Sino Global Capital ზარალდება FTX-ის კრახის გამო

icon FTT
ფოტო - Sino Global Capital ზარალდება FTX-ის კრახის გამო
კრიპტოფონდმა, რომელმაც ადრე FTX-ში ინვესტიცია განახორციელა, ფინანსური დანაკარგები დაადასტურა. შესაბამისი განცხადება კომპანიამ Twitter-ზე 15 ნოემბერს გამოაქვეყნა.
Sino Global Capital იყო ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო FTX Trading- ის პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე დიდ რაუნდში 2021 წელს. გასული კვირის მოვლენების ფონზე, გაკოტრებული კრიპტო-ბირჟის სტრატეგიულმა პარტნიორმა თავის კლიენტებს სასწრაფოდ მიაწოდა აქტუალური ინფორმაცია და შეძლებისდაგვარად დაამშვიდა.

Sino Global Capital-ში განაცხადეს, რომ FTX-ის აქციებში ინვესტიციები შეზღუდული იყო შვიდნიშნა თანხით და განხორციელდა ფონდის მუშაობის დაწყებამდე, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში ამუშავდა. ამგვარად, Limited Partner-ის კაპიტალს არაფერი ემუქრება.

ფონდი „ღრმა სინანულს გამოთქვამს FTX-ზე გაუმართლებელი ნდობის გამო“, მაგრამ აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, ფოკუსირებულია ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურასა და სათამაშო პროექტებზე.
 
„ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ორ საკითხზე ვიყავით ორიენტირებული: ჩვენი LP-ების დაცვასა და ჩვენი პორტფოლიოს კომპანიებთან მუშაობაზე, რომელთაგან ბევრს არასოდეს განუცდია ასეთი მაღალი ცვალებადობის პერიოდები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეკოსისტემებს შორის ინვესტიციების დაბალანსებულმა განაწილებამ და პოტენციურად საშიში ინსტრუმენტებისა და ტექნიკის  არარსებობამ, მათ შორის ბერკეტებისა და მოკლევადიანი სავაჭრო სტრატეგიების ჩათვლით, შესაძლებელი გახადა ფონდის კლიენტებისთვის სტაბილურობის გარანტია.

მიუხედავად 2022 წელს ბაზრის დამახასიათებელი არასტაბილურობისა, Sino Global Capital   Web3-ის პერსპექტივების რწმენას არ კარგავს. კომპანია დარწმუნებულია, რომ სფერო შეძლებს "აღდგენისკენ შორი გზა" გაიაროს და განაგრძოს განვითარება ახალი ტექნოლოგიებითა და მონაწილეებით.

„ჩვენი თეზისი არ შეცვლილა – მიგვაჩნია,  რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა ინტერნეტის გაჩენის შემდეგ. მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ გამორჩეული გუნდების ძიებას და მხარდაჭერას, რომლებიც  ჩვენი ინდუსტრიის მომავალს აშენებენ. ”

2022 წლის ნოემბერი აღინიშნა ბაზრის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერის - FTX კრიპტო ბირჟის კრახით. აშშ-ის მარეგულირებლები და სამართალდამცავი ორგანოები ატარებენ გამოძიებას პლატფორმის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელმაც 11 ნოემბერს გაკოტრების  შესახებ განაცხადა.