კიდევ ერთი ამერიკული ბანკის აქციები დაეცა

ფოტო - კიდევ ერთი ამერიკული ბანკის აქციები დაეცა
მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი საბანკო სისტემის სტაბილურობის შესახებ ირწმუნებოდა, ვაჭრობის დასასრულს PacWest Bancorp-ის აქციები 58%-ით დაეცა. სამი კალიფორნიული კონკურენტი კრედიტორის კრახის შემდეგ, PacWest პრობლემებს განიცდის და ამჟამად შემდგომ სტრატეგიულ ნაბიჯებზე მსჯელობს. მათ შორის არის პოტენციური გაყიდვა, დაშლა, ან კაპიტალის გაზრდა.
ბევერლი-ჰილზურმა ბანკმა ფინანსური კონსულტანტი დაიქირავა, მაგრამ სრულ გაყიდვას ართულებს ზოგადად ბანკის მიმართ ინტერესის ნაკლებობა და იმის ალბათობა, რომ მყიდველს  მნიშვნელოვანი ზარალის დაფიქსირება და გარკვეული სესხების შემცირება მოუწევს. ბანკის საბაზრო ღირებულება ახლა დაახლოებით $772 მილიონია. 
 
დეპოზიტების გადინების გამო, აშშ-ის რეგიონულმა ბანკებმა ტურბულენტობა განიცადეს, რამაც გამოიწვია სამი მათგანის კრახი კალიფორნიაში და ერთის - ნიუ-იორკში. სექტორისთვის ახლა რთული პერიოდი დადგა და ის საპროცენტო განაკვეთების ზრდის, რეგიონული კრედიტორების მიერ დაბალი განაკვეთებით შეძენილი ბონდების გაუფასურებისა და კლიენტების გადინების პრობლემას წააწყდა, რამაც ზოგიერთი ბანკი აიძულა, აქტივები ზარალით გაეყიდა.  
 
PacWest-მა, რომელსაც გენერალური დირექტორი პოლ ვ.ტეილორი ხელმძღვანელობს, არაერთხელ სცადა, დაერწმუნებინა ინვესტორები თავის სტაბილურობაში. ბანკმა მოიზიდა $1,4 მილიარდი Atlas SP Partners-ის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ფონდიდან, რითაც გააძლიერა თავისი ფინანსები ნაღდი ფულით სხვადასხვა ფედერალური პროგრამებიდან.

GC
GN Crypto
ავტორი