Helium –პროექტის მიმოხილვა

ფოტო - Helium –პროექტის მიმოხილვა
Helium – დეცენტრალიზებული ქსელია, რომლის არსიც ეკოსისტემის შექმნაში მდგომარეობს, სადაც მოწყობილობები ტანდემში მუშაობენ და ურთიერთმოქმედებენ.
ტექნიკურად  Helium დეცენტრალიზებულ ინტერნეტ–ქსელს მოაგონებს. მომხმარებლები  პატარა ზომის  როუტერის მსგავს კომპაქტურ მოწყობილობებს აყენებენ. წვდომის წერტილების სინქრონიზაცია ხდება და იქმნება ათასი მოწყობილობისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც კავშირს ამყარებენ მთელ დედამიწაზე. 
  Helium–ის ქსელის დაფარვა  ევროპაში

Helium–ის ქსელის დაფარვა ევროპაში

Helium–ის პროექტის ნატიური ტოკენია  – HNT. ბლოკჩეინი  კონსენსუსის  „დაფარვის დადასტურება“ (Proof-of-Coverage) ალგორითმზე მუშაობს. მაინინგის დროს როუტერი თავის ადგილმდებარეობაზე ინფორმაციას  გადასცემს და ადასტურებს ტრანზაქციებს, რისთვისაც  მომხმარებლები ჯილდოს HNT ტოკენებში იღებენ.  
HNT მაინინგის მოწყობილობის იერსახე  (Helium.com)

HNT მაინინგის მოწყობილობის იერსახე (Helium.com)

Helium მაინინგის გვერდზე წარმოდგენილია მსოფლიო რუკა, რომელიც მრავალ ექვსკუთხა უჯრედებზეა დაყოფილი. რა უფრო მეტი ასეთი უჯრედია  ქსელში ჩართული, მით უფრო მაღალია ყოველი მაინერის ჯილდო. ამგვარად, მომხმარებლებისთვის სარფიანია „მეზობელ“ ტერიტორიებთან ურთიერთქმედება და ქსელის შექმნა, სადაც უჯრედები ერთმანეთში ურთიერთმოქმედებენ.  ეს ხერხი ასევე  გამორიცხავს  ცენტრალიზაციის შესაძლებლობას და „ერთის ხელში“ მოგების სიმძლავრის კონცენტრირებას.
HNT– მაინერების შემოსავლიანობის დონე

HNT– მაინერების შემოსავლიანობის დონე

Helium–ის მუშაობის ჰიბრიდული ალგორითმი ასევე  მომხმარებლებისთვის უზრუნველჰყოფს თავისი მონეტების სტეიკინგის შესაძლებლობას,  ვალიდატორების დროებით სარგებლობაში გაგზავნით. ვალიდატორის შემოსავალი პირდაპირ არის დამოკიდებული  სტეიკირებული მონეტების რაოდენობაზე.

HNT ტოკენი კრიპტოვალუტის უამრავ ბირჟაზე ვაჭრობს,  ისეთებზე როგორებიცაა  KuCoin, FTX, Gate და ასე შემდეგ.  პლატფორმების სრული ჩამონათვალი, სადაც Helium–ის შეძენაა შესაძლებელი, Coingecko და  Coinmarketcap  საიტებზეა წარმოდგენილი  შესაბამის დანაყოფში.

მიმდინარე მომენტისთვის HNT–ს ღირებულება სადღაც  $5. პროექტის საბაზრო კაპიტალიზაცია  $650 მილიონია.
 HNT ტოკენის კურსი (Coinmarketcap)

HNT ტოკენის კურსი (Coinmarketcap)

Helium საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება უამრავი ინტერნეტ–სისტემის ცენტრალიზაციის ფონზე. პროექტი პროვაიდერებს სთავაზობს  მთლიანად დეცენტრალიზებული ქსელის გამოყენების შესაძლებლობას,  რომელიც სტაბილურად იმუშავებს მოწყობილობათა ნაწილის გათიშვის შემთხვევაშიც კი.  როუმინგის ინტეგრაცია, 5G  ოპერატორების ჩართვა  და ინტერნეტ–პროვაიდერებთან პარტნიორობა Helium–ის პოპულარობას ზრდის, რაც შეიძლება დადებითად აისახოს როგორც ტოკენის ღირებულებაზე, ისე მთლიანად ეკოსისტემაზე.  

სურათები