Signature Bank-ის მყიდველს კრიპტოზე უარის თქმას აიძულებენ

ფოტო - Signature Bank-ის მყიდველს კრიპტოზე უარის თქმას აიძულებენ
დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FDIC) გულს არ იტეხს და Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის მთლიანად, ან ნაწილობრივ მაინც გაყიდვა სურს. განაცხადებს პოტენციური მყიდველებისგან მარეგულირებელი 17 მარტამდე იღებს.
მაგრამ, როგორც Reuters-თან საუბარში ანონიმური წყაროები აღნიშნავენ, უპირატესობა, მათი ფინანსური მაჩვენებლების წინასწარი გაცნობის სახით, ეძლევა მონაწილეებს მოქმედი საბანკო წესდებით.
 
არის რამდენიმე ნიუანსიც: Signature-ზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მყიდველებს, რომლებმაც ბანკში კრიპტოვალუტურ ტრანზაქციებზე უარი თქვეს.
 
FDIC, SBV და Signature-ის წარმომადგენლებს განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

GC
GN Crypto
ავტორი