდების შესახებ ფედერალურ კანონებში ნათლად არის აღნიშნული, რომ ნებისმიერი ცნობილი ადამიანი ან სხვა პირი, რომელიც კრიპტოაქტივების უსაფრთხოების რეკლამას ეწევა, ვალდებულია მიუთითოს ანაზღაურების ბუნება, წყარო და ოდენობა, რომელიც მან რეკლამირების სანაცვლოდ მიიღო“, - განაცხადა SEC-ის სამართალწარმოების განყოფილების დირექტორმა გურბირ ს. გრევალმა.
ინვესტორების დასაცავად, მარეგულირებლის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ ცნობილი ადამიანების ობიექტური დამოკიდებულების გამოაშკარავების აუცილებლობას რეკლამირებული კრიპტოაქტივების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიაპიროვნებების თაყვანისმცემლებმა არასასურველი საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება მხოლოდ მათი კერპის მოწონების გავლენის შედეგად მიიღონ.
ჩვენ მოვუწოდებთ ინვესტორებს გაითვალისწინონ ინვესტირების პოტენციური რისკები და შესაძლებლობები მათი საკუთარი ფინანსური მიზნების გათვალისწინებით, - აღნიშნა გენსლერმა.
SEC ამტკიცებს, რომ კიმ კარდაშიანმა აქტივების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ფედერალური ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის მითითებები დაარღვია. თავად ვარსკვლავს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია და მან 1,26 მილიონი დოლარის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ თანხაში შედის გადასახადი რეკლამისთვის, პროცენტი გადაწყვეტილების მიღებამდე და 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა. გარდა ამისა, ვარსკვლავს სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი კრიპტოაქტივების რეკლამირება ეკრძალება.
SEC-ის თავმჯდომარე დარწმუნებულია: „ქალბატონი კარდაშიანის საქმე არის შეხსენება ცნობილი ადამიანებისთვის და სხვა პირებისთვის, რომ კანონი ავალდებულებს მათ საზოგადოებას გაუზიარონ ინფორმაცოა, თუ როდის და რამდენს უხდიან ფასიანი ქაღალდების ინვესტიციების რეკლამირებისთვის“.